აიურვედის ფხვნილი

აიურვედის ფხვნილი

ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ამბობდა, რომ საკვები წამალია. გემრიელ და სასარგებლო საუზმეს თქვენი დღის გადარჩენა შეუძლია და შეიძლება სიცოცხლისაც. დღეს უკვე დაავადებების ნახევარზე მეტი არასწორი კვებისგანაა გამოწვეული და აი რატომ ხდება კვება აიურვერდის მიხედვით ასეთი პოპულარული. ალბათ თქვენ არა ერთხელ გსმენიათ ამ უძველესი ინდური ხალხური მედიცინის შესახებ. აიურვერდის მთავარი პრინციპი არის, გემოს და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების ერთიანობა.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ სანელებელთა სამკურნალო ნაკრებს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მის თაყვანისმცემლებს შორის. სანელებელთა ფხვნილის რეცეპტს, რომელსაც ჩვენ ძირითადად ცალკ-ცალკე ვამატებთ, უკვე 1000 წელი შეუსრულდა! მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომატეობს, რომ ის ხელს უწყობს წონის დაკლებას.

ფხვნილი წონის დასაკლებად

აიურვედის ფხვნილი

არსებობს უამრავი აიურვერდის ფხვნილი: ორგანიზმის გასაწმენდად, კბილების ჯანმრთელობისთვის, თმის გასამკვრივებლად და რაღა თქმა უნდა გასახდომად. გასახდომი ფხვნილის მოქმედება გამოიხატება მეტაბოლიზმის დაჩქარებაში ნატურალური აქტიური კომპონენტების დახმარებით.

აიურვედის ფხვნილი

რაღა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ უკვე გამზადებული ფხვნილი მაღაზიებში. თუმცა საწარმოში დამზადებული საშუალებები ხშირად შეიცავენ ბევრ არასასურველ დანამატს და თან არაეფექტურიც შეიძლება იყოს.

გასახდომი აიურვერდის ფხვნილის რეცეპტი

აიურვედის ფხვნილი

დაგჭირდებათ:

50 გრ. კვლიავის თესლი

25 გრ. სელის თესლი

25 გრ. კამის თესლი

20 გრ. კარის ფოთოლი

0,5 ჩ.კ. კურკუმა

0,25 ჩ.კ. შავი მარილი

0,5 ჩ.კ. ასაფოეტიდა

1 ჩ.კ. ტერმინალია

ყველა თესლი გააცხელეთ მშრალ ტაფაზე, მაგრამ არ დაწვათ – მომატებული ტემპერატურა ეთერზეთებს უფრო აქტიურს გახდის. ამის შემდეგ გადაიატნეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში ან ყავის საფქვავში და აქციეთ ფხვნილად.

აიურვედის ფხვნილი

სელის თესლი კუჭის კედლებზე მოქმედებს როგორც სკრაბი, კვლიავი არ უშვებს წყალს რომ დიდხანს გაჩერდეს ორგანიზმში, კურკუმა და კამა აჩქარებენ პროცესების მიმდინარეობას. შავი მარილი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ზღვის ან ჰიმალაის მარილით. მთავარია, რომ გაიაროს მინიმალური ქიმიური დამუშავება.

აიურვედის ფხვნილი

ტერმილიას და კარის ფოთლების მოზებნა შედარებით რთულია. ამ კომპონენტების მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ 1 ს.კ. კარის ფხვნილი (ინდური ან იაპონური). როცა ფხვნილს გაამზადებთ, უმნიშვნელოვანესია რომ ის სწორად გამოიყენოთ!

  1. აიურვერდის ფხვნილი უნდა იყოს ახალი, ამიტომ ნუ დაამზადებთ მას დიდი რაოდენობით.
  2. ის არ უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად. უნდა გახსნათ ერთ ჭიქა წყალში და დაცალოთ ბოლომდე.
  3. მისი მიღების იდეალური დროა ან ძილის წინ ან ვახშამსა და სადილს შორის.

მიყევით ამ მარტივ ინსტრუქციებს და დატკბით არაჩვეულებრივი გარდასახვით.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია