საჭრელი ხის დაფის სწორად გაწმენდის მეთოდი

საჭრელი ხის დაფის სწორად გაწმენდის მეთოდი

დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს სახლში ერთი ცალი საჭრელი ხის დაფა მაინც. ისინი ძალიან კომფორტულია ხილის, ბოსტნეულის, ხორცის და თევზის დასაჭრელად. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი სოწრად გაწმენდის მეთოდი, რათა თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო სუნი.

საჭრელი ხის დაფის სწორად გაწმენდის მეთოდი ბევრ დიასახლისს აინტერესებს და ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს ეს ინფორმაცია გაგიზიაროთ. ალბათ გინახავთ ძველ ხის დაფაზე ლაქები და გარკვეული სპეციფიკური სუნიც შეგინიშნავთ, ეს სწორედ არასწორი მოვლის შედეგია.

საჭრელი ხის დაფის სწორად გაწმენდის მეთოდი

როგორ გავწმინდოთ სწორად საჭრელი ხის დაფა

არ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში

ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რეცხვა ხდება ძალიან ცხელი წყლის საშუალებით. თუ ჭურჭლისთვის ასეთი რეცხვის რეჟიმი კარგია, ნუ გგონიათ რომ ეს კარგია ხის დაფის გასარეცხადაც. ასეთი რეჟიმის ქვეშ ის მიიღებს დეფორმაციას და შეიძლება გატყდეს კიდეც.

საჭრელი ხის დაფის სწორად გაწმენდის მეთოდი

გამოიყენეთ ცხელი წყალი და ჯაგრისი

ხის დაფა იწოვს სითხეს, ამიტომ მისი გარეცხვისას სიფრთხილე უნდა გამოჩინოთ. ხის დაფის გარეცხვისას გამოიყენეთ ცხელი წყალი, მსუბუქი სარეცხი საშუალება და ჯაგრისი. სარეცხი საშუალება სასურველია რომ იყოს არომატის გარეშე.

საჭრელი ხის დაფის სწორად გაწმენდის მეთოდი

მარილი და ლიმონი

საიდუმლო არ არის, რომ ზოგიერთი პროდუქტი პლასტმასის დაფაზეც კი ტოვებს ლაქებს. ამ შემთხვევაში ხის დაფის გასაწმენდად რეკომენდირებულია მარილის და ლიმონის გამოყენება. ლიმონი შესანიშნავი ანტისეპტიკური და ლაქების ამომყვანი საშუალებაა. მოაყარეთ დაფას მარილი და გადაჭრილი ლიმონის საშუალებით კარგად გაწმინდეთ, შედეგი გაგაოცებთ!

საჭრელი ხის დაფის სწორად გაწმენდის მეთოდიხის დაფის სწორად გაწმენდა რეკომენდირებულია მისი გამოყენებისთანავე, რათა არ დალაქავდეს და არ დაიდოს სპეციფიკური სუნი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რჩევები ბევრ დიასახლისს გამოადგება.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
საჭრელი ხის დაფის სწორად გაწმენდის მეთოდი
6 რამ, რასაც გვირილას ჩაი თქვენს სხეულზე მოახდენს
გვირილის ჩაის 6 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ აქამდე არ იცოდით…