სისხლის გამათხელებელი პროდუქტები

სისხლის გამათხელებელი პროდუქტები
ზოგჯერ სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად ადამიანის ორგანიზმში ხდება სისხლის შედედება. მასში იმატებს ფიბრინის დონე, ამიტომ ვენების დაზიანებისას მასში წარმოიქმნება თრომბი. როცა სისხლი ზედმეტად სქელია, სისხლაზარღვების კედლებზე ილექება ცხიმები და კალციუმის მარილები, რაც ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას.

სისხლის გამათხელებელი პროდუქტები

სისხლის შედედების მიზეზები

სისხლის გამათხელებელი პროდუქტები

პროცესები დამოკიდებულია სისხლის ხარისხზე. როცა სისხლის ხარისხი ფუჭდება, იწყება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ყველაზე მეტად ზიანდება თირკმელები, ღვიძლი და თავის ტვინი. სისხლის შედედების ძირითადი მიზეზი რამოდენიმეა:
  1. ფერმენტების უკმარისობა.
  2. ჭუჭყიანი, ქლორიანი, გაზიანი სასმელის მიღება.
  3. ორგანიზმის ზოგადი მჟავიანობა
  4. ცხელი კლიმატის ან ფიზიკური დატვირთვის შედეგად ორგანიზმის გაუწყლოება.
  5. რადიაციის მავნე ზემოქმედება.
  6. ცუდად ათვისებადი სითხე.
  7. ორგანიზმში მინერალების და ვიტამინების უკმარისობა.
  8. მარილის არასაკმარისი მოხმარება.

დამეთანხმებით, რომ ზოგიერთი მათგანის გამოსწორება საკმაოდ რთულია. ამიტომ ეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ნებისმიერი რისკი იმ პროდუქტების საშუალებით, რომელსაც შეუძლიათ სისხლის გათხელება.

წყალი

სისხლის გამათხელებელი პროდუქტები

მას სიაში პირველი ადგილი უკავია. დღეში საჭიროა 1-2 ლიტრი სუფთა წყლის მიღება. სითხის მიღებაში არ ითვლება ჩაი, კომპოტი, სუპი და ა.შ. აირჩიეთ სუფთა და არაგაზირებული წყალი. ასე თავიდან აიცილებთ სისხლის შედედებას.

თევზის ცხიმი

სისხლის გამათხელებელი პროდუქტები

ის არა მხოლოდ სისხლს ათხელებს, არამედ იწოვს უკვე წარმოქმნილ თრომბებს და სკლეროზულ ბალიშებს. პროფილაქტიკისთვის სასურველია მიირთვათ თევზი კვირაში მინიმუმ 3-4 ჯერ. გაითვალსიიწნეთ, რომ ამისთვის უნდა აირჩიოთ ცხიმიანი თევზი.

მოცვი

სისხლის გამათხელებელი პროდუქტები

მის შემადგენლობაში შედის კუმარინი, რომელიც ხელს უშლის სისხლის თრომბების წარმოქმნას. მოცვი ძალიან სასარგებლოა როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე სამკურნალოდ. ყველაფერთან ერთად ის არის ბუნებრივი ანტიმიკრობული საშუალება.

ნიახური

სისხლის გამათხელებელი პროდუქტები

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ მისი წვენი. ლიმფის და სისხლის გათხელებისთვის მიიღეთ 0,5 ჭიქა ნიახურის წვენი. ასევე სასურველია ამ ბოსტნეულის რაციონში ჩართვა.

ნიორი

სისხლის გამათხელებელი პროდუქტები

მის შემადგენლობაში შედის სისხლის გამათხელებელი ნივთიერებები. სამკურნალო თვისებების გასაძლიერებლად შეგიძლიათ მოამზადოს ნიორის ნაყენი. ამისთვის აიღეთ რამოდენიმე კბილი ნიორი და აქციეთ ფაფად. მოათავსეთ მასა შუშის ქილაში და დაასხით 0,5 ჭიქა არაყი. მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და დატოვეთ ბნელ ადგილზე 10 დღით. ამის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე 10 წვეთი. აუცილებლად მიაყოლეთ 1 ჭიქა წყალი.

კოჭას ფესვი

სისხლის გამათხელებელი პროდუქტები

გარდა იმისა, რომ კოჭას ფესვი ათხელებს სისხლს, ის აუჯობესებს საკვების მონელების პროცესს და ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. მომატებული არტერიული წნევის და არითმიის მქონე ადამიანებს სიფრთხილე მართებთ ამ პროდუქტის მიღებისას.

თუთის ფესვები

სისხლის გამათხელებელი პროდუქტები

აიღეთ 200 გრ. ახალი ფესვი, კარგად გარეცხეთ და დაანაკუწეთ. მოათავსეთ ემალირებულ ქვაბში, დაასხით 3 ლ. ცივი წყალი და დატოვეთ 1 საათი. ამის შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და როცა წამოდუღდება გააჩერეთ 15 წუთი. გააციეთ, გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. რეკომენდირებულია დღეში 3-ჯერ ჭამამდე 200 გრ. ნაყენის მიღება 5 დღის განმავლობაში. გააკეთეთ 2-3 დღიანი შესვენებები კურსებს შორის. სულ უნდა ჩაიტაროთ 2-3 კურსი.

გაღვივებული ხორბალი

სისხლის გამათხელებელი პროდუქტები

რეკომენდირებულია 1 ს.კ. გაღვივებული ხორბლის შეჭმა ყოველდღე. მისი დამატება შეგიძლიათ ბოსტნეულის სალათებში 1 ჩ.კ. სელის ზეთთან ერთად.

ძალიან ბევრი ადამიანი სისხლის გასათხელებლად იღებს ასპირინს. ის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, მაგრამ მას ზიანის მოყენებაც შეუძლია. საქმე იმაშია, რომ ნაწილაკები რჩება კუჭის კედლებზე და ხდება წყლულის წარმოქმნის მიზეზი. ჯობია მიმართოთ ხალხურ საშუალებებს.

სალიცილის მჟავას შეიცავს უამრავი ხილი და ბოსტნეული. მათი რეგულარული მოხმარებისას ნამდვილად აღარ დაგჭირდებათ რაიმე საშუალების მიღება სისხლის გასათხელებლად.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია