სოდის გამოყენების რამოდენიმე უჩვეულო მეთოდი, რომელიც უნდა იცოდეთ…

რა არის სოდა?

იტვირთება

ნატრიუმის ბიკარბონატი – ნახშირმჟავას და ნატრიუმის მჟავე მარილი ფხვნილის სახით.
საკვები სოდა მჟავებთან ქიმიურ რეაქციაში შედის, ნახშიროჟანგად და წყლად იშლება. ამას თვალნათლივ აჩვენებს ყველასთვის ნაცნობი მეთოდი – ძმრით ან ლიმონის წვენით სოდის ჩახშობა. სოდა ანეიტრალებს  ჭარბ მჟავას.
ის ხშირად გამოიყენება კულინარიაში , ასევე სარეცხ და სუნის გამანეიტრალებელ საშუალებებში.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ 10 უჩვეულო, ეფექტურ და საჭირო მეთოდს, რაშიც წარმატებით გამოიყენებთ სოდას.

  1. კბილების გათეთრება

სოდის და წყალბადის ზეჟანგის ნარევით შეგიძლიათ დაამზადოთ  კბილის მათეთრებელი პასტა. ექიმები ამ საშუალების რეგულარულად გამოყენებას არ გირჩევენ – ძლიერი აბრაზიული ზემოქმედებით შეიძლება კბილის მინანქარი დააზიანოთ. თუმცა არაჩევულებრივ შედეგს მიიღებთ რამოდენიმე გამოყენების შემდეგ და მისი ხშირი გამოყენება ისედაც არ გახდება საჭირო.

  1. თმის მოცულობის გაზრდა

ხშირი დავარცხნისა და უხვი კოსმეტიკური საშუალებებისგან დაღლილი თმა უფრო მოცულობითი ხდება, თუკი ჩვეულებრივ შამპუნში გადაურევთ ცოტა სოდას და ასე ჩამოიბანთ თმას.  დაბანის დროს საშუალება უფრო კარგად ქაფდება.
დაიმახსოვრეთ, რომ სოდა ხელს უწყობს თმიდან ჭუჭყის საგულდაგულოდ მოშორებას, ამიტომ შეღებილ თმაზე შესაძლოა გამოიწვიოს ფერის ჩამორეცხვა.

3. როცა მგზავრობისას გაქვთ გულისრევისა და თავბრუსხვევის შეგრძნება

ექიმები ამ საშუალების ხშირად გამოყენებას არ გვირჩევენ, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის ლორწოვანი ტრაქტის გამოშრობა. თუმცა თუკი არ გაქვთ ხელთ სპეციალური საშუალება მგზავრობისას უსიამოვნო შეგრძნების მოსაშორებლად, შეგიძლიათ სუსტი სოდის ხსნარი დალიოთ.

  1. მოაშორეთ ხალიჩას ჩამჯდარი ჭუჭყი

თუ ღებინება მოხდა არასწორ ადგილზე (დივანი, ლოგინი, ხალიჩა), ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ ამ ყოველივეს მოსუფთავება საკმაოდ უსიამოვნოა. სოდა დაგეხმარებათ, რომ მოაშოროთ ჭუჭყი და სუნი ერთად. დაჭუჭყიანებულ ზედაპირს მოაყარეთ სოდა, სულ ცოტა ხანში ჭუჭყი გოროხად გარდაიქმნება და შეგიძლიათ მშვიდად მოხვეტოთ ან აიღოთ მტვერსასრუტით.

✓ Carpet stain Images, Pictures and Free Stock Photos

  1. გენერალური დალაგება

სოდით შეგიძლიათ ნაკლებად გაჭუჭყიანებული ხალიჩა გაწმინდოთ. მოაყარეთ და დატოვეთ 15 წუთით, შემდეგ მტვერსაასრუტით აიღეთ. თუ შინაური ცხოველი გყავთ, მაშინ სოდას დაუმატეთ დარიჩინი – სუნს გააქრობს ბევრად ეფექტურად.

