ძილის რეგულარული დარღვევა იწვევს როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური მდგომარეობის გაუარესებას. როგორ დავიბრუნოთ ძილის რეჟიმი აბების გარეშე? ცუდი ფიქრებისგან და უძილობისგან სიზმართ მჭერი გაგანთავისუფლებთ.
რისთვის არის საჭირო საძინებელში სიზმართ მჭერი
საიდან გაჩნდა ეს თილისმა
პირველი სიზმართ მჭერების გამოყენება ინდიელებმა დაიწყეს, თუმცა მსგავსი რამ აზიაშიც გვხვდება. ეს თილისმა შეიქმნა იმისთვის, რომ დაგიცვათ ძილის დროს ავი სულებისგან. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ინდიელების ტომის ბელადმა სიზმარში ნახა ბრძენი კანი ობობის სახით, რომელმაც მოქსოვა სიზმართ მჭერი.
ლეგენდის თანახმად მას შემდეგ დაიწყეს მისი დამზადება. მათი თქმით, სიზმართ მჭერი იჭერს ცუდ სიზმრებს და ახვევს თავის ქსელში. ხოლო კარგი ემოციები ხვდება მძინარე ადამიანთან.
სად დავკიდოთ სიზმართ მჭერი?
ლოგიკურია, რომ ის საძინებელ ოთახში უნდა დავკიდოთ. იდეალურ მდგომარეობაში იქნება, თუ მას პირდაპირ ჩვენი თავის ზევით დავკიდებთ. ცუდი ენერგიისგან მის გასაწმენდად კი საჭიროა მისი მზეზე გაკიდება.
სახლის ცუდი ენერგიისგან დასაცავად დაკიდეთ სიზმართ მჭერი შემოსასვლელ კართან. თუ ადამიანი თქვენთან ცუდი განზრახვით მოვა, თილისმა თავის თავზე აიღებს მის ნეგატიურ ენერგიას. ზოგჯერ ენერგეტიკული დარტყმა იმდენად ძლიერია, რომ სიზმართ მწერი ტყდება. ამ შემთხვევაში ის მაშინვე უნდა დაწვათ და შეცვალოთ ახლით.
თილისმის გაძლიერებას შეძლებთ სხვადასხვა სახის ქვების და ბუმბულების გამოყენებით.
თავად დავამზადოთ თუ შევიძინოთ?
თილისმის დადებითი ენერგიით დასამუხტად ჯობია ის თავად დაამზადოთ. თუმცა ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. ყოველთვის შეგიძლიათ თილისმის შეძენა. მთავარია, რომ ის კარგი ადამიანის გაკეთებული იყოს. თუ თილისმა რატომღაც არ გიზიდავთ, აუარეთ მას გვერდი.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.