მათ, ვინც უკვე მიიღო ეს პროდუქტი, ნამდვილად აღარ იფიქრებენ რაციონიდან მის ამოღებას. ჩიას ფესვის პოპულარობა განაპირობა იმან, რომ ის სითხეში ან კუჭში მოხვედრისას ძალიან იმატებს მოცულობაში და თან საკმაოდ სწრაფად. გამოდუს, რომ მიირთმევ რამოდენიმე კოვზ ჩიას მარცვალს და უკვე გრძნიბ დანაყრების შეგრძნებას. გარდა ამისა ის დაბალ კალორიული პროდუქტია, აუმჯობესებს საკვების მონელების პროცესს და წმენდს ორგანიზმს.
ჩიას თესლი: ორგანიზმისთვის სასარგებლო თვისებები
ჩიას სასარგებლო თვისებები მხოლოდ გახდომით ნამდვილად არ შემოიფარგლება. მინიმუმ 5 მიზეზის დასახელება ნამდვილად შეიძლება, თუ რატომ უნდა ჩართოთ თქვენს რაციონში ეს პატარა მარცვლები. მისი მდიდარი შემადგენლობის გამო რეკომენდირებულია მისი მიღება ორგანიზმის აღდგენის პერიოდში დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ, დიდი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში და ქალბატონებისთვის მენოპაუზის პერიოდში.
ჩიაში ანტიოქსიდანტების კონცენტრაცია მოცვზე მაღალია. როგორც ცნობილია, ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკას და აახალგაზრდავებს ორგანიზმს.
რძის პროდუქტებზე მეტად დიდი რაოდენობით ჩია შეიცავს კალციუმს, კალიუმს და უჯრედისს. ენერგია, ძალა და ტვინის კარგი მუშაობა ყოველგვარი ხელოვნური დანამატების გარეშე.
ჩია შესანიშნავი დანამატია ვეგეტარიანელებისთვის და მარხვაზე მყოფთათვის. ის შეიცავს 20% სრულყოფილ ცილას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ვინც არ იღებს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს.
ომეგა 3 და ომეგა 6 მჟავები შეუცვლელია თავის ტვინის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობისთვის. ამ მჟავების მიღება ორგანიზმისთვის ყოვეკდღე არის სასურველი. 1-1,5 გრ. ჩიას თესლი უზრუნველყოფს ამ მჟავების დღიური ნორმის უზრუნველყოფას.
ჩიას თესლის ყოველდღიური გამოყენება ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, შაქრის დონის და არტერიული წნევის დარეგულირებას. თუმცა მისი სასარეგბლო თვისებების სრულყოფილად ასათვისებლად საჭიროა მისი სწორად მომზადება.
როგორ გამოვიყენოთ ჩიას მარცვალი
ამ სუპერ საკვების რბილი და ნეიტრალური გემო საშუალებას იძლევა, რომ ის გამოვიყენოთ უამრავ კერძში და სასმელშიც კი. გამოყენებამდე როგრც წესი ჩიას 10 წუთით ალბობენ კეფირში, იოგურტში, რძეში ან უბრალოდ წყალში. გარდა ამისა ვეგეტარიანულ მენიუში ჩიას კვერცხის ჩანაცვლება შეუძლია. გთავაზობთ რამოდენიმე რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ რაციონის გამრავალფეროვნებაში და ამასთან ერთად ორგანიზმის სასარგებლო საკვები ნივთიერებებით მომარაგებაში.
საინტერესო რეცეპტები
კენკრის სმუზი – სწორი კვების მიმდევართათვის ერთ-ერთი საუკეთესო რეცეპტია. ბლენდერში მოათავსეთ 0,5 ჭიქა ყურძნის წვენი, ერთი მუჭა მარწყვი, ჟოლო, მოცვი და 2 ს.კ. ჩიას მარცვალი. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაიტანეთ შუშის ჭიქაში და გააფორმეთ კენკრით ან რამოდენიმე პიტნის ფოთლით.
შვრიის ფაფა ხილით და ჩიას მარცვლით – მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა შვრიის ფაფა დროთა განმავლობაში მომაბეზრებელი შეიძლება გახდეს. გთავაზობთ ინგრედიენტების გამრავალფეროვნებას. მომზადებულ შვრიის ფაფას დაუმატეთ მანდარინის ნაჭრები, თხილი და 1 ს.კ. ჩიას მარცვალი.
პუდინგი ჩიასთან და თხილეულთან ერთად – ეს არის გემრიელი დაბალ კალორიული წასახემსებელი. აურიეთ ერთმანეთს 300 მლ. იოგურტი, 2 ს.კ. ჩიას თესლს და დატოვეთ მაცივარში მთელი ღამით. დილით დაგვდებათ გაფუებული მასა, რომელსაც შეგიძლიათ გემოვნებით დაუმატოთ თაფლი, თხილი და ცოტაოდენი დარიჩინი.
კვერცხი ბრინჯით და ჩიას მარცვლით – ეს არის საკმაოდ ნოყიერი საუზმე აზიურ სტილში. 2,5 ჭიქა წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და ჩაყარეთ 1 ჭიქა გარეცხილი ბრინჯი. ბრინჯი უნდა მოხარშოთ ნახევრად, შემდეგ დაუმატეთ 2 ს.კ. ჩია, დააფარეთ თავსახური და გააცხელეთ 5 წუთის განმავლობაში. ტაფაზე ზეითუნის ზეთით მოამზადეთ ე.წ. გლაზოკი. დადეთ თეფშზე 100 გრ. მომზადებული ბრინჯი და ზევიდან დაადეთ შემწვარი კვერცხი. მოასხით სოიოს სოუსი, მოაყარეთ მწვანილი და ცოტაოდენი ჩიას მარცვალი.
ქათმის ნაგეთსი ჩიას თესლით – დაჭერით ქთმის ფილე საშუალო ზომის ნაჭრებად. ყველა ნაჭერი ამოავლეთ ათქვეფილ კვერცხში და შემდეგ ამოავლეთ წინასწარ მომზადებულ ნარევში. აურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით ჩიას თესლი, სელის თესლი, მშალი ბაზილიკი, ნივრის ფხვნილი და სეზამის მარცვალი. მოათავსეთ კერძი 15 წუთით 180 გრადუს ტემპერატურაზე ღუმელში. გადმოაბრუნეთ მეორე მხარეს და ისევ გამოაცხვეთ 10 წუთით. გარნირად შეგიძლიათ მოამზადოთ ბოსტნეულის სალათი.
არ აქვს მნიშვნელობა წონის დაკლება გსურთ თუ უბრალოდ გინდათ ჯანსაღად იკვებოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან კარგს იზავთ თუ ამ დანამატს ჩართავთ თქვენს რაციონში. თუმცა გარკვეული შეზღუდვა აქაც არსებობს. უჯრედისის მაღალი შემცველობის გამო ჩიას მიღება არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვინც იტანჯება მეტეორიზმით ან საკვებზე ალერგიით.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.