რისთვის არის მდოგვის ფხვნილი სასარგებლო: გამოყენების 5 მეთოდი

რისთვის არის მდოგვის ფხვნილი სასარგებლო: გამოყენების 5 მეთოდი

მდოგვის ფხვნილმა დიდი ხანია გაითქვა სახელი. მას უძველესი დროიდან იყენებენ კულინარიაში, კოსმეტოლოგიაში, ხალხურ მედიცინაში და მებაღეობაშიც კი. ეს ფხვნილი საკმაოდ ხელმისაწვდომია და მისი შეძენა ყველგან არის შესაძლებელი.

რისთვის არის მდოგვის ფხვნილი სასარგებლო: გამოყენების 5 მეთოდი

მდოგვის ფხვნილის გამოყენების მეთოდები

გამოცდილი დიასახლისებისთვის მდოგვის ფხვნილი ერთგული დამხმარეა საშინაო საქმეებში. მისი გამოყენებით შესაძლებელია მავნებლებისგან განთავისუფლება, ასევე კანისა და თმების მოვლა. მისგან უგემრიელესი კერძები მზადდება და ამასთან ერთად ის არაჩვეულებრივი ლაქების ამომყვანი საშუალებაა. ამ ნატურალური ფხვნილის გამოყენება თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო სფეროშია შესაძლებელი. შეგვიძლია რამოდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ:

სარეცხი საშუალება

რისთვის არის მდოგვის ფხვნილი სასარგებლო: გამოყენების 5 მეთოდი

იმისთვის, რომ სარეცხი ნამდვილად სუფთად გამოიყურებოდეს, დაამატეთ ცოტა მდოგვის ფხვნილი პირდაპირ დოლურაში. მისი რაოდენობა დაბინძურების ხარისხზეა დამოკიდებული: 50-100 გრ. სავსებით საკმარისია. ამის შემდეგ აირჩიეთ შესაბამისი სარეცხი რეჟიმი და ნახავთ, რომ თეთრეული უბრალოდ იბრწყინებს.

ლაქების ამომყვანი

მდოგვს შეუძლია ამოიყვანოს ლაქები, დიდი ხნის ჩამჯდარიც კი. ამისთვის 250 გრ. ფხვნილი უნდა გახსნათ 5 ლიტრ წყალი და გააჩეროთ 3 საათი. ამის შემდეგ უნდა გადაიტანოთ სხვა ჭურჭელში ნალექის გარეშე და გააცხელოთ 35 გრადუსამდე. მიღებულ სითხეში კარგად გაავლეთ სარეცხი.

დეზინფექცია

მდოგვის ფხვნილი ძალიან კარგია მცირეოდენი ჭრილობების დროს, რადგან მას აქვს სადეზინფექციო ეფექტი. ჭრილობის გარშემო უნდა დაიყაროთ ფხვნილი ცმირე რაოდენობით და დაიცადოთ 5 წუთი. ამის შემდეგ დაიმუშავოთ ცეხლ წყალში დასველებული ბამბის დისკით.

რისთვის არის მდოგვის ფხვნილი სასარგებლო: გამოყენების 5 მეთოდი

ნატურალური საშუალება ჭურჭლის გასარეცხად

იმისთვის, რომ ჭურჭელი ხარისხიანად გარეცხოთ, მდოგვის ფხვნილი გახსენით ცხელ წყალში არაჟნის კონსისტენციის მიღებამდე. ღრუბელით წაუსვით მასა ჭუჭყიან ჭურჭელს და დატივეთ 5 წუთით. ამის შემდეგ კარგად გაავლეთ გამდინარე წყალში.

რისთვის არის მდოგვის ფხვნილი სასარგებლო: გამოყენების 5 მეთოდი

სუნის გამანეიტრალებელი

ალბათ უველას გვინახავს უსიამოვნო სუნის მქონე პლასტმასის ჭურჭელი ან რომელიმე სამზარეულოს ნივთი. ამის მოშორება ძალიან მარტივია: საკმარისი მშრალი ფხვნილით ზედაპირის გაწმენდა და შემდეგ წყლით ჩამორეცხვა. თუ პირველ ჯერზე სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეთ, გაიმეორეთ. ეს ფხვნილი უსიამოვნო სუნს მოაშორებს კარადებსა და სათავსოებშიც.

რისთვის არის მდოგვის ფხვნილი სასარგებლო: გამოყენების 5 მეთოდი

ეს კიდევ არ არის სრული ჩამონათვალი. მისგან ამზადებენ თმის და სახის კანის ნიღბებს, ყვავილის სასუქს და ცხოველის საკვების დანამატსაც კი.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
რისთვის არის მდოგვის ფხვნილი სასარგებლო: გამოყენების 5 მეთოდი
გაეცანით ნივრის ისეთ სამკურნალო თვისებებს, რომელზეც აქამდე არ გსმენიათ.