ამ საშუალების დახმარებით თქვენ ნამდვილად ტკბილად დაგეძინებათ

რისთვისაა სასარგებლო მოხარშული ბანანი დარიჩინით? (+ რეცეპტი)

რისთვისაა სასარგებლო მოხარშული ბანანი დარიჩინით? (+ რეცეპტი)

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, მუდმივი დაღლილობა ეს ნამდვილად არ იქნება თქვენთვის უცხო თუ უძილობა გაწუხებთ. უძილობას საკმაოდ ბევრი გამომწვევი მიზეზები გააჩნია მაგ: ჭარბი ალკოჰოლის მოხმარება, ჭარბი ყავის და ძლიერი ჩაის მოხმარება, ნერვული აშლილობა, შფოთვა და სტრესი, ეს ის მცირე ჩამონათვალია რაც ძირითადად იწვევს უძილობას.

აფთიაქს რომ ეწვიოთ მრავლად შემოგთავაზებენ საძილე საშუალებებს, რომლებიც გარკვეულ შემთხვევაში შედეგიანიცაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მათი უკუჩვენებები მუცლის ტკივილი, მეხსიერების პრობლემები, კონცენტრაციის უნარის დარღვევა, დაღლილობა და ა.შ

ამ სტატიაში გასწავლიტ ბებიაჩემის რეცეპტს, რომელიც ღრმა სიბერეშიც კი მოიხმარდა, ეს გახლავთ ბანანი დარიჩინით, რომლის მიღების შემდეგაც მას მუდამ ბავშვივით ეძინა.

მოგეხსენებათ ბანანი დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს და მაგნიუმს, მაგრამ იცოდით ბანანის ქერქში გაცილებით უფრო დიდი რაოდენობით შედის ეს აწ აღნიშნული ვიდრე მის შიგთავსში? ამიტომაცაა ბანანის ქერქი და ზოგადად ბანანი არაჩვეულებრივი კუნთებისა და ორგანიზმისა რელაქსაციისთვის.

სისხლში შაქრის დონის ნორმალიზაცია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველასთვი ცნობილი ფაქტია და ამას არაჩვეულებრივად აკეთებს დარიჩინი, ამიტომაც როცა სისხლში შაქრის დონე დაბალანსებულია ეს გახლავთ წინაპირობა იმისა, რომ ჰორმონებიც შესაბამისად ფუნქციონირებს რაც თავისთავად სიმშვიდესა და მოდუნებას გგვრით. მედიცინაშკი დამტკიცებული ფაქტია, როდესაც საქრის დონე მომატებულია ორგანიზმში ამ დროს ენერგიის მომატება ღამით ხდება ხოლმე და დღისით კი უენერგიობას განიცდის.

ინგრედიენტები და მოხმარების წესი

  • 200 მლ წყალი
  • ერთი ბანანი
  • ცოტა დარიჩინიდარიჩინი - ბორჯომი - გასტრონომია

აიღეთ მითითებული ოდენობის წყალი, აადუღეთ და ში ჩააგდეთ კარგად გარეცხილი დაბოლოოებ დაჭრილი ბანანი, რომელსაც წყალში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გააჩერებთ. გემოვნებისა და ნაყენის უკეთ ფუნქციონირებისთვის დაამატეთ ცოტაოდენი დარიჩინი და სასწაულმოქმედი ნაყენიც მზადაა.

 

გისურვებთ ტკბილ ძილს!

შეაფასეთ სტატია
ამ საშუალების დახმარებით თქვენ ნამდვილად ტკბილად დაგეძინებათ
Куриная грудка, фаршированная сыром - пошаговый рецепт с фото на Готовим дома
ქათმის მკერდი ყველით – ის ყოველთვის არის ჩემს სადღესასწაულო სუფრაზე…