ყველის შენახვის წესები ყოველთვის დიდ დაინტერესებას იწვევს, რადგან შენახვის პირობებზეა დამოკიდებული, როგორი გემო და სასაქონლო სახე ექნება ყველს.
ყიდვისას ყველი შეიძლება ძალიან გემრიელი მოგეჩვენათ, მაგრამ 1-2 კვირის შემდეგ მას სულ სხვა, უსიამოვნო გემო შეიძინოს, ამიტომ ყველმა ხარისხი რომ არ დაკარგოს, შენახვის გარემო პირობებს დიდი მნიშნველობა აქვს.
გთავაზობთ ყველის შესანახი წათხის ერთ-ერთ რეცეპტს, რომელიც ერთ-ერთმა მკითხველმა მოგვწერა:
4 ლიტრ ანადუღარ ცივ წყალში გახსენით 1კგ მარილი;
დაამატეთ ერთი ჭიქა _ 200 გრამი შაქარი;
პატარა ნატეხი თეთრი შაბი;
კარგად მოურიეთ, რომ მარილი, შაქარი და შაბი წყალში გაიხსნას;
რომ დავრწმუნდეთ გაჯერებულია თუ არა წყალი მარილით, მარილწყალში ჩააგდეთ კვერცხი, თუ ამოტივტივდება, ესეიგი თქვენს მიერ მომზადებულ წათხსმარილი ზომიერად აქვს და შეგიძლიათ ხსნარში, რომელიც უკვე გაციებულია ოთახის ტემპერატურამდე, ყველი ჩააწყოთ.
ასეთი მეთოდით მომზადებულ წათხშიყველი ერთი წელიწადი ინახება.