დაკონსერვებული “დედამთილის ენა” – მეუღლე მთელი ზამთარი თქვენი მადლიერი იქნება

დაკონსერვებული "დედამთილის ენა" - მეუღლე მთელი ზამთარი თქვენი მადლიერი იქნება

გასული წლის ზამთარში იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ როგორ მომბეზრდა ბულგარული წიწაკის, ბადრიჯნის და კიტრის სტანდარტული, ზამთრისთვის გაკეთებული მოხუფული ქილების ცქერა და გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის ახალი ამოცანა დამესახა – ზაფხულში რაიმე განსაკუთრებული და საინტერესო რეცეპტი უნდა მომეფიქრებინა, რათა ზამთრისათვის სუფრაზე გემრიელი და განსხვავებული სალათი მქონოდა. და როგორ ფიქრობთ, გამოვიფა? რა თქმა უნდა გამოვიდა!

ამ შაბათ-კვირას უკვე ჩემი გამოგონებული აპეტაიზერის უკვე მეორე პორციის გაკეთებას ვაპირებ. მას სახელად “დედამთილის ენა” დავარქვი – კიტრის კაშკაშა რგოლები ბულგარულ წიწაკასთან – ნებისმიერ სუფრას დახატავს! კონსერვი სატანადოდ ხრაშუნა, ცხარე და სურნელოვანია. გახსნას ვერ ვასწრებ, რომ უკვე თავდება!

ინგრედიენტები

  • კიტრი – 1 კგ
  • ბულგარული წიწაკა – 2 ც.
  • ძმარი – 10 ს/კ 
  • ნიორი – 5 კბილი
  • ოხრახუში – 50 გ
  • კამა – 50 გ
  • შაქარი – 100 გ
  • მარილი – 50 გ
  • შავი წიწაკა (მარცვლები) – 6 ც.
  • დაფქული წითელი წიწაკა – 0.5 ს/კ.
  • წყალი – 500 მლ

მომზადება

1. კიტრი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში, მოაჭერით თავი და ბოლო და ბოსტნეულის საჭრელით თხელ ნაჭილებად დაჭერით.

დაკონსერვებული "დედამთილის ენა" - მეუღლე მთელი ზამთარი თქვენი მადლიერი იქნება

2. გაჭერით ბულგარული წიწაკა, მოაშორეთ თესლები და მოგრძო ზოლებად დაჭერით. თითო ზოლი კიტრის თხელ ანათალში წაგრაგნეთ.

დაკონსერვებული "დედამთილის ენა" - მეუღლე მთელი ზამთარი თქვენი მადლიერი იქნება

3. გაასტერილეთ ქილები და ფენებად ჩააწყეთ ოხრახუში, წიწაკის მარცვლები და ნივრის კბილები. კიტრის და წიწაკის წინასწარ გამზადებული რგოლები მჭიდროთ განათავსეთ ნივრის ფენის ზევიდან, რაც შეიძლება ერთმანეთთან ახლოს. წყალი ადურებამდე მიიყვანეთ და შემდეგ ქილებში გადაასხით. დააფარეთ თავსახური, გააჩერეთ 10 წუთი და შემდეგ წყალი გადაწურეთ.

დაკონსერვებული "დედამთილის ენა" - მეუღლე მთელი ზამთარი თქვენი მადლიერი იქნება

4. მარინადის მოსამზადებლად, გახსენით შაქარი, მარილი და წიტელი წიწაკა 500 მლ წლაში და დაამატეთ კამა. აადუღეთ და ქილებში გადაასხით – 2 ს/კ თითოეულ ქილაში. ქილები სტერილური თავსახურებით მოხუფეთ და ბოლომდე გაციება აცადეთ.

გემირელად მიირთვით და არ დაგავიწყდეთ, გააზიარეთ ეს სტატია, რათა საიტმა არსებობა განაგრძოს!

შეაფასეთ სტატია
დაკონსერვებული “დედამთილის ენა” – მეუღლე მთელი ზამთარი თქვენი მადლიერი იქნება
ენერგეტიკული სასმელის საზიანო თვისებები. ეს უნდა იცოდეთ!