მაშინ, როცა ფეხმძიმე გოგონა მომხმარებლებმა ურიგოდ გაატარეს, ერთ-ერთმა ქალბატონმა დიდი სკანდალი გამოიწვია…

მაშინ, როცა ფეხმძიმე გოგონა მომხმარებლებმა ურიგოდ გაატარეს, ერთ-ერთმა ქალბატონმა დიდი სკანდალი გამოიწვია...

ეს ისტორია გადახდა ჩემს ფეხმძიმე მეუღლეს, როცა მარკეტში იყო საყიდლებზე. ზოგადად მშვიდი ადამიანია და თავის დაცვაც ნაკლებად შეუძლია. სალაროსთან მისულს, პატარა რიგი დახვდა დაახლოებით 5-6 ადამიანისგან შემდგარი.

იტვირთება

როცა დაინახეს ფეხმძიმე გოგონა, ყველამ რიგი დაუთმო  გარდა ერთი ქალბატონისა, რომელიც თავის ვაჟთან ერთად იმყოფებოდა. მოლარემ იფიქრა, რომ ქალბატონმა ვერ დაინახა გოგონა და მიუთითა მასზე. ამ ფაქტმა სალაროსთან მყოფი ქალბატონის განრისხება გამოიწვია.

 

მან დაიწყო ხმამაღლა ყვირილი და შეურაწმყოფელი რეპლიკების გამოყენება ყველას მიმართ. მოლარემ მიუთითა იქვე კედელზე გამოკრულ ზესდებაზე, სადაც ეწერა, რომ ფეხმძიმე ქალბატონების ურიგოდ გაშვება ხდებოდა და რომ ეს არ იყო ახალი ამბავი.

იტვირთება

 

განრისხებულმა ქალბატონმა ისევ განაგრძო ყვირილი და ლანძღვა. კონფლიქტი გადაიზარდა მომხმარებლებთან და მომუშავე პერსონალთან დაპირისპირებაში. ქალბატონის თანხმლები, მისი 18 წლის ვაჟიც საკმაოდ აგრესიული იყო.

შექმნილ სიტუაციაში საჭირო გახდა მენეჯერისა და დაცვის წარმომადგენლის ჩარევაც. ჩემი მეუღლე ამან უფრო აანერვიულა, რადგან თავს დამნაშავედ თვლიდა ამ სიტუაციის შექმნაში.

მენეჯერმა პოლიციის ჩართვაც გადაწყვიტა, რადგან სიტუაცია უკონტროლო სახეს იღებდა. განრისხებული ქალბატონი არ წყვეტდა ყვირილს და შეურაწყოფის მიყენებას გარშემომყოფებისთვის. როცა მენეჯერმა პოლიცია ახსენა, თითქოს სწორედ ამან შეაკავა აგრესიული მომხმარებელი. დაცვის თანამშრომელმა მისი პროუქტები უკან ურიკაში ჩაალაგა და დარბაზის ბოლოს გაიყვანა.

ასეთი სკანდალის მომწყობ ქალბატონს საბოლოოდ რიგის ბოლოში მოუწია დადგომა. ჩემი მეუღლე კი გაატარეს და გამოუშვეს. ის მაშინვე წამოვიდა, რადგან შეეშინდა კიდევ რაიმე არ მომხდარიყო თუნდაც მარკეტის გარეთ.

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
მაშინ, როცა ფეხმძიმე გოგონა მომხმარებლებმა ურიგოდ გაატარეს, ერთ-ერთმა ქალბატონმა დიდი სკანდალი გამოიწვია…
ამ პროცედურით ორგანიზმს გაიწმენდთ და რაც მთავარია, შეამცირებთ კიბოს რისკს!