კეფირი და კოჭა: წონის დაკლება მარტივად და უსაფრთხოდ…

კეფირი და კოჭა: წონის დაკლება მარტივად და უსაფრთხოდ...

ცხიმი სილამაზის, ჯანმრთელობის და ფსიქიური გაწონასწორების მთავარი მტერია. მტერთან საბრძოლველად საჭიროა ყველა ხელმისაწვდომი ხერხის გამოყენება.

ცხიმის წვის მხრივ კეფირზე დამზადებულმა სასმელებმა განსაკუთრებით კარგი შედეგები აჩვენა. რძის პროდუქტები თავისთავად კარგია საკვების მონელების პროცესისთვია, მაგრამ თუ მას რამოდენიმე ინგრედიენტს დავუმატებთ, სასმელის წონის დასაკლები ეფექტი გარანტირებულია!

კეფირი და კოჭა: წონის დაკლება მარტივად და უსაფრთხოდ...

ერთ-ერთი ასეთი ინგრედიენტია კოჭა. ამ ფესვის სასარგებლო თვისებებზე უკვე არაერთი სტატიაა დაწერილი. ამიტომ არის, რომ ეს ინგრედიენტი შედის გასახდომი საშუალებების უმეტესობის შემადგენლობაში.

კეფირი და კოჭა: წონის დაკლება მარტივად და უსაფრთხოდ...

კოჭას ფესვი წონის დასაკლებად

სახასიათო არომატი და მომწარო გემო კოჭას აქვს მის შემადგენლობაში მყოფი ეთერზეთების და სხვა ნივთიერებების წყალობით: ჯინჯეროლი, შოგაოლი და ზინგერონი. მათი წყალობით აქვს კოჭას ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ცხიმის მწველი თვისებები. ისინი არ აზიანებენ კუჭ-ნაწლავის ტარქტის მოტორიკას, ასტიმულირებენ კუჭის წვენის გამომუშავებას, ხელს უწყობენ სასარგებლო ნივთიერებების ათვისებას და ცხიმების დაშლას.

კეფირი და კოჭა: წონის დაკლება მარტივად და უსაფრთხოდ...

კოჭა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ საჭმლის მონელების პრობლემას და მეტეორიზმს. მისი ყველაზე საინტერესო თვისებაა გულის რევის შეგრძნების ჩახშობა ნაბაახუსევზე, ტოქსიკოზის დროს და რწევის დროს.

გთავაზობთ კეფირის და კოჭას ფესვის სასმელის 3 რეცეპტს. გამოიყენეთ ნებისმიერი მათგანი საკვების მიღებებს შორის და ვახშმის მაგივრად, თუ გინდათ რომ წონის კლების პროცესი ბევრად ეფექტურად წარიმართოს.

კეფირი და კოჭა: წონის დაკლება მარტივად და უსაფრთხოდ...

კეფირის და კოჭას ფესვის სასმელები

სასმელი № 1

აურიეთ ბლენდერში 1 ჩ.კ. გახეხილი კოჭას ფესვი, 200 მლ. კეფირი და 1 მწიკვი შავი პილპილი. შეგიძლიათ მიიღოთ საკვების მიღებამდე 15-20 წუთით ადრე ან საკვების მიღების შემდეგ 30 წუთში. ეს სასმელი იწვევს მადის დაკარგვას და აჩქარებს მეტაბოლიზმს.

სასმელი № 2

აურიეთ ბლენდერში 1 ჩ.კ. გახეხილი კოჭა, 200 მლ. კეფირი, ნახევარი ბანანი და 1 მწიკვი დაფქული დარიჩინი. მიირთვით ეს გემრიელი სმუზი შუადღეს.

სასმელი № 3

აურიეთ ბლენდერში 1 ჩ.კ. გახეხილი კოჭა, 20 მლ. კეფირი და 1 ჩ.კ. თაფლი. მიირთვით ძილის წინ, რათა ჩაახშოთ შიმშილის გრძნობა.

კეფირი და კოჭა: წონის დაკლება მარტივად და უსაფრთხოდ...

თუ თქვენ არ გაქვთ ცოცხალი კოჭა, გამოუყენეთ დაფქული. ამ შემთხვევაში მისი ოდენობა მცირდება 2-ჯერ.

ყურადღება! კოჭა ბოიოლოგიურად აქტიური ინგრედიენტია. მის გამოყენებამდე კარგად გამოიკვლიეთ ხომ არ გაქვთ ალერგია, კუჭის წყლული, გასტრიტი, კოლიტი, ღვიძლის ან შარდის ბუშტის დავადება.

კეფირი და კოჭა: წონის დაკლება მარტივად და უსაფრთხოდ...

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
კეფირი და კოჭა: წონის დაკლება მარტივად და უსაფრთხოდ…
ფრჩხილის სოკოს მტერი! მარტივი რეცეპტი, რომელიც ხანმოკლე დროში მოგიგვარებთ ამ პრობლემას.