გომასიო

გომასიო

არ ღირს იაპონური სანელებლების განსჯა მხოლოდ ცხარე ვასაბის და ძალიან მარილიანი სოიოს სოუსის მიხედვით. ამომავალი მზის ქვეყნის კულტურა უამრავი ნიუანსითაა სავსე, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე სანელებლებს ეხება. 701 წელს იმპერატორის კარზე სპეციალური საბჭოც კი შეიქმნა ამ საკითხთან დაკავშირებით.
მომზადების წესს ადგენს ე.წ. ,,ხუთი ც-ს წესი,,: შაქარი, მარილი, ძმარი, სოიოს სოუსი, მისო, რომელიც უნდა დაემატოთ სწორედ ასეთი თანმიმდევრობით. თუმცა ამ დანამატების გარდა, გსმენიათ თუ არა რაიმე გომასიოზე?

იაპონური სუნელი

გომასიო

გამომგონებელმა იაპონელებმა მარილთან ერთად გადაწყვიტეს სეზამის მარცვლის გახეხვა, რომლითაც მიიღეს მარილიანი და არომატული სანელებელი. ისინი მიიჩნევენ, რომ საკვებში მარილის რაოდენობა მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს.

იაპონიამ სწორედ კულინარიის წყალობით დაიმსახურა ხანგრძლივი სიცოცხლის მქონე ქვეყნის რეპუტაცია. გომასიოს სამართლიანად უწოდებენ ხანგრძლივის სიცოცხლის სანელებელს და ამისთვის არის რამოდენიმე მიზეზი. პირველ რიგში მას ამზადებენ სახლის პირობებში ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე. მეორე რიგში, ეს არის ორიგინალური მეთოდი სეზამის ამ რაოდენობით მიღებისთვის, რათა მან დადებითად იმოქმედოს ორგანიზმზე.

გომასიო

დააკვირდით რითი არის შეზავებული წყალმცენარეების ცნობილი სალათი ჩუკა ან განთქმული ქათამი ტერიაკის სოუსში, სეზამით! უბრალოდ გახეხილ მდგომარეობაში ის ბევრად კარგად აითვისება ორგანიზმის მიერ და მასთან ერთად დაბერების პროცესის შემანელებელი ანტიოქსიდანტი სეზამინი, ვიტამინები A, B, C და E ჯგუფის ვიტამინები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამინომჟავები.
ამ კომპოენტების ერთობლივი მოქმედება ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს, ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს, ხოლო დიდი რაოდენობით კალციუმი აძლიერებს ძვლებს. სეზამის ზეთი დადებითად მოქმედებს კანის და თმების ჯანმრთელობაზე.

გომასიო

ყურადღება: იმისთვის, რომ მოამზადოთ სასარგებლო გომასიო, სასურველია რომ არ მოხალოთ დამზადების წინ სეზამი. თუმცა სწორედ მოხალული სეზამი აძლევს მას განსხვავებულ არომატს.

გომასიოს რეცეპტი

დაგჭირდებათ:

  • 15 ს.კ. სეზამის მარცვალი
  • 1 ს.კ. მარილი

გომასიო

გამოიყენეთ ოქროსფერამდე მოხალული სეზამი ან მოუხალავი. გადაურიეთ ის მარილს და დააქუცმაცეთ ყავის საფქვავში ან ბლენდერში. ამის შემდეგ გადაიტანეთ გომასიო შუშის ქილაში და შეინახეთ მშრალ, ბნელ ადგილზე.

ეს სანელებელი მოგვაგონებს ქვიშას, განსაკუთრებით მაშინ როცა სეზამი მოხალულია.

გომასიო

და სად დავამატოთ გომასიო? ეს ძალიან მარტივია! იაპონელებს უყვართ რამოდენიმე მწიკვის დამატება ბრინჯში, რათა მიანიჭონ მას განსაკუთრებული არომატი. მას ასევე იყენებენ ბაზის სახით: მაგალითად ცოტაოდენი წითელი წიწაკის დამატებით თქვენ მიიღებთ პიკანტურ სანელებელს. სეზამის ეს რეცეპტი ძალიან პოპულარულია, როცა საქმე ეხება ისეთ კერძებს, როგორიცაა: ონიგირი ან სეკიხანი.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია