ღვინის სახლში დაწურვის 3 უმარტივესი მეთოდი…

ღვინის სახლში დაწურვის 3 უმარტივესი მეთოდი...

თუ მეღვინეობაში ახალბედა ბრძანდებით, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. დღეს გასწავლით თუ როგორ უნდა დაწუროთ ღვინო და გაგაცნობთ თითოეულ ეტაპს. ასევე გაგიზიარებთ 3 უმარტივეს მეთოდს.

ღვინის სახლში დაწურვის 3 უმარტივესი მეთოდი...

პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ სისუფთავეს. აუცილებელია ყველაფრის ადუღებული წყლით გასტერილება.

ღვინის სახლში დაწურვის 3 უმარტივესი მეთოდი...

მეთოდი N 1

დაგჭირდებათ:

– 7 კგ. ყურძენი

– 100 გრ. შაქარი ერთ ლიტრ წვენზე

მომზადების წესი:

1. გაანთავისუფლეთ ყურძენი ტოტებისგან და გაფუჭებული მარცვლებისგან. დაწურეთ წვენი ხელის ად სპეციალური პრესის საშუალებით. ამის შემდეგ ჩაასხით ჭურჭელში ისე, რომ გაავსოთ მთლიანი მოცულობის ¾. გადააფარეთ სუფთა ქსოვილი თავზე და დადგით თბილ ადგილზე 4 დღით. დღეში 2-ჯერ უნდა მოურიოთ პლასტმასის კოვზით.

2. 4 დღის შემდეგ დაიწყება აქტიური დუღილი. წვენი თავზე გაიკეთებს ქაფს. საჭიროა სითხის გადაწურვა მარლის საშუალებით.
3. ჩაასხით წვენი სუფთა ჭურჭელში. იმისთვის, რომ ღვინო კარგად დადუღდეს საჭიროა სპეციალური მოწყობილობა – წყლის ბეჭედი. ის შეგიძლიათ შეიძინოთ ან თავად დაამზადოთ სამედიცინო ხელთათმანით ან მილით და წყლის ჭიქით. საქმე იმაშია, რომ დუღილის დროს უნდა გამოვიდეს ნახშიროჟანგი, მაგრამ ჟანგბადმა არ უნდა შეაღწიოს შიგნით. ეს მოწყობილობა კი სწორედ ამის უზრუნველყოფას ახდენს. ღვინო უნდა დატოვო 20-28 გრადუს ტემპერატურაზე.

4. ზუსტად 5 დღის შემდეგ მოხსენით საცობი. გასინჯეთ ღვინო და თუ ძალიან მჟავეა, დაამატეთ შაქარი. შაქრის დამატება ხდება შემდეგნაირად: ცალკე გადმოიღეთ სითხე, შეურიეთ სასურველი რაოდენობის შაქარი, დაგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ შაქრის ბოლომდე გასახსნელად. მიღებული სიროფი ჩაასხით მთლიან სითხეში.

5. ხელახალი დეგუსტაცია უნდა ჩაატაროთ 3 დღის შემდეგ. თუ სიმჯავე ისევ აქვს, მაშინ ვიმეორებთ ზემოთ ხსენებულ პროცედურას. ამ პროცედური ჩატარება შეიძლება 4-ჯერ. ამ ყველაფერს ჭირდება დაახლოებით 3 კვირა. ამის შემდეგ გადაანაწილეთ ღვინო ცალკე ბოთლებში და დაელოდეთ 60-80 დღე.

ღვინის სახლში დაწურვის 3 უმარტივესი მეთოდი...

მეთოდი N 2

ბევრად მარტივი რეცეპტი – ღვინო წყლით.

დაგჭირდებათ:

– 7 კგ. ყურძენი

– 1,2 ლ. წყალი 1 ლიტრ ყურძნის წვენზე

– 400 გრ. შაქარი 1 ლიტრ ყურძნის წვენზე

მომზადების წესი:

1. გადაარჩიეთ ყურძენი. გაჭყლიტეთ და მოთავსეთ შუშის ჭურჭელში. დაამატეთ შაქარი და წყალი. კარგად გადაურიეთ ყველაფერი.

ღვინის სახლში დაწურვის 3 უმარტივესი მეთოდი...

2. ჭურჭელს მაშინვე დააფარეთ საცობი და დადეთ დასადუღებლად ბნელ, ოღონდ თბილ ადგილზე.

3. დუღილისთვის საჭიროა 2 კვირა. ყოველ 3 დღეში ერთხელ გასინჯეთ ღვინო და სიმჟავის გაქრობამდე ყოველ ლიტრზე დაუმატეთ 70 გრ. შაქარი.

4. 14 დღის შემდეგ გადაანაწილეთ ღვინო ბოთლებში და დადგით 50-60 დღით 12-14 გრადუს ტემპერატურაზე.

ღვინის სახლში დაწურვის 3 უმარტივესი მეთოდი...

მეთოდი N 3

ამ ღვინისთვის საუკეთესოა იზაბელას ჯიშის ყურძენი.

 

დაგჭირდებათ:

– 8 კგ. ყურძენი

– 10 ლ. წყალი

– 1 კგ. შაქარი

მომზადების წესი:

1. მოხარშეთ სიროფი შაქრისგან და წყლისგან. დაასხით გაჭყლეტილ ყურძენს. ღვინის გასაკეთებლად გამოიყენეთ დიდი ჭურჭელი.

2. დადეთ ქილა თბილ ადგილზე წყლის ბეჭდით. დადუღების შემდეგ გადაწურეთ მარლის საშუალებით.
3. დადგით დასადუღებლად მეორეჯერ. როცა წყლის ბუშტუკები ბოლომდე გაქრება ე.ი. მზადაა ბოტლებში გადასატანად.

ღვინის სახლში დაწურვის 3 უმარტივესი მეთოდი...

გაითვალისწინეთ რომ აუცილებელია ღვინის გადაწურვა მარლის მეშვეობით, რათა არ შეჰყვეს ნაწილაკები, რომელიც შეცვლის ღვინის არომატს.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
ღვინის სახლში დაწურვის 3 უმარტივესი მეთოდი…
ქლორჰექსიდინი – წამალი, რომელიც ყველას უნდა გქონდეთ სახლში! აი რატომ…