Contents
ორცხობილა გლუტენის და კარაქის გარეშე
დაგჭირდებათ:
- 4 კვერცხის გული
- სახამებელი 120 გრ.
- რძის ფხვნილი 80 გრ.
- შაქარი 80 გრ.
მომზადების წესი:
- ჯამში ერთმანეთს გადაურიეთ 4 ცალი კვერცხის გული და შაქარი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ამის შემდეგ დაუმატეთ სახამებელი და მწიკვი მარილი.
- მოზილეთ ხელით ელასტიური ცომის მიღებამდე.
- ჯერ მიეცით ბურთის ფორმა, შემდეგ ძეხვის და დადეთ დაფაზე.
- გააცხელეთ ღუმელი 160 გრადუსზე. დააფინეთ საცხობი ქაღალდი.
- ოდნავ ნოტიო ხელებით დაიწყეთ 25 გრამიანი ბურთების გაკეთება. დააწყვეთ ქაღალდზე და ოდნავ დააწექით.
- შემდეგში სურვილის მიხედვით შეგიძლიათ უყოთ თხილი.
- შედგით ღუმელში. რბილი ტექსტურის მისაღებად 10 წუთიც საკმარისია, ხოლო ხრაშუნა ორცხობილის მისაღებად 13-15 წუთი.
ყოველთვის მეგონა, რომ გემრიელი კერძის მოსამზადებლად დიდი დრო და ენერგია იყო საჭირო. თუმცა როგორც ხედავთ სულ რაღაც 4 ინგრედიენტით ნახევარ საათში შესაძლებელია ნამდვილი სასაწულების მოხდენა.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.