თმის ცხიმიანობის გამომწვევი ძირითადი შინაგანი მიზეზები
1. თავის კანის ტიპი
ყველაზე ცუდი სცენარით დავიწყოთ. თუ თქვენ მემკვიდრეობით გერგოთ აქტიური ცხიმოვანი ჯირკვლები, მაშინ უბრალოდ უნდა დაიბანოთ დაბინძურებისთანავე. ვისაც მშრალი თავის კანი აქვს, ის იშვიათად იბანს თავს და ეს ყველასთვისაა ცნობილი. არ წამოეგოთ სარეკლამო საშუალებებზე, რომელიც პრობლემის სამუდამოდ მოგვარებას გპირდებათ. განსაკუთრებით კი სებორეული დერმატიტის, იგივე ქერტლის დროს. ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ სპეციალისტს და მან უნდა შეგირჩით თქვენთვის გამოსადეგი კოსმეტიკურუ საშუალება.
2. ცხიმიანი სახის კანი
ეცადეთ თმას ხელებით ნაკლებად შეეხოთ. თმა ზოგადად იღებს ლოყებიდან და შუბლიდან გამოყოფილ ცხიმს. ეცადეთ გამოიყენოთ ისეთი კრემი, რომელიც მოგაშორებთ ზედმეტ ცხიმს სახის კანიდან. ასე თმაც მეტად დიდხანს შეინარჩუნებს სუფთა სახეს.
3. ჰორმონები
ეს პუნქტი მოზარდთა მშობლებისთვისაა. ამ ასაკში აქტოურად ხდება ჰორმონალური ფონის ცვლილება და ამის გამო ბევრად აქტიურად მუშაობენ ცხიმოვანი ჯირკვლები. ეს პერიოდი უბრალოდ უნდა გადააგოროთ. ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურად გამოყენებადი შამპუნი.
თმის ცხიმიანობის გამომწვევი გარეგანი მიზეზები
1. შეუფერებელი შამპუნი
გახსოვდეთ, რომ შამპუნები არის სხვადასხვანაირი და მათი დანიშნულებაც თავისთავად განსხვავდება ერთმანეთისგან. უნდა აარჩიოთ კონკრეტულად თქვენი კანის ტიპისთვის განკუთვნილი. ცხიმიანი კანის ტიპისთვის ნამდვილად არ გამოდგება შამპუნები სულფატის გარეშე, რადგან ისინი ყველაზე ნაზად ასუფთავებენ თავის კანს. ხოლო მშრალი თავის კანისთვის პირიქითაა.
2. კონდიციონერი ან თმის ნიღაბი
კონდიცონერი უნდა გამოიყენოთ სუფთა და ოდნავ ტენიან თმაზე, შემდეგ კი შეიმშრალოთ პირსახოცით. თმის ძირებიდან დაშორებული უნდა იყოს 5-8 სანტიმეტრით. ამის შემდეგ კარგად უნდა ჩამოიბანოთ თბილი წყლით. თმებს არ უყვართ ზედმეტი დატვირთვა. ხოლო თმის ნიღაბი მაქსიმუმ კვირაში ერთხელ უნდა გამოიყენოთ.
3. თმის გაშრობა
ეცადეთ არ დაწვეთ სველი თმით. ასევე არ იაროთ დიდხანს სველ თავზე პირსახოც შემოხვეულმა. თმის ფენის გაშრობისას ეცადეთ აირჩიოთ ყველაზე გრილი რეჟიმი, რათა არ მოახდინოთ ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის გააქტიურება. ყველაზე კარგი მაინც თმის ბუნებრივად გაშრობის მეთოდია.
4. კვება
ცხიმოვანი ჯირკვლების მომატებული სეკრეაცია დამოკიდებულია ჩვენი კვების რაციონზეც. მარილიანი, დაკონსერვებული, შებოლილი, მწარე და სუნელებით გადატვირთული საკვები იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურებას. ასევე მოქმედებს ყავა და ალკოჰოლური სასმელიც. საკმარისია შეამციროთ მათი მიღების რაოდენობა და თავად შეამჩნევთ თუ როგორ გაუმჯობესდება თქვენი თმების და თავის კანის მდგომარეობა. თმის ცხიმიანობის გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს თუთიის, A, B, E და D ვიტამინის ნაკლებობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩართოთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში მათი შემადგენელი პროდუქტები და საკვები დანამატები.
თმის ცხიმიანობის პრობლემის მოგვარება საკმაოდ მარტივია, მთავარია დავინტერესდეთ და ცოტაოდენი ყურადღება დავუთმოთ საკუთარ თავს.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!