კარტოფილის კომპრესი ხველების წინააღმდეგ

კარტოფილის კომპრესი ხველების წინააღმდეგ

ხველების საწინააღმდეგო კომპრესები აფთიაქში არსებული ქიმიური საშუალებების შესანიშნავი ალტერნატივაა.  ეს არა მხოლოდ ეფექტური, არამედ უსაფრთხო მეთოდია.

ბევრმა იცის კარტოფილის ორთქლით ინჰალაციის გაკეთების შესახებ. როგორ აღმოჩნდა ეს ხელმისაწვდომი პროდუქტი ასევე კარგია ბრონქიტის საწინააღმდეგი კომპრესის სახითაც. გთავაზობთ ამ კომპრესის ორ რეცეპტს.

კარტოფილის კომპრესები

პირველი ვარიანტი

კარტოფილის კომპრესი ხველების წინააღმდეგ

დაგჭირდებათ:

  • 4 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 3 ჩ.კ. სოდა
  • 1 ს.კ. თაფლი

მომზადების წესი:

  • მოხარშეთ კარტოფილი და გაჭყლიტეთ კანთან ერთად.
  • დაამატეთ სოდა და თაფლი.
  • მიღებული მასისგან დაამზადეთ ორი ცალი ბრტყელი ფორმა და გადაახვეთ მარლაში.
  • მასა ცხელი უნდა იყოს. დაიდეთ ის ზურგზე, მხრებსა შორის. მისი დამაგრება სესაძლებელია სამედიცინო წებოვანი პლასტირის დახმარებით.
  • როცა მასა შეგრილდება, მოიხსენით.

მეორე ვარიანტი

კარტოფილის კომპრესი ხველების წინააღმდეგ

დაგჭირდებათ:

  • 4-5 ცალი კარტოფილი
  • 0,5 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 5 წვეთი იოდი

მომზადების წესი:

  • მოხარშეთ კარტოფილი და დაჭერით.
  • დაამატეთ ზეთი და იოდი.
  • გააკეთეთ ბრტყელი ფირფიტები და გაახვიეთ მარლაში. დაიდეთ გულ-მკერდის არეზე და დაიფარეთ თბილად. როგორც კი შეგრილდება, მოიხსენით.

კარტოფილის კომპრესი ხველების წინააღმდეგ

თაფლი ალერგიული პროდუქტია, ამიტომ ფრთხილად იყავით მისი გამოყენებისას.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ კომპრესის გაკეთება არ არის რეკომენდირებული მაღალი ტემპერატურის დროს. ბავშვების მკურნალობისას არ არის რეკომენდირებული კომპრესის დატოვება მთელი ღამით, ამისთვის 1-2 საათის საკმარისია.

კარტოფილის კომპრესი ხველების წინააღმდეგ

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტები და გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
კარტოფილის კომპრესი ხველების წინააღმდეგ
ამ მეთოდის გამოყენებით თქვენი თეთრეული შეუდარებლად იქათქათებს