როგორ მოვაშოროთ კარადიდან უსიამოვნო სუნი ბრინჯის დახმარებით
იმის გამო, რომ კარადა ძირითადად დახურულია, მასში არ ხდება წესივრად ჰაერის ცირკულაცია. ხოლო სიცივე და ნესტი საბოლოოდ იწვევს სოკოს გაჩენას ზედაპირებზე.
ობთან ერთად ჩნდება უსიამოვნო სუნიც. ეს ნამდვილად ძალიან დიდი დისკომფორტია, რადგან კარადაში მოთავსებული ტანსაცმელი ახლიდან ხდება გასარეცხი. ამასთან ერთად ეს ყველაფერი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.
სწორედ ამ დროს უნდა გაგახსენდეთ ბრინჯი, რომელიც ძალიან კარგად იწოვს სინესტეს და მასთან ერთად უსიამოვნო სუნსაც. კარადის დასამუშავებლად გეყოფათ მხოლოდ 100-200 გრ. ბრინჯი.
ბრინჯის ტენიანობის შთამნთქმელი
მაშ ასე, აიღეთ ყველაზე დაბალ ფასიანი თეთრი ბრინჯი. ერთი მუჭა ჩაყარეთ ჭიქაში ან რაიმე თასში. ჭურჭლის თავზე გადაჭიმეთ მარლა და დაამაგრეთ. მოათავსეთ ის რომელიმე თაროზე რაც შეიძლება ღრმად.
უკეთესი და ბევრად სასიამოვნო შედეგისთვის დაუმატეთ 20-30 წვეთი თქვენთვის ასურველი ეთერზეთი. თუ თქვენ აირჩევთ ლავანდის, პიტნის ად გერანის ეთერზეთს იცოდეთ, რომ ისინი აფრთხობენ ჩრჩილს. ხოლო ვარდის და ჟასმინის ეთერზეთის გამოყენებისას თქვენი ტანსაცმელი მუდამ სასიამოვნო სურნელის მატარებელი იქნება.
შეგიძლიათ დაამზადოთ ბრინჯის სურნელოვანი პაკეტებიც. ამისთვის რამოდენიმე ნაჭრის პატარა ტომარა დაგჭირდებათ. ჩაყარეთ მასში ერთი მუჭა ბრინჯი და რამოდენიმე წვეთი სასურველი ეთერზეთი. მოუკარით თავი ტომრებს და ჩამოკიდეთ კარადაში.
ბრინჯის გამოცვლა საჭიროა თვეში ერთხელ და არ დაგავიწყდეთ კარადების განიავებაც. თქვენ აღარასდროს შეგაწუხებთ უსიამოვნო სუნი, ობი ან სოკო თქვენ კარადაში.
ეხლა უკვე იცით, რომ არანაირი ქიმიური ან ძვირადღირებული საშუალებები არ არის საჭირო კარადიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად. საკმარისია მხოლოდ რამოდენიმე მუჭა ბრინჯი, ცოტაოდენი ეთერზეთი და მინიმალური დრო.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.