მოამზადეთ ასკილის ჩირი სახლის პირობებში და შეხვდით ზამთარს სასარგებლო სასმელთან ერთად.

ასკილი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. ლეგენდაც კი არსებობს მასზე, რომ თითქოს ეს კენკრა აფროდიტეს ჰქონდა თავის ბაღში და ღვთაებრივი სილამაზის შესანარჩუნებლად სწორედ მას მიირთმევდა.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ასკილის მოსავლის აღების და მისი ჩირის დამზადების რამოდენიმე მეთოდს.

ასკილის ჩირი

მოამზადეთ ასკილის ჩირი სახლის პირობებში და შეხვდით ზამთარს სასარგებლო სასმელთან ერთად.

მოსავლის აღება და მომზადება გამოსაშრობად

კენკრის შეგროვება უნდა დაიწყოთ აგვისტოდან ყინვების დაწყებამდე. მოკრიფეთ მხოლოდ მწიფე კენკრა, რადგან ის ყველაზე მეტადაა მდიდარი სასარგებლო ნივთიერებებით.

მოსავლის ასაღებად აირჩიეთ მზიანი და მშრალი ამიდნი, რათა გასაშრობად ბევრად ნაკლები დრო დაგჭირდეთ.

მოამზადეთ ასკილის ჩირი სახლის პირობებში და შეხვდით ზამთარს სასარგებლო სასმელთან ერთად.

მწიფე და რბილი კენკრისგან მურაბის მომზადება შეგიძლიათ, ხოლო შედარებით უფრო მაგარი კენკრა დატოვეთ გასაშრობად. აარჩიეთ გაუფუჭებელი ნაყოფი.

ასკილისგან ჩირის გაკეთება მოკრეფისთანავე ჯობია დაიწყოთ, რათა არ გაგიფუჭდეთ და შეინარჩუნოს ყველა სასარგებლო თვისება.

მოამზადეთ ასკილის ჩირი სახლის პირობებში და შეხვდით ზამთარს სასარგებლო სასმელთან ერთად.

ჩირის მომზადებისას კენკრა არ გარეცხოთ, რომ არ გაგიფუჭდეთ და არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები. როგორც ზემოთ ავღნიშნე, დიდხანს გამოშრობის პროცესში კენკრა კარგავს სასარგებლო თვისებებს.

ასკილის ჩირის მოსამზადებლად 4 მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ, ესენია:

 

1. ჩირის მომზადება გაზქურის ღუმელში

ფორმაზე დააწყვეთ ერთ ფენად ასკილი და 8-10 საათით დატოვეთ გამოსაშრობად 45-50 ტემპერატურაზე. ტემპერატურის მომატეა შეგიძლიათ 60-70 გრადუსამდე. აუცილებელია პერიოდულად კენკრის გადატრიალება, რომ არ დაიწვას და ღუმელის კარის ოდნავ შეღება, რათა  სითხე აორთქლდეს. მომზადებამდე 1 საათით ადრე ტემპერატურა ისე 45-50 გრადსუზე უნდა დაიყვანოთ.

ყურადღება მიაქციეთ ფერს მზადების პროცესში. კენკრამ არ უნდა შეიცვალოს ფერი მკვეთრად სიმუქისკენ. მსგავს შემთხვევაში ტემპერატურას უნდა დაუწიოთ. კენკრა გაგრილებამდე უნდა დატოვოთ ღუმელში. ასე თავიდან აირიდებთ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას და ტენიანობის დონეს.

 

2. ჩირის მომზადება ელექტროღუმელში

ელექტროღუმელში ასკილს შედარებით ცოტა დრო ჭირდება მოსამზადებლად. ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ზედმეტად არ გამოშრეს და არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები.

40 გრადუსადმდე გაახურეთ ღუმელი და 3-4 საათით დატოვეთ ასკილი გამოსაშრობად. პროცესის შუაში ტემპერატურა 60 გრადუსამდე აწიეთ და პროცედურის დასრულებამდე ერთი საათით ადრე ისევ 40 გრადუსზე ჩამოიყვანეთ. ღუმელს როცა გამორთავთ, გაგრილებამდე კენკრა შიგნით დატოვეთ.

 

3. ჩირის მომზადება ჩირის აპარატში

ჩირის აპარატი ყველაზე კარგია ამ შემთხვევაში, რადგან ასე კენკრა ინარჩუნებს ყველა სასარგებლო ვიტამინს. დააწყვეთ ერთ ფენად, დააყენეთ საჭირო ტემპერატურაზე და დაელოდეთ. ამ სემთხვევაში მომზადების დრო იზრდება.

 

4. ჰაერზე გახმობა

თუ თავისუფალი ადგილი გაქვთ, ყველა მეთოდს ეს ჯობია. ასე ყველაზე მეტ სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს.

დააწყეთ გადარჩეული კენკრა ლანგარზე ან ქაღალდზე. უნდა დადოთ კარგად განიავებად ადგილზე, თუმცა არა პირდაპირი მზის სხივების ქვეშ.

დრო და დრო კენკრა უნდა გადაატრიალოთ, რომ სათანადოდ გამოშრეს ყველა მხრიდან. დღე გარეთ უნდა გქონდეთ, ღამე კი სახლში. ასეთ შემთხვევაში 1-2 კვირა დაგჭირდებათ.

მოამზადეთ ასკილის ჩირი სახლის პირობებში და შეხვდით ზამთარს სასარგებლო სასმელთან ერთად.

ასკილის შენახვა

უკვე გამზადებული და გამომშრალი ასკილის ჩირი შეინახეთ ნაჭრის ტომარაში ან შუშის ქილაში. ქილას აუცილებლად მარლა უნდა დააფაროთ და დადოთ ბნელ და მშრალ ადგილზე.

ამ რჩევების გათვალისწინებით თქვენ მთელი ზამთრის მანძილზე გექნებათ სასარგებლო სასმელი, რომელიც დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე.

 

შეაფასეთ სტატია
მოამზადეთ ასკილის ჩირი სახლის პირობებში და შეხვდით ზამთარს სასარგებლო სასმელთან ერთად.
ყურადღება! ყალბი კრევეტები!