როგორ დავაუთოვოთ ტანსაცმელი უთოს გარეშე

როგორ დავაუთოვოთ ტანსაცმელი უთოს გარეშე
მე აღფრთოვანებული ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც რეგულარულად იღებენ ვიტამინებს, უვლიან სახის კანს და მუდამ დაუთოვებული ტანსაცმლით დადიან. თუ პირველ ორ პუნქტს ასე თუ ისე ვასრულებ, მესამეზე საერთოდ უარი მაქვს ნათქვამი. გარეცხვის შემდეგ უბრალოდ ყველაფერს ლამაზად ვკიდებ გასაშრობად. პირადად მე ერთი გასაოცარი აღმოჩენა გავაკეთე. გინდათ გაიგოთ თუ როგორ უნდა დააუთოვოთ ტანსაცმელი უთოს გარეშე?

უთო არ მაქვს სახლში და ზოგჯერ მაინც ხდება სარეცხის გარკვეული ნაწილის დაუთოვება საჭირო. ეს მეთოდი მოგზაურობის დროსაც გამოგადგებათ, როცა ფიზიკურად ვერ მოიტანთ უთოს ვერსაიდან.

როგორ დავაუთოვოთ ტანსაცმელი უთოს გარეშე

როგორ დავაუთოვოთ ტანსაცმელი ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით

ტანსაცმლის გასაუთოვებლად თქვენ გამოგადგებათ ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლი. დიახ, დიახ, სწორედ ეს უბრალოდ ნივთი მოიყვანს წესრიგში თქვენს ტანსაცმელს.

როგორ დავაუთოვოთ ტანსაცმელი უთოს გარეშე
გაავსეთ ბოთლი უბრალო წყლით და დაუმაგრეთ შესასხურებელი თავი. თქვენი ინოვაციური გასაუთოვებელი საშუალებაც მზადაა და მთავარია ეხლა გამოიყენოთ ის.

ჩამოკიდეთ ტანსაცმელი ან განათავსეთ სწორ ზედაპირზე. რამოდენიმეჯერ შეასხურეთ წყალი. წყლის წვეთები ნელ-ნელა აორთქლდება და ამ პროცესის დროს თქვენი ტანსაცმელის ნაკეცები ნელ-ნელა დაიწყებს გაქრობას.

როგორ დავაუთოვოთ ტანსაცმელი უთოს გარეშე
რაღა თქმა უნდა ყოველთვის ვერც შესასხურებელ თავს მოვიპოვებთ. ამ შემთხვევაში დაისველეთ ხელი და გადაუსვით ტანსაცმლის ნაკეცებს, ხოლო შემდეგ გააშრეთ.

როგორ დავაუთოვოთ ტანსაცმელი უთოს გარეშე
ტანსაცმლის გასაშროად შეგიძლიათ გამოიყენოთ ადუღებული წყლით სავსე მეტალის ჭურჭელი. მთავარია დარწმუნდეთ, რომ ჭურჭელი სუფთაა.

როგორ დავაუთოვოთ ტანსაცმელი უთოს გარეშე
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია