როგორ ვებრძოლოთ შიმშილის გრძნობას

როგორ ვებრძოლოთ შიმშილის გრძნობას

ბევრ ჩვენგანს რატომ უნდება ყოველ წამს საკვების მიღება? თითქოს წახემსებაც საკმარისია შიმშილის გრძნობის მოსაცილებლად, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივია. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით შემაწუხებელია დიეტაზე მყოფთათვის.

რატომ გვინდება მუდმივად საკვების მიღება

როგორ ვებრძოლოთ შიმშილის გრძნობას

თუ თქვენ გტანჯავთ მუდმივი შიმშილის შეგრძნება, ნუ იჩქარებთ სუფრის გაშლას მითუმეტეს მაშინ, თუ გახდომა გაქვთ გადაწყვეტილი. მართალია შეგვიძლია მოვითმინოთ, მაგრამ რატომ უნდა ვიწვალოთ როცა არსებობს ბევრად მარტივი მეთოდი.

როგორ ვებრძოლოთ შიმშილის გრძნობას

სტრესი

სტრესის დროს განსაკუთრებით იმატებს შიმშილის გრძნობა, რადგან ამ დროს სულ გვინდა რაიმე ვღეჭოთ. ამ შემთხვევაში იდეალური იქნებოდა ცხოვრებიდან სირთულეების მოცილება, მაგრამ ამას საკმაოდ დიდი დრო დაჭირდება. თუმცა არსებობს სხვა მეთოდიც.

როგორ ვებრძოლოთ შიმშილის გრძნობას

საკვების ჩანაცვლება შეგიძლიათ რაიმე სასიამოვნოთი: ჰობი, კინოთეატრში წასვლა, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა. საჭიროა პრობლემისგან სხვა საკითხებზე გადასვლა და შიმშილის გრძნობაც გაქრება.

როგორ ვებრძოლოთ შიმშილის გრძნობას

სწრაფი ნახშირწყლები

ორგანიზმს მუშაობისთვის საწვავი ჭირდება და ეს საკვებია. თუმცა ყველა მათგანი არ გამოდგება ამ მიზნისთვის. მაგალითად ტკბილეული, რომელიც წარმოადგენს სწრაფ ნახშირწყლებს და მალევე აგავსებთ ენერგიით. მიუხედავად ამისა ტკბილეული ვერ კვებავს თქვენს ორგანიზმს დიდი ხნით. ეცადეთ ყურადღება დაუთმოთ სრულყოფილ კვებით რაციონს.

როგორ ვებრძოლოთ შიმშილის გრძნობას

სიჩქარე

საკვების მიღების დროს სიჩქარე არ არის კარგი. ორგანიზმი ვერ ხვდება, რომ დანაყრდით და ამიტომ ითხოვს უფრო მეტი საკვების მიღებას, რაც შემდგომ იწვევს პრობლემებს. ეცადეთ მიირთვათ ნელა და აუჩქარებლად.

როგორ ვებრძოლოთ შიმშილის გრძნობას

ქრონიკული უძილობა

კვება და ძილი დაკავშირებული არიან ერთმანეთთან.ყველასთვის ცნობილია, რომ არ ღირს ძილის წინ ჭამა ისევე, როგორც მშიერი კუჭით დაძინება. ეცადეთ მიირთვათ მსუბუქად თუნდაც მხოლოდ იოგურტი და თვალყური ადევნოთ თქვენს კვების რეჟიმს.

როგორ ვებრძოლოთ შიმშილის გრძნობას

წყურვილი

თქვენ გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოგჯერ პრობლემა წყლის მიღების რეჟიმს უკავშირდება. თუ თქვენ არც ისე დიდი ხნის წინ საკმაოდ ნოყიერად მიირთვით, მაგრამ თითქოს მაინც არ გეყოთ ეს საკვები, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი. შიმშილის გრძნობა ისე გაქრება, თითქოს არც ყოფილა.

როგორ ვებრძოლოთ შიმშილის გრძნობას

მადის აღმძვრელი პროდუქტები

ვაშლის ან ფოთოხლის მომატებულ მჟავიანობას შეუძლია მადის გაღვიძება. თუმცა მათ გადაუსწრო თავისი მოქმედებით ალკოჰოლმა. თუ თვენი მიზანი მადის დაქვეითებაა, მაშინ უნდა მიირთვათ თხილეული და დალიოთ ჩაი.

როგორ ვებრძოლოთ შიმშილის გრძნობას

ცილების და ცხიმების ნაკლებობა

რაც არუნდა უცნაური იყოს, შესაძლებელია მიიღოთ საკვები, მაგრამ მაინს ვერ ღებულობდეთ საჭირო საკვებ ნივთიერებებს. ჩვენი ორგანიზმი საკმაოდ კარგად ნაყრდება ცილებით, რომელიც არ გარდაიქმნება ცხიმად. ეს არის ხორცი, იოგურტი და კვერცხი. აი ცხიმები კი სხვადასხვა არის და ამიტომ სიფრთხილის გამოჩენააა საჭირო მათი მიღებისას. ცხიმებს შეუძლიათ გამოიწვიონ საკმაოდ სერიოზული პრობლემები და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

აკონტროლეთ საკუთარი რაციონი. ნუ ამოიღებთ მოხმარებიდან თევზს, ხორცს და თხილეულს.

როგორ ვებრძოლოთ შიმშილის გრძნობას

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
როგორ ვებრძოლოთ შიმშილის გრძნობას
საჭრელი ხის დაფის სწორად გაწმენდის მეთოდი