რატომ უნდა ჩავდოთ სარეცხ მანქანაში ფოლგის ბურთები

რატომ უნდა ჩავდოთ სარეცხ მანქანაში ფოლგის ბურთები

ადრე სარეცხის რეცხვა ერთ-ერთი ყველაზე რთული საშინაო საქმე იყო.  ქალებს ტანსაცმლის და საწოლის თეთრეულის ხელით რეცხვა უწევდათ. ეხლა ყველაფერი მარტივადაა – შეაგდე მანქანაში და ერთ საათში ყველაფერი მზადაა. ჭკვიანი ტექნიკა თავად შეგატყობინებთ რეცხვის დასრულების შესახებ. ამის მიუხედავად დიასახლისები მაინც არ წყვეტენ ნივთების მოვლის გაუმჯობესების მეთოდის ძებნას. მაგალითად: ისინი აწყობენ ფოლგის ბურთებს სარეცხ მანქანაში.

რატომ უნდა ჩავდოთ სარეცხ მანქანაში ფოლგის ბურთები
მეც მივმართავ ზოგჯერ მსგავს ხრიკებს. მათი დახმარებით ნივთები ბევრად კარგად გამოიყურება. ინტერნეტიდან უამრავი რჩევა ამოვიკითხე და გამოვცადე. ზოგიერთი მათგანი ნამდილად მუშაობს, ზოგი კი უბრალოდ მიუღებელია რეცხვის პროცესისთვის. დღეს გაგიზიარეთ 6 ყველაზე წარმატებულ ხრიკს. დაგაინტერესათ ხომ? მაშინ დავიწყეთ!

ფოლგის ბურთები და სხვა ხრიკები სარეცხის გასარეცხად

ტანსაცმელზე ლაქებს თმის საშრობით ვაცხელებ

თუ უფროსები ყველანაირად თავს არიდებენ ტანსაცმელზე ლაქების გაჩენას, ბავშვები ამ მხრივ პირიქით იქცევიან. ზოგიერთი ლაქა იმდენად ცუდია, რომ უბრალოდ მეთოდით მათი მოშორება უბრალოდ შეუძლებელია და ნივთი ნაგავში გადასაგდები ხდება. თუმცა ამ შემთხვევაშიც არ ღირს ხელის ჩაქნევა.

რატომ უნდა ჩავდოთ სარეცხ მანქანაში ფოლგის ბურთები
ჯერ სცადეთ მისი გაცხელება თმის საშრობის დახმარებით. ეს ხრიკი გააძლიერებს სარეცხი ფხვნილის მოქმედებას დაბინძურებულ მონაკვეთზე. მეთოდი უფრო ეფექტური გახდება თუ გაცხელებულ ადგილზე წაუსმევთ ჭურჭლის სარეცხ საშუალებას.

სპორტულ ტანსაცმელს ვასხავ ძმარს

ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ ტანსაცმელი იჟღინთება ოფლის არასასიამოვნო სუნით, ხოლო ქსოვილზე შესაძლოა გაჩნდეს ლაქები. იმისთვის, რომ ტანსაცმელი იყოს ახალივით, წინასწარ დაასველეთ ის ძმრიანი წყლით და დატოვეთ 1 საათით. ნახევარი ჭიქა თეთრი ძმარი ამისთვის სავსებით საკმარისია. როგორც ცნობილია ის კარგად აცილებს ცხიმს, ასუფთავებს და არბილებს ქსოვილს. ამიტომ არის ის ასეთი პოპულარული.

ქუდებს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ვრეცხავ

ქუდების მოყვარულებმა იციან, რომ მათი გარეცხვა ჩვეულებრივ სარეცხ მანქანაში არ შეიძლება, რადგან ფორმას დაკარგავენ. პირვანდელი სახის შენარჩუნებლად მისი გარეცხვა ხელით გვიწევს ხოლმე. თუმცა არსებობს ერთი ორიგინალური ხრიკი: გარეცხეთ ის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, მოათავსეთ ზედა თაროზე.

რატომ უნდა ჩავდოთ სარეცხ მანქანაში ფოლგის ბურთები

ტანსაცმელს საპარს ქაფს ვუსმევ

როცა ჩემს ტანსაცმელზე ხვდება კოსმეტიკა, პირველ რიგში გავბრივარ აბაზანაში. არა ლაქების ამოსარეცხად, არამედ ცოტაოდენი მეუღლის საპარსი ქაფის მოსატაცებლად. ის ყველა ძვირადღირებულ საშუალებაზე უკეთ ართმევს ამ დავალებას თავს. ამის შემდეგ თამამად შეგიძლიათ გარეცხოთ თქვენი ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში. აი ნახავთ, ლაქები უბრალოდ გაქრება.

ცხიმიან ლაქებს ცარცით ვაქრობ

კატლეტის ნაჭერი ან შემწვარი კარტოფილი დაეცა თქვენს ტანსაცმელს? არ იდარდოთ! მთავარია, რო  მარაგში გქონდეთ ერთი ნატეხი ცარცი მაინც. წაუსვით ის ცხიმიან ადგილს და გარეცხეთ. ცარცი უცებ იწოვს ცხიმს, რაც არ აძლევს მას ქსოვილში ჩარჩენის უფლებას. დაახლოებით ასევე მოქმედებს მარილიც.

რატომ უნდა ჩავდოთ სარეცხ მანქანაში ფოლგის ბურთები

ფოლგას ვათავსებ სარეცხ მანქანაში

დაელექტროებული ტანსაცმელი არა მხოლოდ სხეულზე გვეწებება, არამედ ჩემს თმებს ყალყზე აყენებს. დამეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად გამაღიზიანებელია. ამის აღმოსაფხვრელად ნივთებს ყოველთვის ვრეცხავ რამოდენიმე ფოლგის ბურთთან ერთად. ალუმინი სრულად განმუხტავს ნივთებს.

რატომ უნდა ჩავდოთ სარეცხ მანქანაში ფოლგის ბურთები
ჩემი დაქალი მუდამ გაკვირვებულია, რომ ყველაფრიდან შემიძლია გამოსავალის მოძებნა. აი ამიტომ მიყვარს სასარგებლო რჩევების აგროვება. კარგია, როცა ყველაფრისთვის მზად ხარ.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია