ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი ბებიების დამოკიდებულება ოთახის ყვავილებისადმი. ისინი ამრავლებდნენ იებს, ფულის ხეებს. მათ შორის აუცილებლად იყო ალოე. თუ სხვა მცენარეები სილამაზეს აფრქვევდნენ, ალოეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა. ამ სამკურნალო მცენარეს მეზობლებსაც უნაწილებდნენ.
ალოეს, ძირითადად, ჭრილობების შესახორცებლად იყენებდნენ, მაგრამ მას კოსმეტიკური დანიშნულებაც ჰქონდა. ალოე თანდათან პოპულარობას იძენდა და მალე მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაც აღმოაჩინეს.
როგორ ხდება ალოეს გამოყენება
ალოე თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს უპრეტენზიო მცენარედ. სამედიცინო მიზნებისთვის გამოსაყენებლად, ალოეს ასაკი, მინიმუმ 3 წელი უნდა იყოს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გამოიყენება მისი მხოლოდ ქვედა ფოთლები, რადგან ისინი გაცილებით „ხორციანია“ და მეტ საკვებ ნივთიერებებს შეიცავს.
ალოე ღრძილებისთვის
ალოეს ფოთლების წვენი შეიცავს ბუნებრივ ანტიბიოტიკს-ფიტონიციდს. სწორედ ამ შემადგენლობის წყალობითაა ის ცნობილი და იყენებენ სოკოს საწინააღმდეგოდ. იგი შეიცავს ტანინს, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის შედედებას და ანთების საწინააღმდეგოდაც გამოიყენება. ამიტომაც იყენებენ ღრძილების ანთების დროს, პარადონტიტის სამკურნალოდ. ალოეს წვეი ებრძვის სტომატიტს და ამცირებს სისხლდენას.
ალოე-კბილებისთვის
ალოეს წვენი იდეალურია პირის ღრუს სავლებად-ბაქტერიებისგან გასათავისუფლებლად. ეს მცენარე არაჩვეულებრივად ებრძვის კბილის ნადებს.
კბილების ეფექტურობის ასამაღლებლად:
- პირში გამოივლეთ ალოეს გაზავებული წვენი
- ალოესთან ერთად გამოიყენეთ ნატურალური კბილის პასტა
- დღეში 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი მიიღეთ
- ალოეს რბილობით გაისუფთავეთ კბილები
- ალოეს გაჭრილო ფოთლებით გაიკეთეთ კომპრესი.
ალოეს წვენი გამოიყენება არამხოლოდ გარეგანი, არამედ, შაქართან, ალერგიასთან და ანემიასთან ბრძოლისთვის. მას ურევენ კრემებში და შამპუნებში, ასევე-საკვებშიც. არ ინანებთ, თუ ალოეს შემწვარ რბილობს გასინჯავთ!