საკვები სოდა კულინარიაში: ორიგინალური ხრიკები

საკვები სოდა კულინარიაში: ორიგინალური ხრიკები

სოდა უნივერსალური პროდუქტია. მისი გამოყენების უამრავი მეთოდი არსებობს და გვინდა გაგიზიაროთ რამოდენიმე ორიგინალური ხრიკი.

საკვები სოდა კულინარიაში: ორიგინალური ხრიკები

სოდა კულინარიაში: გამოყენების 4 უჩვეულო მეთოდი

1. როგორ მოვამზადოთ ვაშლის მურაბა

ვაშლის მურაბა უგემრიელესია და მისი მომზადება საჭიროა სოდასთან ერთად. მისი მომზადება ძალიან მარტივია. გარეცხეთ, გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად 1 კგ. ვაშლი. გახსენით 1 ს.კ. სოდა 1 ლიტრ ცივ წყალში. მიღებულ ხსანრში მოათავსეთ ვაშლის ნაჭრები და დააფარეთ თეფში. დატოვეთ მთელი ღამით. დილით გადააქციეთ სოდიანი წყალი და კარგად გარეცხეთ ხილი გამდინარე წყალში. ვაშლი მზადაა მოსამზადებლად!

საკვები სოდა კულინარიაში: ორიგინალური ხრიკები
სქელი ძირის მქონე ქვაბში ჩაასხით 300 მლ. წყალი და ჩაყარეთ 1 კგ. შაქარი. დადგით ცეცხლზე და დაელოდეთ შაქრის სრულ გადნობას. ამის შემდეგ ჩააწყვეთ ქვაბში ვაშლის ნაჭრები და გააჩერეთ ცეცხლზე 20-25 წუთი, პერიოდულად მოურიეთ. ამის შემდეგ დაამატეთ 0,5 ჩ.კ. ლიმონის მჟავა. მოურიეთ და გადადგით ცეცხლიდან. გადაიტანეთ მურაბა გასტერილებულ მშრალ ქილებში და კარგად მოხუფეთ.

საკვები სოდა კულინარიაში: ორიგინალური ხრიკები

2. როგორ არ უნდა დაუშვათ რძის აჭრა

თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ რძის სიახლეში, ადუღებამდე დაუმატეთ ცოტაოდენი სოდა. ერთი მწიკვი საკმარისი იქნება 500 მლ. პროდუქტზე. ამ დანამატით რძე ნამდვილად არ აგეჭრებათ. შემოწმებულია!

საკვები სოდა კულინარიაში: ორიგინალური ხრიკები

3. როგორ მოვამზადოთ ქათმის კუჭი სოუსში

ქათმის კუჭების დასარბილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი სოდაც. მოშუშეთ ხახვი და დაუმატეთ კუჭები, როცა ზირითადი პროდუქტი ფერს შეიცვლის, დაუმატეთ სოდა (1/4 ჩ.კ. საკმარისია 500 გრ. პროდუქტზე). ამის შემდეგ დაუმატეთ სასურველი სანელებლები. მოთუშეთ ნელ ცეცხლზე თავდახურულ ჭურჭელში.

საკვები სოდა კულინარიაში: ორიგინალური ხრიკები

4. როგორ მოვაშოროთ საჭრელ დაფას უსიამოვნო სუნი

ხის საჭრელი დაფა ხშირად იღებს სუნს და მისი მოცილება არც ისე მარტივია. თუმცა სოდა ამ პრობლემასაც ეფექტურად უმკლავდება. დაასველეთ ჭურჭლის ღრუბელი და დააყარეთ ცოტაოდენი სოდა. კარგად გახეხეთ საჭრელი დაფა და შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ.

საკვები სოდა კულინარიაში: ორიგინალური ხრიკები
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
საკვები სოდა კულინარიაში: ორიგინალური ხრიკები
წიწაკის მურაბა – უგემრიელესი საკმაზი ნებისმიერი კერძისთვის