მანდარინის ჩაი წონის დასაკლებად

მანდარინის ჩაი წონის დასაკლებად

საახალწლო დღესასწაულებმა უკვე დიდი ხანია რაც ჩაიარა, მაგრამ მე დღემდე ყოველ კვირას ვყიდულობ 1,5 კგ. მანდარინს. წვნიან ნაყოფს მივირთმევთ ან ვამზადებთ მისგან დესერტებს. რაც შეეხება მის კანს, მე მისგან ვამზადებ ჩაის. ეს არის წარმოუდგენლად გემრიელი სასმელი!

სიმართლე რომ გითხრათ, მანდარინის ჩაის შესახებ მეც ცოტა ხნის წინ გავიგე. მინდა თქვენც გიამბოთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ.

მანდარინის და მანდარინის კანის სასარგებლო თვისებები

მანდარინის ჩაი წონის დასაკლებად
მიუხედავად იმისა, რომ მანდარინი ისედაც საკმაოდ ტკბილია, 100 გრამი ციტრუსი მხოლოდ 35 კალორიას შეიცავს. ამასთან ერთად მანდარინი შეიცავს უჯრედისს, პექტინს და ფლავანოიდებს, რომელიც არეგულირებენ სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონეს. მანდარინის რბილობი აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას. სწორედ ამიტომ მას შეუძლია დაგეხმაროთ ზედმეტი წონის მოცილებაში.

მანდარინის ჩაი წონის დასაკლებად
მანდარინის კანი არანაკლებ სასარგებლოა. მანდარინის კანის ჩაი დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში და კუჭ-ნაწლავის მუშაობის გაუმჯობესებაში. ამ სასმელის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს ცხიმების დაშლის პროცესს. თუმცა თუ თქვენ გაწუხებთ კუჭის წყლული ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებები, ჯობია თავი შეიკავოთ ამ სასმელის მიღებისგან.

მანდარინის ჩაი

მანდარინის ჩაი წონის დასაკლებად
მანდარინის ჩაის მომზადება ძალიან მარტივია. კარგად გარეცხეთ ციტრუსი და განაცალკევეთ რბილობისგან. კანი დაჭერით კვადრატებად, გადაიტანეთ ფურცელზე და გადაანაწილეთ თანაბრად. გააშრეთ კანი გამათბობებლზე ერთი დღე მაინც.

მანდარინის ჩაი წონის დასაკლებად
გამომშრალ კანს დაასხით ადუღებული წყალი და დადგით 30 წუთით. მისი ჩამატება შავ ან მწვანე ჩაიშიც შეგიძლიათ. მანდარინის ჩაი უნდა დალიოთ 1-2 კვირის განმავლობაში ყოველდღე. მე პირადად დღეში 2-3 ჯერ ვსვავდი.

მანდარინის ჩაი წონის დასაკლებად
გირჩევთ არ გადაყაროთ მანდარინის კანი და მოამზადოთ მისგან უგემრიელესი და ძალიან სასარგებლო ცხელი სასმელი.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია