რითი რისკავენ ხანში შესული დასაქმებული ადამიანები…

пожилые люди

пожилые люди

ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური შემოსავალი. ხშირად, სამსახური მოქმედებს ახალგაზრდა ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. წარმოიდგინეთ ხანში შესული ადამიანის მდგომარეობა სტრესული და მძიმე სამუშაო პირობების დროს.

 

 

ასაკოვანი დასაქმებული ადამიანები

პენსიაზე გასვლა უმეტესობისთვის ასოცირდება დაუცველობასთან, სიმარტოვესთან და აქტიური ცხოვრების დასასრულთან. ძალიან ბევრი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი ცხვრების წესი. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში უწევს ადამიანს ისეთ სამსახურში ყოფნა, სადაც განიცდის ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ დატვირთვას. სიტუაცია ბევრად უფრო რთულად ასატანია ასაკოვანი ადამიანებისთვის. რაღა თქმა უნდა ასე არ ხდება ყველგან, მაგრამ პროცენტულად სტრესული სამსახური ბევრად მეტია. ეს ყველაფერი კი დროთა განმავლობაში აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

пожилые люди возраст

თითოეული პროფესია ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის ჯანმრთელობაზე.  მაგალითად, მასწავლებლებს ხშირად აქვთ პრობლემა საჭმლის მომნელებელს სისტემასთან, რადგან ისინი ხშირად ვერ ახერხებენ საკვების დროულად მიღებას და მხოლოდ ყავის დალევით თუ შემოიფარგლებიან. გონებრივი სამუშაოს მქონე ადამიანები კი ხშირად იტანჯებიან უძილობით და შფოთვის შეგრძნებით.

пожилые родители и взрослые дети

თუ ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება ფიზიკურად მუშაობდა, შეიძლება კი ის ჩაითვალოს ჯანმრთელად? უამრავ ადამიანს უწევს ოჯახის გამო საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა ხანდაზმულ ასაკშიც კი. ზოგიერთი მათგანი ოჯახის დამხმარედ, ზოგი ქარხანაში და ზოგიც მშენებლობაზე ხვდება. ქარხანაში ან მშენებლობაზე მუშაობისას ორგანიზმი ივსება მავნე ნივთიერებებით, რომელიც აზიანებს ჯანმრთელობას. ოჯახში მუშაობაც საკმაო სტრესთანაა დაკავშირებული, რომელიც ასევე ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. გვინდა თუ არ გვინდა, თავის რჩენა უამრავ ადამიანს უწევს საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.

пожилые люди это

პენსიაზე გასვლა

პენსიაზე გასვლის შემდეგ შეგიძლიათ დაკავდეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობით, რომელიც ცხოვრებას გაგიხალისებთ. პირველ რიგში უნდა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. ეს პერიოდი ყველანაირად უნდა გამოიყენოთ საკუთარი თავისთვის.

в чем нуждаются пожилые люди

გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა არ გქონდათ დრო ოჯახის წევრებთან საკმარისი დროის გასატარებლად, სუფთა ჰაერზე სასეირნოდ, კვების რეჟიმის შესანარჩუებლად და დასასვენებლად. პენსიაზე გასვლის შემდეგ შეგიძლიათ ყველაფერი აინაზღაუროთ შეძლებისდაგვარად.

пожилые и престарелые

არასდროს არაა გვიანი რაიმეს შესასწავლად ან ექსპერიმენტების ჩასატარებლად. დღევანდელ დღეს თუნდაც ინტერნეტ სივრცეში შეგიძლიათ მოიძიოთ უამრავი უფასო მასტერკლასი, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიხალისოთ ყოველდღიურობა და საინტერესოდ გაატაროთ თითოეული დღე. დაივიწყეთ ის დღეები, როცა მთელს თქვენს დროს და ენერგიას სამსახურს უთმობდით.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს!

შეაფასეთ სტატია
რითი რისკავენ ხანში შესული დასაქმებული ადამიანები…
რჩევები ქალბატონებისთვის: როგორ მოვიშოროთ გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანება