როდის უნდა გავწმიდნოთ უთო?
.უთოს გაწმენდა რეგულარულადაა საჭირო, თუნდაც 6-7 თვეში ერთხელ. თუმცა თუ უფრო ხშირად გაწმენდთ, ეს ბევრად დადებითად აისახება უთოზე. წყლის რეზერვუარში დროთა განმავლობაში წარმოიქმნება ნადები და ობი, გარედან კი მტვერმა იცის ჩაჯდომა ხელით მიუწვდომელ დეტალებში.
როგორ გავწმინდოთ უთო შიგნიდან და გარედან?
რადგან ნალექი ეს არის მარილების, კალციუმის და მაგნიუმის ნაერთი, მასზე ზემოქმედებაც უნდა მოხდეს მჟავე საშუალებით. სულ ცოტა ხნის წინ გადავაწყდი საკმაოდ ბიუჯეტურ და მარტივ ხერხს უთოს გასაწმენდად, მინდა თქვენც გაგიზიაროთ. ის ორ ეტაპად ტარდება.
ეტაპი 1
ჩაასხით ჭურჭელში 1 ს.კ. ლიმონმჟავა, დაამატეთ 500 მლ. ადუღებული წყალი და კარგად გადაურიეთ. გააცხელეთ უთო მაქსიმალურ ტემპერატურამდე და ჩაასხით შიგნით ეს სითხე. დაიჭირეთ უთო ჰორიზონტალურად დადაელოდეთ, სანამ ბოლომდე არ აორთქლდება სითხე. პროცესის დასაჩქარებლად, პერიოდულად ორთქლის გამშვებ ღილაკსაც დააჭირეთ თითი. ამის შემდეგ საჭიროა უთოს კიდევ ერთხელ გამორეცხვა, მაგრამ ჩვეულებრივი გაფილტრული წყლის.
ეტაპი 2
შეგიძლიათ შეუდგეთ ძირის გაწმენდას. ცხელ უთოზე კბილის ჯაგრისით წაუსვით ცოტაოდენი კბილის პასტა და აქტიურად გახეხეთ. ეს ძალიან კარგად აცილებს მთელს ჭუჭყს. გაითვალისიწნეთ, რომ კბილის პასტის ნაწილაკები ძალიან უცებ ახმება ზედაპირს. პროცედურის შემდეგ გაწმინდეთ ძირი სველი ტილოთი. ამის შემდეგ თქვენი უთო ახალივით იქნება.
საყოფაცხოვრებო მაღაზიებში შეხვდებით უთოს საწმენდ კალამს. გაატარეთ ის უთის ცხელ ძირზე. ის დაიწყებს დნობას და სითხედ გადაქცევას. დარჩენილი ნაწილაკების მოცილება შემდეგ ჩვეულებრივ შეგიძლიათ მშრალი ტილოთი. ამ მეთოდს მხოლოდ მაშინ ვიყენებ, როცა უთო ზედმეტად დაბინძურებულია.
პროფილაქტიკა და წმენდა
რჩევები:
1. არ გამოიყენოთ უხეში ჯაგრისი ან ღრუბელი უთოს ძირის გასაწმენდად. მათ შეუძლიათ ზედაპირის დაზიანება, რაც გამოიწვევს თქვენი უთოს გაფუჭებას.
2. ორთქლისთვის გამოიყენეთ მხოლოდ სუფთა გაფილტრული წყალი.
3. ყოველი დაუთოვების შემდეგ გადააქციეთ დარჩენილი წყალი იმისთვის, რომ შეამციროთ შიგნით ნალექის გაჩენის შანსი.
4. თუ თქვენ შემთხვევით დაწვით ქსოვილი და დარჩა ის უთოს ძირზე, მაშინვე მიადეთ ცივ წყალში დასველებული ბამბის ქსოვილი. ტემპერატურის უეცარი ცვლილება ამარტივებს ზედაპირზე მიწებებული ქსოვილის მოცილებას.
5. არ არის რეკომენდირებული აბრაზიული საწმენდი საშუალებების გამოყენება. ის მიგიყვანთ ტექნიკის ექსპლუატაციის დროის შემცირებამდე.
6. გახსოვდეთ, რომ ყოველი გაწმენდის შემდეგ უთო გამოიყენეთ უბრალოდ ნაჭერზე ან ძველ ტანსაცმელზე.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.