დაამზადეთ სახლის სათბური ბოთლისგან

დაამზადეთ სახლის სათბური ბოთლისგან

მებაღეები საოცარი ხალხი არიან, მათ შეუძლიათ ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნივთი ძალიან კარგად გამოიყენონ კონკრეტული მიზნისთვის. მაგალითისთვის ავიღოთ პლასტმასის ბოთლი, რომლისგანაც ისინი ამზადებენ პატარა, მაგრამ საკმაოდ ეფექტურ სათბურს. დღეს სწორედ ასეთი სათბურის დამზადების პორცესს გაგიზიარებთ.

დაამზადეთ სახლის სათბური ბოთლისგან

სათბური ბოთლისგან

თეორიულად ნებისმიერი პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება შეგიძლიათ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცულობის გესაჭიროებათ თქვენ. ჩვენ გირჩევდით ჩვეულებრვი 5-6 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლების გამოყენებას. ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი საკუთარი ხელით სათბურის დასამზადებლად.

დაამზადეთ სახლის სათბური ბოთლისგან

  • მოაცილეთ ბოთლს თავსახური და ხელის მოსაკიდი.
  • გაჭერით ბოთლი ზუსტად შუაზე, ზევიდან ქვევით. გაჭრის პროცესის გასამარტივებლად, წინასწარ მონიშნეთ ადგილი.

დაამზადეთ სახლის სათბური ბოთლისგან

  • მნიშვნელოვანია, რომ ბოთლი არ გაჭრათ ბოლომდე.
  • უნდა გააკეთოთ ისე, რომ ის მარტივად იღებოდეს და იკეტებოდეს.
  • ეხლა უკვე შეგიძლიათ დაყაროთ შიგნით მიწა.
  • უფრო მეტად ბუნებრივი გარემოს შესაქმნელად შეგიძლაით ზევიდან თოვლის დადებაც. (თუ სეზონურად ასე უწევს)

დაამზადეთ სახლის სათბური ბოთლისგან

  • დარგეთ სასურველი თესლი, დააფარეთ თავსახური და დააწებეთ გადაჭრილი ნაწილი.
  • მიაქციეთ ყურადღება, რომ ძირში არ გაჩერდეს დიდდხანს წყალი, რადგან ეს გამოიწვევს სოკოს ან ობის გაჩენას.

ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების. საკუთარი ხელით დამზადებული ნივთები არა მხოლოდ სასიამოვნო გამოსაყენებელი, არამედ საკმაოდ ეკონომიურიცაა.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია