რითი არის სასარგებლო ბალბა: ყვავილის სამკურნალო თვისებები

რითი არის სასარგებლო ბალბა: ყვავილის სამკურნალო თვისებები

იცოდით, რომ ორგანისზმისთვის ბალბა გვირილაზე არანაკლებ სასარგებლო მცენარეა? დიახ,დიახ ეს ასეა. ეს ულამაზესი ყვავილი არა მხოლოდ თვალს ახარებს, არამედ ამშვიდებს ნერვებსაც. ტყუილად კი არ აქვთ ბებიებს ის როგორც სახლში, ასევე ბაღში. თუ რა სასარგებლო თვისებები აქვს ბალბას და როგორ გამოვიყენოთ ის სწორად, ამას სტატიაში გაეცნობით.

დავიწყოთ იქიდან, რომ ბალბას არომატს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. ის ხსნის დაღლილობას და სტრესის ნიშნებს. თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილი, მაშინ გირჩევთ საძინებელ ოთახში დაიდგათ ეს მცენარე. ის თქვენი პირადი ექიმი გახდება.

როგორ მოვაგროვოთ და გამოვაშროთ ბალბა (გერანი)

რითი არის სასარგებლო ბალბა: ყვავილის სამკურნალო თვისებები
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც მისი ფესვები, ასევე მიწი ზედა ნაწილებიც. მცენარის მოგრივება ხდება ყვავილობის პერიოდში (ივნისიდან შემოდგომის ბოლომდე). ბალბის ყვავილებს და ფოთლებს აშრობენ ჰაერზე, არაუმეტეს 45 გრადუსზე.

გამომშრალი ყვავილი უნდა შეინახოთ ნაჭრის ტომრებში, რათა მოხდეს მისი განიავება. მისი გამოყენება შეგიძლიათ 2 წლის განმავლობაში.

რა სასარგებლო თვისებები აქვს გამომშრალ ბალბას

რითი არის სასარგებლო ბალბა: ყვავილის სამკურნალო თვისებები
ბალბის გამომშრალი ფოთლებისგან და ყვავილებისგან ამზადებენ ჩაის და ნაყენს. ისინი მდიდარია ეთერზეთებით, რომელიც დაჯილდოვებული არიან უამრავი სამკურნალო თვისებით. მაგალითად, ბალბის ნაყენი გამოიყენება როგორც ბუნებრივი ანტისეპტიკური და ტკივილგამაუჩებელი საშუალება.

ის აჩერებს სისხლდენას, ხელს უშლის შეშუპებას და ანადგურებს ბაქტერიებს. გარდა ამისა, ბალბის სასმელი შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა. ნაყენი ეფექტურია რესპირატორული დაავადებების პირველი სიმპტომების დროს. მას იყენებენ ყელის ტკივილის, ოტიტის და ცხვირის დახშობის დროს.

რითი არის სასარგებლო ბალბა: ყვავილის სამკურნალო თვისებები
ბალბის ფესვის ნახარშს იყენებენ ლოსიონის სახით. ის აგვარებს კანის დაავადებებს და დერმატიტს. გარდა ამისა, ნახარშის გამოყენება შეგიძლიათ ლოსიონის სახით პიგმენტური ლაქების და გამონაყარის წინააღმდეგ. შეგიძლიათ გაიწმინდოთ სახე, კისერი, დეკოლტეს ზონა და ხელები.

რითი არის სასარგებლო ბალბა: ყვავილის სამკურნალო თვისებები
თქვენ გსმენიათ ოდესმე ბალბის სამკურნალო თვისებების შესახებ? თუ უბრალოდ ჩემსავით ტკბებოდით მისი ყვავილების სილამაზით. როგორც ჩანს ოთახის მცენარეებიდან არა მხოლოდ ალოე გამოგადგებათ კოსმეტოლოგიაში.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
რითი არის სასარგებლო ბალბა: ყვავილის სამკურნალო თვისებები
როგორ ამოვიყვანოთ ცხიმის ლაქა სახლის პირობებში: 5 მეთოდი