პირსახოცების უსაფრთხო რეცხვის მეთოდი, სადაც მთავარი ინგრედიენტი მცენარეული ზეთია!

პირსახოცების უსაფრთხო რეცხვის მეთოდი, სადაც მთავარი ინგრედიენტი მცენარეული ზეთია!

თითოეული დიასახლისისთვის მტკივნეული თემაა ლაქების ამოყვანა, მითუმეტეს როცა საქმე ეხება პირსახოცებზე გაჩენილ ლაქებს. დროთა განმავლობაში ჩნდება ისეთი ლაქები, რომლის ამოყვანა საკმაოდ ძნელია ან ერთი შეხედვით შეუძლებელიც კი.

დღეს გაგიზიარებთ პირსახოცების რეცხვის ჩინურ მეთოდს, რომელიც იდეალურად უმკლავდება ჩამჯდარ ლაქებს. აღარ მოგიწევთ პირსახოცების გადაყრა.

როგორც აღმოჩნდა, ადრე ზეთოვან ლაქებს მცენარეული ზეთის დახმარებით უმკლავდებოდნენ. უცნაურია ხომ? პირველივე “ზეთის აბაზანის” შემდეგ თქვენ უბრალოდ აღარ დაგჭირდებათ სხვა ლაქების ამომყვანი საშუალებები.

პირსახოცების რეცხვა ჩინური მეთოდით

რეცხვის პროცესში მცენარეული ზეთი არბილებს ჭუჭყს და მისი მოშორება ბევრად მარტივდება. ის აღწევს ქსოვილის ბოჭკოებშიც კი. ეს მეთოდი დაგეხმარებათ მუქი და ძველი ლაქების მოშორებაშიც.

დღეს გაგიზიარებთ რეცხვის ორ მეთოდს. მთავარია დაიცვათ მიდი მომზადების და გამოყენების წესი.

მეთოდი 1

დაგჭირდებათ:

– 1 შეკვრა სარეცხი ფხვნილი

– 1 შეკვრა მათეთრებელი

– 2 ჩ.კ. სოდა

– 2 ს.კ. მცენარეული ზეთი

– 6 ლ. ცხელი წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:

1. აიღეთ თავსახურიანი ჭურჭელი, ჩაასხით ადუღებული წყალი და დაუმატეთ ყველა ინგრედიენტი. კარგად მოურიეთ. (უკეთესია თუ ჭურჭელი იქნება მეტალის)

პირსახოცების უსაფრთხო რეცხვის მეთოდი, სადაც მთავარი ინგრედიენტი მცენარეული ზეთია!

2. მიღებულ სითხეში მოათავსეთ პირსახოცები, დააფარეთ თავსახური და დატოვეთ დილამდე.

პირსახოცების უსაფრთხო რეცხვის მეთოდი, სადაც მთავარი ინგრედიენტი მცენარეული ზეთია!

3. დილით გადაიტანეთ პირსახოცები ოთახის ტემპერატურის წყალში, ცოტა ხნით ჩაალბეთ და შემდეგ გარეცხეთ 40-60 გრადუსზე სარეცხ მანქანაში.

პირსახოცების უსაფრთხო რეცხვის მეთოდი, სადაც მთავარი ინგრედიენტი მცენარეული ზეთია!

მეთოდი 2

დაგჭირდებათ:

– 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
– 1 ჭიქა მდოგვის ფხვნილი
– 1 ს.კ. ძმარი
– 6 ლ. ცხელი წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:

ემალირებულ ქვაბში გააზავეთ ყველა ინგრედიენტი ადუღებულ წყალში და ჩაალბეთ პირსახოცები თავდახურულ ჭურჭელში 12 საათით. ამის შემდეგ უბრალოდ რამოდენიმეჯერ გაავლეთ სუფთა წყალში.

პირსახოცების უსაფრთხო რეცხვის მეთოდი, სადაც მთავარი ინგრედიენტი მცენარეული ზეთია!

რეცხვისას მცენარეული ზეთის გამოყენება უზრუნველყოფს ქსოვილის დარბილებას  და მისთვის პირვანდელი ფერის დაბრუნებას. აუცილებლად სცადეთ რეცხვის ეს მეთოდი და თქვენ დაივიწყებთ სხვა საშუალებებს.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

წარმატებას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
პირსახოცების უსაფრთხო რეცხვის მეთოდი, სადაც მთავარი ინგრედიენტი მცენარეული ზეთია!
თუთის ფოთლის სასარგებლო თვისებები