როგორ გავრეცხოთ ტყავის ნაწარმი: 5 რჩევა

როგორ გავრეცხოთ ტყავის ნაწარმი: 5 რჩევა

ტყავის ნაწარმი კარგია ელეგანტური ვიზუალის შესაქმნელად. თუმცა საინტერესოა როგორ უნდა გავრეცხოთ ის? ადრე თუ გვიან ხომ ისიც ჭუჭყიანდება.

სამწუხაროდ ტყავის ნაწარმის სარეცხ მანქანაში გარეცხვა შეუძლებელია. თქვენი ტანსაცმელი ამ შემთხვევაში დაკარგავს ფორმას, გახდება უხეში და დაკარგავს ბზინვარებას. თანამედროვე სარეცხი საშუალებები საკმაოდ უხეშია ტყავის ნაწარმისთვის. დღეს გასწავლით როგორ უნდა გარეცხოთ ტყავის ტანსაცმელი მისი დაზიანების გარეშე.

როგორ გავრეცხოთ ტყავის ნაწარმი, რომ არ დავაზიანოთ ის: 5 რჩევა

მოემზადეთ

ტყავის ნაწარმის შეძენისთანავე, სახლში აუცილებლად დაამუშავეთ ის. არის სპეციალური საშუალებები, რომელიც დაიცავს თქვენს ტანსაცმელს ჭუჭყისგან და ნესტისგან.

როგორ გავრეცხოთ ტყავის ნაწარმი: 5 რჩევა

როგორ გავრეცხოთ ტყავის ნაწარმი: 5 რჩევა

გამოიყენეთ ღრუბელი

ტყავის მუქ ნაწარმზე ახალი ლაქების გაწმენდა შეგიძლიათ წყალში დასველებული ღრუბლით. თუ თქვენ ღია ფერის ტყავი დაგესვარათ, მაშინ გირჩევთ მის წაღებას ქიმწმენდაში. ამის გაკეთება უნდა მოასწროთ რაც შეიძლება მალე, რათა ჭუჭყმა უფრო ღრმად არ ჩააღწიოს. სახლის პირობებში ლაქის ამოყვანის მცდელობამ შეიძლება უარეს შედეგამდე მიგიყვანოთ.

როგორ გავრეცხოთ ტყავის ნაწარმი: 5 რჩევა

სწორი გაშრობაწვიმის ქვეშ მოყევით და თქვენი ტყავის ტანსაცმელი დასველდა? პირველ რიგში შეამშრალეთ ის პირსახოცით. ამის შემდეგ ჩამოკიდეთ გასაშრობად, თუმცა არ დადოთ პირდაპირ მზის სხივებთან ან სათბობთან.

როგორ გავრეცხოთ ტყავის ნაწარმი: 5 რჩევა

ნაკეცები

დროთა განმავლობაში შესაძლოა ტყავის ნაწარმზე გაჩნდეს ნაკეცები. მათგან გასანთავისუფლებლად უთოზე დააყენეთ ”ბეწვის” რეჟიმი. დააუთოვეთ ტანსაცმელი რამოდენიმე ფენა სხვა ნაჭრის დახმარებით.

როგორ გავრეცხოთ ტყავის ნაწარმი: 5 რჩევა

როცა ტყავი კარგავს სიპრიალეს

ამ შრმთხვევაში უნდა გაწმინდოთ ის ვაზელინის, გლიცერინის ან აბუსალათინის ზეთის დახმარებით. ეს საშუალებები დაუბრუნებს მას ძველ ფერს და ბზინვარებას.

როგორ გავრეცხოთ ტყავის ნაწარმი: 5 რჩევა
გაითვალისწინეთ ეს მარტივი რჩევები, რათა რეცხვის შედეგად არ გააფუჭოთ თქვენი ტყავის ნაწარმი. თუმცა გახსოვდეთ, რომ ვერცერთი ნივთი ვერ მოგემსახურებათ სამუდამოდ.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
როგორ გავრეცხოთ ტყავის ნაწარმი: 5 რჩევა
მოხარშეთ ბანანი და დარიჩინი ერთად და მიიღეთ ძილის წინ – აი, რატომ…