დღევანდელ ბაზარზე იმდენად მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი პორდუქცია, რომ ხშირად ვერც ვასწრებთ მათ ბოლომდე მოხმარებას, რადგან მუდამ სიახლისკენ მიგვიწევს გული. მაგალითისთვის ავიღოთ კოსმეტიკა, როგორ მივიღოთ მათგან მაქსიმალური სარგებელი? ვადაგასულის მოხმარება ხომ სასტიკად აკრძალულია.
დღევანდელ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ, თუ რა უნდა ვუყოთ კოსმეტიკის ნარჩენებს რათა გული აღარ დაგვწყდეს ნახევრად სავსე კოლოფების გადაყრისას.
რა ვუყოთ კოსმეტიკის ნარჩენებს
შამპუნი ან შხაპის გელი
შამპუნის ან შხაპის გელის გამოყენება შეგუძლიათ სარეცხი ფხვნილის მაგივრად. დელიკატური რეცხვისთვის მათი გამოყენება იდეალური გამოსავალია, ოღონდ კარგად გაავლეთ წყალში.
კრემი
თუ თქვენს კრემს ან ტანის რძეს ვადა გაუვიდა და ამ დროს ის საკმაოდ ბევრია დარჩენილი, არ იჩქაროთ მათი გადაყრა. მათი გამოყენება შეგიძლიათ ნატურალური ტყავის ნაწარმის მოსავლელად. მთავარია კრემს ან ტანის რძეს არ ჰქონდეს ძალიან სქელი ტექსტურა. წაუსვით კრემი ან რძე გაუფერულებულ ტყავის ნაწარმს, დაელოდეთ ცოტა ხანი და შემდეგ გაწმინდეთ ქაღალდის ხელსაწმენდით.
სუნამო
თუ სუნამოს სურნელი უკვე მოგბეზრდათ ან არც ისე ძალიან მოგწონთ, შეგიძლიათ მათი გამოყენება თეთრეულის არომატიზატორად. რეცხვის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე დაუმატეთ რამოდენიმე წვეთი ან მიასხურეთ ქაღალდს და მოათავსეთ კარადაში.
ტუჩის ბალზამი
ვადაგასული ჰიგიენური საშუალება კუტიკულის ზეთის შესანიშნავი ალტერნატივაა, ის ძალიან კარგად არბილებს კანს.
ტუშის ჯაგრისი
გარეცხეთ ჯაგრისი ტუშის ნარჩენებისგან და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას წარბების დასავარცხნად, წამწამების განსაცალკევებლად და ფრჩხილების გასაწმენდადაც კი.
დაფხვნილ პუდრს იყენებენ რეზინის ფეხსაცმლის შესანახად. ის ასრულებს ტალკის ფუნქციას. უბრალოდ ჩაყარეთ ის რეზინის ფეხსაცმელში და შეინახეთ მომავალ სეზონამდე.
ფრჩხილის ლაქი, თვალის ფანქარი, თვალის ლაინერი
ამ საშუალებების გამოყენება შეგიძლიათ შემოქმედებისთვის. მათი საშუალებით შესანიშნავი დეკორაციების გაკეთება შეგიძლიათ.
როგორც ხედავთ არ ღირს კოსმეტიკური ნარჩენების გადაყრა. თუმცა არც ის დაგავიწყდეთ, რომ ვადაგასული პროდუქციის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.