გარდა ამ მიზეზებისა არანაკლებ მნიშვნელოვანია კვებაც, რადგან მასზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ონკოლოგებმა შეადგინეს პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელიც შეიცავს ქიმიური კანცეროგენებს რომლებიც ზრდიან ავთვისებიანი კვანძების წარმოქმნის რისკს.
კიბოს პროფილაქტიკისთვის გამორიცხეთ თქვენი რაციონიდან ეს პროდუქტები:
ალკოჰოლი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სიგარეტის შემდეგ სასმელი დაასახელა სიმსივნის გაჩენის მიზეზად. ადამიანებს, ვინც ხშირად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს, სიმსივნური კვანძები ყველაზე ხშირად უჩნდებათ საკვებიის მონელების ორგანოების სისტემაში: ნაწლავი, ღვიძლი, პირის ღრუ, ყელი და ხორხი.
ალკოჰოლში მთავარი კანცეროგენია ეთანოლი. მისი გადამუშავების პროცესში ორგანიზმში წარმოიქმნება ძმარმჟავა ალდეჰიდი, რომელიც აზიანებს უჯრედებს და ხდის მათ კიბოსკენ მიდრეკილს.
მარილი
მარილის უზომო რაოდენობით მოხმარება ქმნის ორგანიზმში ქლორის დალექვის საფრთხეს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.
მარილიანი პროდუქტების რეგულარული მოხმარება აორმაგებს კიბოს განვითარების რიკს.
ძეხვეული
ძეხვეული და განსაკუთრებით შებოლილი, შეიცავს საკვებ დანამატს – ნიტრიტ ნატრიუმს, რომელიც ახდენს სიმსივნური დაავადებების გაჩენის პროვოცირებას.
ნიტრიტ ნატრიუმი საკმაოდ პოპულარული საკვები დანამატია, რომელსაც იყენებენ საკვების საღებავის და კონსერვანტის სახით ხორცის პროდუქტებში. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძეხვეულის ხშირ მომხმარებლებს ხშირად უჩნდებათ ნაწლავის კიბო.
ტკბილი გაზიანი სასმელები
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ კვირაში 2 ჭიქა ტკბილი გაზიანი სასმელის მოხმარება ორჯერ ზრდის კუჭქვეშა ჯირკვალის კიბოს განვითარების რისკს. ეს კი იმიტომ, რომ სასმელი შეიცავს დიდი რაოდენობით სხვადასხვა კანცეროგენს, არომატიზატორებს და შაქრის შემცვლელს.
სწრაფი კვება
ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ თქვენი კვების რაციონს. აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!