ღვიძლის ტორტი ყველა გემოვნებისთვის: 3 ორიგინალური რეცეპტი

ღვიძლის ტორტი ყველა გემოვნებისთვის: 3 ორიგინალური რეცეპტი

დღეს უკვე არსებობს უამრავი რეცეპტი იმისა თუ როგორ მოვამზადოთ ღვიძლისგან ტორტი. მათ უმრავლესობას აერთიანებს ბლინების მომზადების ტექნოლიგია. აი რაც შეეხება გულსართ, ის ყველას სხვადასხვა აქვს. დღეს ჩვენ გასწავლით როგორ მოამზადოთ ღვიძლის ტორტი ერთი და იგივე დანამატით, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული გემოთი. თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ სასურველი რეცეპტი.

ეცადეთ მოამზადოთ ტორტი საქონლის, ღორის ან ქათმის ღვიძლით. თქვენ დაინახავთ, რომ მათი გემო აბსოლუტურად განსხვავებულია. საქონლის ღვიძლის ტორტს ღორისგან განსხვავებით ექნება უფრო გამოხატული არომატი, ხოლო ქათმის გამოირჩევა ნაზი ტექსტურით.

როგორ მოვამზადოთ ღვიძლის შეუდარებელი ტორტები

ღვიძლის ტორტი ყველა გემოვნებისთვის: 3 ორიგინალური რეცეპტი

ღვიძლის ტორტი კვერცხით და ყველით

დაგჭირდებათ:

  • 700 გრ. ღორის ღვიძლი
  • 1 თავი ხახვი
  • 100 გრ. ხორბლის ფქვილი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით
  • 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • 7 ცალი კვერცხი
  • 150 გრ. მაგარი ყველი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  • გაატარეთ ღვიძლი და ხახვი ერთად. ჩაახალეთ 2 ცალი კვერცხი, ხორბლის ფქვილი, მარილი და შავი პილპილი. კარგად გადაურიეთ და დატოვეთ 20 წუთი.
  • დარჩენილი კვერცხი კარგად მოხარშეთ და გაასუფთავეთ.
  • წვრილად გახეხეთ კვერცხი და მაგარი ყველი.
  • შეწვით ღვიძლის ბლინები და გააციეთ.
  • დაიწყეთ ტორტის აწყობა. დადეთ ბლინი, წაუსვით მაიონეზი და დააყარეთ კვერცხის და ყველის ნარევი. დაუმატეთ ცოტა მარილი და პილპილი. ასე ააწყვეთ ფენა-ფენა.
  • აწყობის შემდეგ გადაიტანეთ ტორტი მაცივარში 3 საათით.
  • წვრილად დაჭერით მწვანილი და მაგიდაზე გატანამდე ზევიდან მოაყარეთ.

ღვიძლის ტორტი ყველა გემოვნებისთვის: 3 ორიგინალური რეცეპტი

ღვიძლის ტორტი პამიდვრით

დაგჭირდებათ:

  • 700 გრ. საქონლის ღვიძლი
  • 1 თავი ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით
  • 200 გრ. არაჟანი
  • 3 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • 200 გრ. მაგარი ყველი
  • 6 ცალი პამიდორი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • ნიორი გემოვნებით

მომზადების წესი:

  • გაატარეთ ერთად საქონლის ღვიძლი და ხახვი. დაუმატეთ არაჟანი, კვერცხი, მარილი, პილპილი და ნელ-ნელა ფქვილი. კარგად გადაურიეთ ერთმანეთს.
  • შეწვით ბლინები და გააციეთ.
  • გახეხეთ მაგარი ყველი წვრილა,  გაჭყლიტეთ ნიორი და გადაურიეთ ორივე მაიონეზს.
  • დაჭერით პამიდორი თხელ რგოლებად.
  • დაიწყეთ ტორტის აწყობა. დადეთ ბლინი, წაუსვით მაიონეზის მასა, დაადეთ მეორე ბლინი და შემდეგ დაჭრილი პამიდორის ნაჭრები. გემოვნებით მოაყარეთ პილპილი და მარილი.
  • ასე ფენა-ფენა ააწყვეთ ტორტი და შემდეგ გადაიტანეთ მაცივარში 2 საათით.
  • წვრილად დაჭერით მწვანილი და მაგიდაზე გადატანმდე მოაყარეთ ტორტს.

ღვიძლის ტორტი ყველა გემოვნებისთვის: 3 ორიგინალური რეცეპტი

ღვიძლის ტორტი კვერცხით და მოშუშული ხახვით

დაგჭირდებათ:

  • 600 გრ. ქათმის ღვიძლი
  • 5 თავი ხახვი
  • 9 ცალი კვერცხი
  • 3 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • 4 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • 1 ს.კ. ნაღების კარაქი
  • მაიონეზი გემოვნებით

მომზადების წესი:

  • გაატარეთ ერთად ქათმის ღვიძლი და 2 თავი ხახვი. დაუმატეთ 3 კვერცხი, ფქვილი, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ.
  • შეწვით ღვიძლის ბლინები და გააციეთ.
  • დანარჩენი კვერცხი მოხარშეთ, გააციეთ და დაჭერით წვრილად.
  • 3 თავი ხახვი დაჭერით რგოლებად. მოშუშეთ ნაღების კარაქში და ზეთში მოოქროსფერო ფერის მიღებამდე.
  • მოშუშული ხახვი გადაურიეთ კვერცხს და მიონეზს. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
  • დაიწყეთ ტორტის აწყობა. ფენა-ფენა დადეთ ბლინი და შემდეგ მაიონეზი. მზა ტორტი გადაიტანეთ მაცივარში 2 საათით.
  • მოაყარეთ ზევიდან წვრილად დაჭრილი მწვანილი.

ღვიძლის ტორტი ყველა გემოვნებისთვის: 3 ორიგინალური რეცეპტი
ამ რეცეპტით მომზადებული ტორტები უგემრიელესი გამოდის. ასე ხომ ბლინები გამოდის ფაფუკი, ხოლო გულსართი ნაზი არომატის.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია