ალბათ გაინტერესებთ როდის სჯობს ხახვის დარგვა, რომ მიიღოთ უხვი და კარგი მოსავალი.
დღეს ჩვენ გიამბობთ თუ როდის დარგოთ ხახვი გაზაფხულზე, რომ შედეგმა სასურველ მოლოდინს გადააჭარბოს…
როდის დავრგოთ ხახვი გაზაფხულზე?
განსაკუთრებით ეშინიათ დამწყებ მეაგარაკეებს, რომ ხახვი ნაადრევად არ დარგონ. მართალია ხახვს მსუბუქი ყინვების არ ეშინია, მაგრამ სიცივეში შენახვა და დარგვა მაინც არასასურველია. საქმე იმაშია, რომ დაბალი ტემპერატურა ბოლქვების სწრაფად ამოყრას იწვევს. სწორედ ეს უშლის ხელს ხახვს სრულად ფორმირებაში.
როგორ განვსაზღვროთ ოპტიმალური დრო დასარგავად?
თუ საშუალო დღიური მაჩვენებელი +8 გრადუსია, შეგიძლიათ ხახვი თამამად დარგოთ. თუმცა მაინც გადახედეთ ამინდის პროგნოზს, რადგან თუ ყინვებია მოსალოდნელი, დარგვა უფრო თბილი პერიოდისთვის გადადოთ.
ხახვას ძალიან უყვარს გაზაფხულის ტენიანი ნიადაგი. თუმცა ჭარბი ტენიანობაც არაა საჭირო – ამიტომ წვიმიან ამინდში თავი შეიკავეთ მისი დარგვისგან. ხახვუს დასარგავად ყველაზე კარგი თვე კი მაისია.
უფრო მეტად მიაქციეთ ყურადღება საკუთარ რეგიონში არსებულ კლიმატურ პირობებს. ასევე გაითვალისწინეთ ნიშნები, რომელსაც ჩვენი წინაპრები აქცევდნენ ყურადღებას. მაგალიტად ბებია ენდობოდა ბუნების ხმას…
ნიშნები
1. შეგიძლიათ დარგოთ ხახვი, როცა ბაყაყების პირველ ყიყინს გაიგონებთ.
2. ადრე ხახვს რგავდნენ მაშინ, როცა პირველი არყის ფოთლები გაიშლებოდა.
3. ხახვს დიდი მარხვიდან 4-5 კვირის შემდეგ რგავდნენ.
4. ბებია კი ყველაზე ხშირად ყვავილებით ხელმძღვანელობდა. როგორც კი პირველი ტიტები და ნარგიზები აყვავილდება, შეგიძლიათ თამამად დარგოთ ხახვი.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს და ახლობლებს.