8 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი კბილებიდან კარიესისა და ხვრელების მოსაშორებლად.

8 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი კბილებიდან კარიესისა და ხვრელების მოსაშორებლად.

აუცილებელია კბილების მოვლა, რათა თავიდან ავიცილოთ კარიესისა და ღრმულების წარმოქმნა. თუ არ გიყვართ ან არ გაქვთ დრო სტომატოლოგთან ვიზიტისთვის, მაშინ თავადვე შეგიძლიათ მარტივი და ბუნებრივი მეთოდებით ხელი შეუწყოთ თქვენი კბილების სიჯანსაღეს.

1. შეცვალეთ კვების რეჟიმი.

8 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი კბილებიდან კარიესისა და ხვრელების მოსაშორებლად.

სწორი კვება კარგად აისახება როგორც კბილებზე ასევე მთელს თქვენს ორგანიზმზე. ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად. განსაკუთრებით მავნეა დიდი რაოდენობით ტკბილეული, რომელიც შთანთქავს კალციუმს და ხელს უწყობს კარიესის გაჩენას.

მიიღეთ რაც შეიძლება მეტი კალციუმის შემცველი პროდუქტები, რადგან ის ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების გამაგრებას და გაჯანსაღებას. ეცადეთ მიიღოთ რაც შეძლება ნაკლები შაქარი. ასევე ძალიან კარგია ბევრი წყლის მიღება.

2. დაღეჭეთ საღეჭი რეზინი, ოღონდ შაქრის გარეშე.

უშაქრო საღეჭ რეზინში დამატკბობელად გამოიყენება ხილიტონი, რომელიც არ იწვევს პირის ღრუში ბაქტერიების ზრდას. უშაქრო საღეჭმა რეზინმა შეიძლება დაიცვას კიდეც თქვენი კბილები.

3. რეგულარულად ცვალეთ და გაწმინდეთ კბილის ჯაგრისი.

8 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი კბილებიდან კარიესისა და ხვრელების მოსაშორებლად.

ეცადეთ აირჩიოთ საშუალო სიმაგრის კბილის ჯაგრისი. ის კარგად აღწევს ისეთ ადგილებში, სადაც გროვდება საკვების ნარჩენები. ხშირად გაწმინდეთ, ჩადეთ ის წყალში, რადგან მასზე გროვდება ბევრი ბაქტერია. კბილის ჯაგრისი თვეში ერთხელ უნდა გამოიცვალოს.

4. დაიცავით კბილის მოვლის წესი

8 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი კბილებიდან კარიესისა და ხვრელების მოსაშორებლად.

კბილის მოვლა მხოლოდ კბილის გახეხვით არ შემოიფარგლება. თან ძირითადად ვჩქარობთ, არადა საჭიროა გარკვეული პროცედურების ჩატარება რათა კბილი სწორად და ხარისხიანად გავისუფთავოთ. დილითაც და საღამოსაც კბილები უნდა გაიხეხოთ 2 წუთის განმავლობაში. ასევე უნდა გაისუფთავოთ მთელი პირის ღრუ. ჯაგრისი მაინც ვერ აღწევს ბოლომდე, ამიტომ დაგჭირებათ კბილის ძაფის გამოყენება რომ კბილებს შორის არ დარჩეს საკვების ნარჩენები. კვირაში რამოდენიმეჯერ გამოიყენეთ კბილის სპეციალური სავლები სითხე.

5. რეგულარული წმენდა

8 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი კბილებიდან კარიესისა და ხვრელების მოსაშორებლად.

წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გაიწმინდოთ კბილები სტომატოლოგთან, მითუმეტეს თუ მწვეველი ხართ. გვინდა თუ არ გვინდა, მიუხედავად რეგულარული კბილის ხეხვისა, მაინც საჭიროა ეს პროცედურა.

6. აუცილებლად შეიტანეთ კვების რაციონში დანამატები და ვიტამინები

8 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი კბილებიდან კარიესისა და ხვრელების მოსაშორებლად.

უნდა მიიღოთ ცელულოზით მდიდარი საკვები: ბოსტნეული, ხილი და თხილი. ასევე ძალიან სასარგებლოა ბანანი, ვაშლი და ბარდა. B ვიტამინსა და რკინას მიიღებთ მარცვლეულიდან. D ვიტამინის მისაღებად მიირთვით ზღვის პროდუქტები:  ორაგული, ქაშაყი და დაკონსერვებული თინუსი.

7. გამოივლეთ ქოქოსის ზეთი პირის ღრუში.

8 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი კბილებიდან კარიესისა და ხვრელების მოსაშორებლად.

ქოქოსის ზეთი ძალიან კარგი ბუნებრივი საშუალებაა კბილების დასაცავად და ბაქტერიების გამოსადევნად. უნდა გამოივლოთ 1 ჩ.კ. და გაიჩეროთ პირში 20 წუთი. ეს მეთოდი კარგია ხვრელების გაჩენისგან თავის ასარიდებლად.

 

8. თავად მოამზადეთ კბილის პასტა

საჭირო ინრედიენტები:

– 4 ს.კ. კალციუმის ფხვნილი

– 1 ს.კ. სტევია

– 1 ს.კ. ზღვის მარილი

– 2 ს.კ. საცხობი სოდა

– 1/4 ჭიქა ქოქოსის ზეთი

მოათავსეთ ჭურჭელში ყველა ინგრედიენტი და კარგად აურიეთ. უნდა გამოიყენოთ კბილის პასტის ნაცვლად. ამ მარტივი რეცეპტის წყალობით დაიცავთ თქვენს კბილებს კარიესისა და ხვრელების გაჩენისგან.

ყურადღება ! არ გამოიყენოთ ეს ნარევი ზედიზედ 30 დღეზე მეტჯერ, რადგან მას აქვს აბრაზიული სტრუქტურა და არ შეიცავს ფტორს.

წარმატებას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია
8 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი კბილებიდან კარიესისა და ხვრელების მოსაშორებლად.
ქათმის ღვიძლი – გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი დაავადებებთან საბრძოლველად