  1. თუ უსიამოვნო სუნის გაქრობა გსურთ

თუ თქვენმა პატარამ ლოგინში ჩაიფსა, არ ინერვიულოთ. სოდა მარტივად ამოიყვანს სუნს და ლაქასაც, რადგან ის ძალიან კარგად იწოვს ტენს და აქრობს სუნს. მოაყარეთ სოდა და გააჩერეთ 2 საათი, შემდეგ აიღეთ მტვერსასრუტით. ბოლოს კი ლეიბი წყალში გაზავებული ძმრით ოდნავ დანამეთ.

იტვირთება
  1. დაბინძურებული საქშენის გაწმენდა

სოდა შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯაკუზის დაბინძურებული საქშენების გასაწმენდად.აავსეთ ჯაკუზი წყლით, დაუმატეთ 1–2 ჭიქა სოდა და ჩართეთ10-15 წუთით. ჩარეცხეთ წყალი და კიდევ ერთხელ აავსეთ, ოღონდ სუფთა წყლით.

8. მშრალი შამპუნი ძაღლისთვის

სოდისგან შეგიძლიათ შესანიშნავი მშრალი შამპუნი გააკეთოთ ძაღლისთვის. აუღიეთ ერთმანეთში 1 ს.კ. სიმინდის სახამებელი, 1 ჭიქა სოდა და რამდენიმე წვეთი ეთერზეთი (სასიამოვნო სურნელისთვის) და აურიეთ. მიღებული პუდრა დააყარეთ ცხოველის ბეწვს დააყარეთ და გააჩერეთ 5 წუთით, შემდეგ კი სპეციალური ჯაგრისით კარგად მოაშორეთ.

9. არომატიზატორი

მაცივრიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად, დადეთ შიგნით სოდით სავსე თეფში.

თუ ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნის მოშორება გსურთ – ნახევარ ჭიქა სოდას დაუმატეთ სახამებელი და რამოდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი. მიღებული ნარევი გამოკარით ნაჭერში და ჩადეთ ფეხსაცმელში, გააჩერეთ რამოდენიმე საათი.

სახლში სასიამოვნო სუნის დასაყენებლად – პატარა ქილაში  ჩაასხით ცოტაოდენი წყალი, თეთრეულის კონდიციონერი და დაუმატეთ 1 ჩ.კ სოდა. ქილის თავსახური გახვრიტეთ რამოდენიმე ადგილზე და ასე დადეთ ოთახში.

10. სადეზინფექციო საშუალება

5 Uses for Your Old Toothbrush

სოდა შეგიძლიათ კბილის ჯაგრისის, სავარცხლის და სხვა ჰიგიენის საშუალებების სადეზინფექციოდ გამოიყენოთ.
1 ს.კ. სოდა გახსენით 0.5 ლ. ცხელ წყალში და მოათავსეთ შიგნით  ის ნივთი რომლის დეზინფექციაც გსურთ. რამოდენიმე წუთში

თუ ნახევარ ჭიქა სოდას დაუმატებთ სარეცხ ფხვნილს – თეთრეულს, პირსახოცს, ქვედა საცვლებს და ა.შ. უკეთ გარეცხავთ.

  1. ხალიჩის საწმენდი საშუალება

4 დაფნის ფოთოლი

2 ჭიქა საკვები სოდა

½ ჭიქა სიმინდის ბურღული

1 ს.კ. მიხაკი ან დარიჩინი (შეგიძლიათ არ გამოიყენოთ)

ინგრედიენტები მოათავსეთ ქილაში, კარგად გადაურიეთ ერთმანეთს და დაახურეთ თავსახური.
ნარევი მოაყარეთ ხალიჩას და რამდენიმე საათით გააჩერეთ.
სოდა აშორებს მტვერს და ჭუჭყს. დაფნის ფოთოლს და მიხაკს კი აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება სასიამოვნო სუნთან ერთად.
ამ ნარევით შეგიძლიათ დივანი, სავარძელი ან შინაური ცხოველის საწოლი დაამუშავოთ.

 

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
სოდის გამოყენების რამოდენიმე უჩვეულო მეთოდი, რომელიც უნდა იცოდეთ…
Эффективная диета по группе крови для похудения: таблица продуктов питания, примерное меню для каждой группы крови и рекомендации диетологов | QuLady
იცოდით, რომ სისხლის თითოეულ ჯგუფს სპეციალური დიეტა ესაჭიროება? შეგიძლიათ ძალიან მარტივად გახდეთ, თუ გაითვალისწინებთ…