როგორ გავწმინდოთ უთო ჩამჯდარი ჭუჭყისგან და მტვრისგან?

როგორ გავწმინდოთ უთო ჩამჯდარი ჭუჭყისგან და მტვრისგან?
მიყვარს იდეალურად გაუთოვებული თეთრეული, პირსახოცები და ტანსაცმელი. ზოგჯერ ფანატიზმშიც კი გადადის, მაგრამ ჩემთვის ეს ერთ-ერთი მთავარი პუნქტია სახლში იდეალური სისუფთავის შენასარჩუნებლად.
აქედან გამომდინარე უთო ჩემს სახლში ძალიან შირად ირთვება და თავისთავად მოფრთხილებაც ჭირდება.
როგორ გავწმინდოთ უთო ჩამჯდარი ჭუჭყისგან და მტვრისგან?შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ დროთა განმავლობაში უთოც კი ექვემდებარება დაბინძურებას. მასში გროვდება ჭუჭყი და მტვერი, ამიტომ აუცილებელია მისი გაწმენდა. ამ სტატიაში გაიგებთ როგორ უნდა გაწმინდოთ უთო და კიდევ უამრავ სასარგებლო რჩევას მიიღებთ.

როდის უნდა გავწმიდნოთ უთო?

.უთოს გაწმენდა რეგულარულადაა საჭირო, თუნდაც 6-7 თვეში ერთხელ. თუმცა თუ უფრო ხშირად გაწმენდთ, ეს ბევრად დადებითად აისახება უთოზე. წყლის რეზერვუარში დროთა განმავლობაში წარმოიქმნება ნადები და ობი, გარედან კი მტვერმა იცის ჩაჯდომა ხელით მიუწვდომელ დეტალებში.

როგორ გავწმინდოთ უთო ჩამჯდარი ჭუჭყისგან და მტვრისგან?

როგორ გავწმინდოთ უთო შიგნიდან და გარედან?

რადგან ნალექი ეს არის მარილების, კალციუმის და მაგნიუმის ნაერთი, მასზე ზემოქმედებაც უნდა მოხდეს მჟავე საშუალებით. სულ ცოტა ხნის წინ გადავაწყდი საკმაოდ ბიუჯეტურ და მარტივ ხერხს უთოს გასაწმენდად, მინდა თქვენც გაგიზიაროთ. ის ორ ეტაპად ტარდება.

ეტაპი 1

ჩაასხით ჭურჭელში 1 ს.კ. ლიმონმჟავა, დაამატეთ 500 მლ. ადუღებული წყალი და კარგად გადაურიეთ. გააცხელეთ უთო მაქსიმალურ ტემპერატურამდე და ჩაასხით შიგნით ეს სითხე. დაიჭირეთ უთო ჰორიზონტალურად დადაელოდეთ, სანამ ბოლომდე არ აორთქლდება სითხე. პროცესის დასაჩქარებლად, პერიოდულად ორთქლის გამშვებ ღილაკსაც დააჭირეთ თითი. ამის შემდეგ საჭიროა უთოს კიდევ ერთხელ გამორეცხვა, მაგრამ ჩვეულებრივი გაფილტრული წყლის.

როგორ გავწმინდოთ უთო ჩამჯდარი ჭუჭყისგან და მტვრისგან?

ეტაპი 2

შეგიძლიათ შეუდგეთ ძირის გაწმენდას. ცხელ უთოზე კბილის ჯაგრისით წაუსვით ცოტაოდენი კბილის პასტა და აქტიურად გახეხეთ. ეს ძალიან კარგად აცილებს მთელს ჭუჭყს. გაითვალისიწნეთ, რომ კბილის პასტის ნაწილაკები ძალიან უცებ ახმება ზედაპირს. პროცედურის შემდეგ გაწმინდეთ ძირი სველი ტილოთი. ამის შემდეგ თქვენი უთო ახალივით იქნება.

როგორ გავწმინდოთ უთო ჩამჯდარი ჭუჭყისგან და მტვრისგან?საყოფაცხოვრებო მაღაზიებში შეხვდებით უთოს საწმენდ კალამს. გაატარეთ ის უთის ცხელ ძირზე. ის დაიწყებს დნობას და სითხედ გადაქცევას. დარჩენილი ნაწილაკების მოცილება შემდეგ ჩვეულებრივ შეგიძლიათ მშრალი ტილოთი. ამ მეთოდს მხოლოდ მაშინ ვიყენებ, როცა უთო ზედმეტად დაბინძურებულია.

როგორ გავწმინდოთ უთო ჩამჯდარი ჭუჭყისგან და მტვრისგან?

პროფილაქტიკა და წმენდა
რჩევები:

1. არ გამოიყენოთ უხეში ჯაგრისი ან ღრუბელი უთოს ძირის გასაწმენდად. მათ შეუძლიათ ზედაპირის დაზიანება, რაც გამოიწვევს თქვენი უთოს გაფუჭებას.

2. ორთქლისთვის გამოიყენეთ მხოლოდ სუფთა გაფილტრული წყალი.

3. ყოველი დაუთოვების შემდეგ გადააქციეთ დარჩენილი წყალი იმისთვის, რომ შეამციროთ შიგნით ნალექის გაჩენის შანსი.

4. თუ თქვენ შემთხვევით დაწვით ქსოვილი და დარჩა ის უთოს ძირზე, მაშინვე მიადეთ ცივ წყალში დასველებული ბამბის ქსოვილი. ტემპერატურის უეცარი ცვლილება ამარტივებს ზედაპირზე მიწებებული ქსოვილის მოცილებას.

5. არ არის რეკომენდირებული აბრაზიული საწმენდი საშუალებების გამოყენება. ის მიგიყვანთ ტექნიკის ექსპლუატაციის დროის შემცირებამდე.

6. გახსოვდეთ, რომ ყოველი გაწმენდის შემდეგ უთო გამოიყენეთ უბრალოდ ნაჭერზე ან ძველ ტანსაცმელზე.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
როგორ გავწმინდოთ უთო ჩამჯდარი ჭუჭყისგან და მტვრისგან?
როგორ ჩავუტაროთ დაზარელებულს პირველადი დახმარება ადუღებული წყლით დამწვრობისას.