გემრიელი საგაზაფხულო სალათები: 4 მარტივი რეცეპტი

გემრიელი საგაზაფხულო სალათები: 4 მარტივი რეცეპტი
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ჩვენ სიამოვნებით ვცვლით ჩვენს რაციონს. ამ დროს მოდის ვიტამინებით სავსე, ახალი, მსუბუქი და საგაზაფხულო სალათების პერიოდი.

ჩემთვის გაზაფხული არა კალენდარის მიხედვით, არამედ ბაზარში მწვანე ხახვის და ბოლოკის გამოჩენით იწყება. ამ  ინგრედიენტებისგან ვამზადებ დიდი რაოდენობით ბოსტნეულის სალათს. დღეს მოგიმზადეთ რამოდენიმე რეცეპტი, რომელიც ძალიან კარგად შეეფერება საგაზაფხულო დღეებს.

მარტივი საგაზაფხულო სალათები: 4 რეცეპტი ნებისმიერი გემოვნებისთვის

სალათი ბოლოკით, კარტოფილით და კომბოსტოთი

გემრიელი საგაზაფხულო სალათები: 4 მარტივი რეცეპტი
დაგჭირდებათ:

  • 500 გრ. ახალი კარტოფილი
  • 350 გრ. კომბოსტო
  • მწვანე ხახვი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით
  • 150 მლ. კეფირი
  • 250 გრ. ბოლოკი
  • 2 ს.კ. მაიონეზი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • 1 ჩ.კ. მდიგვის მარცვალი

მომზადების წესი:

  1. მოხარშეთ კარტოფილი, გააციეთ და დაჭერით კუბიკებად.
  2. წვრილად დაჭერით ბოლოკი, მწვანე ხახვი, მწვანილი და კომბოსტო.
  3. გადაურიეთ ერთმანეთს მაიონეზი, კეფირი, მდოგვის მარცვალი, მარილი და გაჭყლეტილი ნიორი.
  4. ყველა ინგრედიენტი კარგად გადაურიეთ ერთმანეთს ღრმა თასში და თქვენი სალათიც მზადაა.

ვიტამინებით სავსე სალათი ღანძილით

გემრიელი საგაზაფხულო სალათები: 4 მარტივი რეცეპტი
დაგჭირდებათ:

  • 5 ცალი კვერცხი
  • 1 კონა ღანძილი
  • მწვანე ხახვი გემოვნებით
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • 2 ს.კ. მაიონეზი

მომზადების წესი:

  1. კარგად გარეცხეთ მწვანილი, გააშრეთ და დაჭერით წვრილად.
  2. კარგად მოხარშეთ კვერცხი, გააციეთ და დაჭერით კუბიკებად.
  3. გადაურიეთ ერთმანეთს მაიონეზი, არაჟანი, მარილი და პილპილი.
  4. ყველა ინგრედიენტი გადაურიეთ ერთმანეთს ღრმა თასში და თქვენი სალათიც მზადაა.

სალათი კიტრით და ზეთის ხილით

გემრიელი საგაზაფხულო სალათები: 4 მარტივი რეცეპტი
დაგჭირდებათ:

  • 4 ცალი კიტრი
  • 100 გრ. ზეთის ხილი
  • მწვანე ხახვი გემოვნებით
  • 1 ჩ.კ. მდოგვის მარცვალი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კიტრი და ზეთის ხილი დაჭერით კუბიკებად.
  2. მწვანილი და მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად.
  3. ინგრედიენტებს მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. თქვენი სალათიც მზადაა.

საგაზაფხულო სალათი ბრინზა ყველით

გემრიელი საგაზაფხულო სალათები: 4 მარტივი რეცეპტი
დაგჭირდებათ:

  • 600 გრ. თეთრი კომბოსტო
  • 3 ცალი კიტრი
  • 150 გრ. ბრინზა
  • მწვანე ხახვი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით
  • 6 ს.კ. არაჟანი
  • 1 ჩ.კ. მდოგვის მარცვალი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

დაჭერით კომბოსტო, ბრინზა ყველი, კიტრი, მწვანე ხახვი და მწვანილი.

გადაურიეთ არაჟანი, მდოგვის მარცვალი, მარილი და პილპილი.

ყველა ინგრედიენტი გადაურიეთ ღრმა თასში და თქვენი სალათიც მზადაა!

ამ რეცეპტების თქვენებურად გადაკეთებაც შეგიძლიათ, მაგალითად სხვადასხვა ბოსტნეულის ჩამატებით ან ჩანაცვლებით. აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
გემრიელი საგაზაფხულო სალათები: 4 მარტივი რეცეპტი
ბრინჯი სახსრების სამკურნალოდ