რატომ სკდება მჟავე კიტრის ქილები: 5 მიზეზი

რატომ სკდება მჟავე კიტრის ქილები: 5 მიზეზი

ვფიქრობ ყველა დიასახლისს ერთხელ მაინც შექმნია პრობლემა მჟავე კიტრის გამზადების პროცესში. ამ სტატიაში გიამბობთ თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ დაკონსერვებული პროდუქცია იდეალურ მდგომარეობაში.

რატომ სკდება მჟავე კიტრის ქილები?

ქილების და თავსახურების მომზადების დროს დაშვებული შეცდომები

სტერილიზაცია — ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაკონსერვების პროცესში. მაგალითად დედაჩემი თითოეულ დამუშავებულ ქილას აფარებს თავსახურს, ამის წყალობით ცხელი ორთქლი კლავს ყველა მიკრობს. სხვები ცალკე ადუღებენ თავსახურებს 10 წუთის განმავლობაში.

რატომ სკდება მჟავე კიტრის ქილები: 5 მიზეზი

თუ თქვენ ქილა აგიფეთქდათ ე.ი. შეცდომა იყო დაშვებული სტერილიზაციის პროცესში. ქილის ზედაპირზე ან თავსახურზე დარჩა მიკრობები და გამრავლდა. სწორედ ეს იწვევს შემდგომ ქილის თავსახურის აბერვას და გახეთქვას.

რატომ სკდება მჟავე კიტრის ქილები: 5 მიზეზი

შეცდომები რეცეპტში

ხშირად მზადების პერიოდში ინგრედიენტებს თვალის ზომით ვიყენებ ხოლმე, მაგრამ დაკონსერვების დროს ეს უნდა გამორიცხოთ. ეს განსაკუთრებით ეხება შაქარს და მარილს. არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ქილები ნამდვილად ვერ მიაღწევს ზამთრამდე.

გახსოვდეთ, რომ კიტრი თავისი ბუნებით მოტკბო პროდუქტია, ამიტომ უნდა დაამატოთ საკმარისი რაოდენობის ძმარი რათა გამოვრიცხოთ ქილაში მიკოორგანიზმების გამრავლება. ჩემი მეზობელი კონსერვანტის სახით ასპირინსაც უმატებს კიტრის მჟავეს.

რატომ სკდება მჟავე კიტრის ქილები: 5 მიზეზი

დარღვევები მომზადების ტექნოლოგიაში

ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ იბერება ქილები. ამ მიზეზებში შედის:

  • ცუდად გარეცხილი ინგრედიენტები;
  • მხოლოდ ცოცხალი სახით გამოსაყენებელი კიტრის გამოყენება;
  • ქილაში გახეთქილი ან გაფუჭებული კიტრების ჩადება.

შუშის ჭურჭელში ჰაერის მოხვედრა

აუცილებლად აავსეთ ქილები ბოლომდე, რათა გამორიცხოთ შიგნით ჰაერის მოხვედრა და ბაქტერიების გამრავლება.

რატომ სკდება მჟავე კიტრის ქილები: 5 მიზეზი

შეცდომები შენახვის პროცესში

ხშირად დიასახლისები უშვებენ სერიოზულ შეცდომას – მოხუფული ქილები მაშინვე მიაქვთ სარდაფში. ტემპერატურის უეცარი ცლვლილება ამცირებს კონსერვის შენახვის ვადას. მოხუფვის შემდეგ ქილები უნდა გადმოაბრუნოთ და შეფუთოთ. ასე კიტრი ნელ-ნელა გაგრილდება ბუნებრივი გზით. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადმოაბრუნოთ ქილები და ჩაიტანოთ სარდაფში.

რატომ სკდება მჟავე კიტრის ქილები: 5 მიზეზი

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
რატომ სკდება მჟავე კიტრის ქილები: 5 მიზეზი
გაეცანით ხალხურ, ეფექტურ სამკურნალო საშუალებებს არითმიის სამკურნალოდ…