შოკოლადის და ბანანის დესერტი ფქვილის და შაქრის გარეშე

შოკოლადის და ბანანის დესერტი ფქვილის და შაქრის გარეშე

მათ, ვისაც არ უყვართ ცომთან და ზოგადად ფქვილთან ურთიერთობა, ნამდვილად მოეწონებათ ეს რეცეპტი. რადგან ამ დესერტს არ ჭირდება გამოცხობა – ეს არის შესანიშნავი აღმოჩენა დიასახლისებისთვის. ამ გემრიელობის მომზადებას ახვეული თვალებითაც კი შეძლებთ.

მინდა ავღნიშნო, რომ ამ ფაფუკი დესერტის მომზადება შესაძლებელია მხოლოდ ორი ინგრედიენტით. დიახ, ეს სიმართლეა. თქვენ მხოლოდ ბანანით და შოკოლადით შეგიძლიათ უგემრიელესი დესერტის მომზადება. არც ფქვილის და არ შაქრის გამოყენება არ დაგჭირდებათ. მისი მიღება თამამად შეუძლიათ მათაც, ვინც მკაცრად აკონტროლებს წონას, რადგან თქვენი ფიგურა ნამდვილად არ დაზიანდება ამ დესერტის ერთი ნაჭრით.

თუ უფრო განსხვავებული გემოს მიღება გსურთ, შეგიძლიათ დაუმატოთ ბერძნული კაკალი ან ნუში. დაანაკუწეთ კაკალი, გადაურიეთ მოცვს და დაუმატეთ შოკოლადი-ბანანის ნაზავს.

დაგჭირდებათ:

  1. შავი შოკოლადი 200 გრ.
  2. ბანანი 350 გრ.
  3. დარიჩინი 1 ჩ.კ.

მომზადების წესი:

  • პირველ რიგში გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე.

შოკოლადის და ბანანის დესერტი ფქვილის და შაქრის გარეშე

  • გაასუფთავეთ ბანანი კანისგან და დააბლენდერეთ რბილობი.

შოკოლადის და ბანანის დესერტი ფქვილის და შაქრის გარეშე

  • მიღებულ მასას დაუმატეთ დარიჩინი, გამდნარი შოკოლადი და კარგად გადაურიეთ სილიკონის კოვზის დახმარებით.

შოკოლადის და ბანანის დესერტი ფქვილის და შაქრის გარეშე

  • სასურველ ფორმაში ჩააფინეთ კალკის ქაღალდი, ჩაასხით მიღებული მასა, გაათანაბრედ ზედაპირი და შეინახეთ მაცივარში 3 საათით.

შოკოლადის და ბანანის დესერტი ფქვილის და შაქრის გარეშე

ეს დესერტი იდეალურია ყავასთან ან ჩაისთან ერთად. შავი შოკოლადის და ბანანის კომბინაცია გულგრილს ნამდვილად არავის დატოვებს. ეს დესერტი თამამად შეგიძლიათ მიართვათ სტუმრებსაც.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
შოკოლადის და ბანანის დესერტი ფქვილის და შაქრის გარეშე
ხალხური საშუალება პარაზიტების წინააღმდეგ