როგორ უნდა შევინახოთ შაქარი სწორად

როგორ უნდა შევინახოთ შაქარი სწორად

შაქარი ის პროდუქტია, რომელსაც შესანახადაც ვყიდულობთ საკმაოდ დიდი რაოდენობით. ის დიდხანს არ ფუჭდება და საკმაოდ ხშირად გვჭირდება. მაგალითად კომპოტების და მურაბების დამზადების პერიოდში. დღეს გეტყვით როგორ უნდა შეინახოთ შაქარი ისე, რომ არ დაკარგოს ხარისხი.

როგორც ჩანს ეს პროდუქტი არც ისე უპრეტენზიოა. შეიძლება ისიც კი არასწორად ინახებოდეს და ამან იმოქმედოს პროდუქტზე. ყველაზე სახიფათო ამ პროდუქტისთვის არის ტენიანობა და მკვეთრი სუნები. მოგიყვებით როგორ არ უნდა გაგიფუჭდეთ შაქარი!

როგორ უნდა შევინახოთ შაქარი სწორად

როგორ შევინახოთ შაქარი

ტემპერატურა და ტენიანობა

შაქრისთვის იდეალური ადგილი არის კედლის კარადა, რომელიც განთავებულია შორს სათბობისგან და ნებისმიერი გამაცხელებელი მოწყობილობისგან. ოპტიმალური ტემპერატურა და ტენიანობა – არა უმეტეს 22 გრადუს ცელსიუსისა და შესაბამისად 70 %. ასეთ პირობებში პროდუქტი არ დაინესტება.

როგორ უნდა შევინახოთ შაქარი სწორად

მეზობლები

შაქარი საკმაოდ სწრაფად იწოვს უცხო სუნებს. ამიტომ იზრუნეთ, რომ შაქრის ჭურჭელი შორს იყოს ასეთი პროდუქტებისგან. შაქრისთვის საუკეთესო მეზობლები არიან მაკარონი, ფქვილი და მარცვლეული.

როგორ უნდა შევინახოთ შაქარი სწორად

შესანახი ჭურჭელი

შაქრის შენახვას პოლიეთილენის პარკში არ გირჩევთ. გადაიტანეთ პროდუქტი ჰერმეტულად დაცულ ჭურჭელში. ყველაზე კარგია შუშის ქილა. თუ თქვენ ინახავთ მას დიდი ტომრით, დაადგით ზევიდან ბრინჯით სავსე ჭურჭელი რათა მან შეიწოვოს ზედმეტი ტენი. თუ ტომარა გახსნილია, მაშინ ჭურჭელი ჩადგით შიგნით.

როგორ უნდა შევინახოთ შაქარი სწორად

კოშტების პროფილაქტიკა

ხდება, რომ თქვენ ვერ მიაქცეთ ყურადღება შენობის ტენიანობას და ამის გამო შაქარში წარმოიქმნა კოშტები. ამის თავიდან ასაცილებლად დრო და დროა შეანჯღრიეთ შაქრის ჭურჭელი.

როგორ უნდა შევინახოთ შაქარი სწორად

შესანახად შეუფერებელი ადგილი

შაქრის შესანახად ყველაზე ცუდ ადგილად დარწმუნებით შემიძლია დავასახელო აივანი. მაღალი ტემპერატურა ზაფხულში, დაბალი ზამთარში, არაპროგნოზირებადი ტენიანობა.  ეს ყველაფერი საკმარისია არა მხოლოდ პროდუქტის დასანესტად, არამედ მასში წებოვანი სიროფის წარმოსაქმნელად. შენახვის ვადა მომენტალურად მცირდება!

როგორ უნდა შევინახოთ შაქარი სწორად

როგორ შევარჩიოთ შაქარი დიდხანს შესანახად

რაც არუნდა ეცადოთ სწორად მოაუროთ შაქარს, ბევრია დამოკიდებული იმაზე თუ როგორ ინახებოდა ის საწყობში ან მაღაზიაში. არაკეთილსინდისიერ გამყიდველებს აწყობთ, რომ ის იყონს ტენიანი, რადგან ამ შემთხვევაში ბევრად მეტს იწონის.

მიაქციეთ ყურადღება შაქრის გარეგნულ მხარეს. ის მარტივად უნდა მოძრაობდეს შეფუთვის ერთი ნაწილიდან მეორეში. არ უნდა ჰქონდეს მოყვითალო შეფერილონა ან კოშტები. წონის შაქრის შეძენისას შესაძლებელია დამატებითი ტესტის ჩატარება. მოუჭირეთ ხელი პროდუქტს და ნახეთ შედეგი. კარგი შაქარი დაიფშვნება, ხოლო ცუდი გადაიზილება.

როგორ უნდა შევინახოთ შაქარი სწორად
სწორად შენახვის შემთხვევაში პროდუქტი დიდხანს გემსახურებათ. ყველა პირობის შესრულებისას მისი შენახვა 8 წლითაც არის შეასძლებელი.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია