ერთადერთი ფაფა, რომელსაც ორგანიზმიდან ანტიბიოტიკების მავნე მინარევები გამოაქვს: კაპიკებად ვყიდულობ, სარგებელი კი უზარმაზარია

ერთადერთი ფაფა, რომელსაც ორგანიზმიდან ანტიბიოტიკების მავნე მინარევები გამოაქვს: კაპიკებად ვყიდულობ, სარგებელი კი უზარმაზარია
ფეტვის ფაფა

ფეტვის ბურღულის მიღება ფეტვის მცენარიდან არის შესაძლებელი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ფეტვის გამოყენება ბავშვებისთვის გათვლილი კერძების მოსამზადებლად არის მხოლოდ მიზანშეწონილი, ძალიან ცდებით. ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ბრინჯი ყველაზე პოპულარული მარცვლეულის სახეობა გახდებოდა, ფეტვის ბურღულისგან მომზადებული კერძები მრავალი ოჯახის სუფრის განუყრელ ატრიბუტს წარმოადგენდა. ხელმისაწვდომობის, სარგებლობისა და მაღალი კვებითი ღირებულების გამო, ფეტვი ფიზიკურ ჯაფაში ჩაბმული ყველა ადამიანის საყვარელი პროდუქტი გახდა.

თანამედროვე ადამიანისთვის ფეტვი საუზმის შეუცვლელი ვარიანტია. მას დიეტების დროს, ორგანიზმის გასაწმენდად და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ იმუნიტეტის აღსადგენად იყენებენ. ფეტვი ცხიმს არ შეიცავს და შესაბამისად არ იწვევს ქოლესტერინის დაგროვებას. უფრო მეტიც, მას ორგანიზმიდან ცხიმების, ტოქსინების და ანტიბიოტიკების გამოდევნა შეუძლია. ამასთან, ფეტვი ჰიპოალერგიული პროდუქტია.

STATIEBI.COM-ის რედაქცია დღევანდელ სტატიაში ფეტვის ფაფის სასარგებლო თვისებებზე მოგიყვებათ და აგრეთვე, გასწავლით, როგორ მოამზადოთ ფეტვის ფაფა რძის გამოყენებით ისე, რომ გემრიელ კერძთან ერთად ორგანიზმს სასარგებლო და აუცილებელ დანამატებსაც მიაწვდით.

ერთადერთი ფაფა, რომელსაც ორგანიზმიდან ანტიბიოტიკების მავნე მინარევები გამოაქვს: კაპიკებად ვყიდულობ, სარგებელი კი უზარმაზარია

როგორ მოვხარშოთ ფეტვის ფაფა

ფეტვის ფაფა შეიცავს რეტინოლს (A ვიტამინი), ტოკოფეროლს, B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკროელემენტებს, მათ შორის თუთიას, რკინას, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმსა და კალიუმს. ამასთან, ფეტვში მკერდის რძის 12-დან 10 ამინომჟავა შედის.

ფეტვის ფაფის მიღება სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, გულის მუშაობას ნორმაში აყენებს და ორგანიზმს ჭარბი ქოლესტერინის მოშორებაში ეხმარება. თანდათან, სისხლძარღვები მეტად ელასტიური და გამძლე გახდება. მარცვალში შემავალი ვიტამინები დაღლილობას გაუმკლავდება და სტრესის მიმართ უფრო გამძლე გახდებით.

ერთადერთი ფაფა, რომელსაც ორგანიზმიდან ანტიბიოტიკების მავნე მინარევები გამოაქვს: კაპიკებად ვყიდულობ, სარგებელი კი უზარმაზარია

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ფეტვის ფაფის უარყოფითი მხარეებიც. მისი მიღება კუჭ-ნაჭლავის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის არ შეიძლება (წყლული, გასტრიტი, დაბალი მჟავიანობა). ფეხმძიმე ქალბატონებისთვის და პატარა ასაკის ბავშვებისთვი ფეტვის ფაფის ყოველდღიურად მიღება რეკომენდირებული არ არის. როგორც დიეტოლოგები აღნიშნავენ, ფაფის ჭარბმა მიღებამ მამაკაცის პოტენციაზე შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს.

ფეტვის ფაფის რძის გამოყენებით მოსამზადებლად, გირჩევთ, უცხიმო რძე (1%-იანი ცხიმიანობით) აიღოთ. არჩევანი ყვითელი ფეტვის მარცვალზე გააკეთეთ – სეთი მარცვლები მომწარო არ არის და ფაფას სასიამოვნო გემო ექნება.

ერთადერთი ფაფა, რომელსაც ორგანიზმიდან ანტიბიოტიკების მავნე მინარევები გამოაქვს: კაპიკებად ვყიდულობ, სარგებელი კი უზარმაზარია

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ფეტვის მარცვლები
  • 2 ჭიქა რძე
  • 2 ჭიქა წყალი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 30 გრ კარაქი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ფეტვი გადაარჩიეთ, კენჭები და სხვა ნაგავი მოაშორეთ. შემდეგ ცივ, გამდინარე წყალში გარეცხეთ მანამ, სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდება. ამის შემდეგ, მარცალს მდუღარე წყალი გადაავლეთ.ერთადერთი ფაფა, რომელსაც ორგანიზმიდან ანტიბიოტიკების მავნე მინარევები გამოაქვს: კაპიკებად ვყიდულობ, სარგებელი კი უზარმაზარია
  2. გარეცხილი ფეტვი ქვაბში ჩაყარეთ, წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლს დაუწიეთ და წყლის აორთქლებამდე ხარშეთ. არ დაგავიწყდეთ ქაფის მოხდა.
  3. როცა წყალი ბოლომდე დაშრება, ფაფას ცხელი რძე დაასხით და დაბალ ცეცხლზე შემოდგით. შაქარი და მარილი დაუმატეთ. აურიეთ და დაახლოებით 20 წუთით ხარშეთ.ერთადერთი ფაფა, რომელსაც ორგანიზმიდან ანტიბიოტიკების მავნე მინარევები გამოაქვს: კაპიკებად ვყიდულობ, სარგებელი კი უზარმაზარია
  4. გაზი გამორთეთ და 10 წუთით თავსახური დაახურეთ. რძიანი ფეტვის ფაფა მზადაა! ახლა შეგიძლიათ კარაქი დაუმატოთ და სუფრაზე მიიტანოთ.

თუ ფაფას ბავშვისთვის ამზადებთ, შედარებით უფრო მეტი რძე დაუმატეთ – კერძი თხევადი გამოვა. უფრო სქელი ფაფისთვის 1.5 ჭიქა რძეც საკმარისი იქნება.

ერთადერთი ფაფა, რომელსაც ორგანიზმიდან ანტიბიოტიკების მავნე მინარევები გამოაქვს: კაპიკებად ვყიდულობ, სარგებელი კი უზარმაზარია

ამ მარტივი რეცეპტის გამოყენებით, ფაფის მასის საჭირო კონსისტენციას მიიღებთ. თუ ჩირს, კაკალს, გოგრის თესლს და ახალ დაჭრილ ხილს დაუმატებთ, კერძი ორმაგად სასარგებლო და გემრიელი გახდება. ჩვენ რეკომენდაციას ბანანის დაჭრილი ნაწილების გამოყენებას ვუწევ.

შეაფასეთ სტატია
ერთადერთი ფაფა, რომელსაც ორგანიზმიდან ანტიბიოტიკების მავნე მინარევები გამოაქვს: კაპიკებად ვყიდულობ, სარგებელი კი უზარმაზარია
არ გინდათ თრომბი? უბრალოდ მიიღეთ ეს არაჩვეულებრივი კოქტეილი და…