პროდუქტები, რომელიც აუცილებლად მოხარშულ მდგომარეობაში უნდა მიირთვათ

პროდუქტები, რომელიც აუცილებლად მოხარშულ მდგომარეობაში უნდა მიირთვათ

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მაქსიმალური სარგებლის მისაღებად ბოსტნეული უნდა მივირთვათ ცოცხალ მდგომარეობაში. ითვლება, რომ თერმული დამუშავებისას ქრება უამრავი სასარგებლო ნივთიერება. თუმცა მეცნიერები მივიდნენ ერთ ძალიან საინეტრესო აღმოჩენამდე. მათი თქმით ზოგიერთი პროდუქტი უნდა მივირთვათ აუცილებლად მოხარშულ მდგომარეობაში.

კვლევების თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა ”ბრიტანეთის კვების ჟურნლაში”, ადამიანის ორგანიზმს ესაჭიროება ისეთი ნივთიერება, როგორიცაა ლიკოპინი. ეს პიგმენტი არის რამოდენიმე მცენარის შემადგენლობაში და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კიბოს გაჩენის რისკს. მისი გარკვეული რაოდენობა არის ბოსტნეულის შმადგენლობაშიც, რომელმა გაიარა თერმული დამუშავება.

ეს რაღა თქმა უნდა არ ეხება მცენარეული წარმოშობის ყველა პროდუქტს. დიასახლისებმა, მზარეულებმა, დედიკოებმა და ყველა იმ ადამიანმა ვინც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, აუცილებლად უნდა იცოდნენ რომელი ბოსტნეულის ჭამაა რეკომენდირებული მოხარშულ მდგომარეობაში.

1. ისპანახი
ისპანახი მდიდარია კალციუმით, რკინით და მაგნიუმით. იმისთვის, რომ ეს ნივთიერებები ორგანიზმმა ბოლომდე კარგად აითვისოს, საჭიროა ისპანახის მოხარშვა. თან ამ შემთხვევაში კალციუმის რაოდენობა გასამმაგდება.

პროდუქტები, რომელიც აუცილებლად მოხარშულ მდგომარეობაში უნდა მიირთვათ

2. კომბოსტო
კომბოსტო მდიდარია საკვები ბოჭკოებით, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მოხარშვისას მათი რაოდენობა იმატებს.

ადრეულ გაზაფხულზე დიეტოლოგები გვირჩევენ კვირაში ერთხელ მაინც მოვამზადოთ კომბოსტოს წვნიანი. თუმცა იმდენი უნდა მოამზადოთ, რომ მაშინვე მიირთვათ და არ მოგიწიოთ მისმა შენახვამ.

მოხარშვისას სამჯერ იზრდება ქოლინის და ვიტამინების C, PP რაოდენობა. თუმცა ქრება იშვიათი ვიტამინი U. სწორედ ამიტომ არ ღირს ცოცხალი კომბოსტოს რაციონიდან სრულად ამოღება.

პროდუქტები, რომელიც აუცილებლად მოხარშულ მდგომარეობაში უნდა მიირთვათ

3. სტაფილო
უმ სტაფილოს ცუდად ითვისებს ორგანიზმი. მოხარშული სტაფილოს გამოყენებით თქვენ ხელს უწყობს საკვების მონელების გამარტივებას და ასევე იღებთ ბეტა-კაროტინს – ანტიოქსიდანტს, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება. ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ეს პიგმენტი მხოლოდ თერმული დამუშავებისას გამოიყოფა.

პროდუქტები, რომელიც აუცილებლად მოხარშულ მდგომარეობაში უნდა მიირთვათ

4. პამიდორი
პამიდორს ყველაზე ხშირად ცოცხალ მდგომარეობაში მივირთმევთ. თუმცა აქვე გეტყვით, რომ მოხარშვისას 30%-ით იზრდება ლიკოპინის რაოდენობა, რომელიც ხელს უშლის კიბოს გაჩენას. სწორედ ამიტომ გირჩევთ მიირთვათ პამიდორი მოხარშულ მდგომარეობაში.

პროდუქტები, რომელიც აუცილებლად მოხარშულ მდგომარეობაში უნდა მიირთვათ

5. ჭარხალი
ჭარხალი შეიცავს მინერალებს და ძვირფას ბიოლოგიურ ნივთიერებებს, ისეთებს როგორიცაა ფლავანოიდები და ანტოციანი. ის მდიდარია რკინით, კალციუმით და ნატრიუმით.

მოხარშული ჭარხლისგან სასარგებლო ნივთიერებები ბევრად კარგად აითვისება ორგანიზმის მიერ. გარდა ამისა ის კარგად წმენდს სისხლს, ღვიძლს, თირკმელებს და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.

პროდუქტები, რომელიც აუცილებლად მოხარშულ მდგომარეობაში უნდა მიირთვათ

ეს ბოსტნეული უნდა მიირთვათ მოხარშული სახით, მაგრამ სრულად არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცოცხალი სახითაც. აუცილებელია ცოცხალი ბოსტნეულის მიღებაც, მაგრამ არა დიდი რაოდენობით.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
პროდუქტები, რომელიც აუცილებლად მოხარშულ მდგომარეობაში უნდა მიირთვათ
”ზამთრისთვის ბადრიჯანს პლასტმასის სახურავით ვინახავ. ისეთი გემრიელია, როგორც…”