გაიგეთ, რატომ გვერევა ძილი საკვების მიღების შემდეგ და როგორ ვებრძოლოთ ამას

გაიგეთ, რატომ გვერევა ძილი საკვების მიღების შემდეგ და როგორ ვებრძოლოთ ამას

წესით საკვების მიღების შემდეგ ორგანიზმი უნდა ივსებოდეს ენერგიით, ხომ ასეა? თუმცა უამრავი ფაქტია იმისა, რომ საკვების მიღების შემდეგ გვინდება დაძინება და არაფრის გაკეთება ღ შეგვიძლია, რომ ამას შევეწინააღმდეგოთ. ექიმების თქმით ეს კარგია, მაგრამ ჩემი უფროსი არ იზიარებს მათ აზრს.

ამ საკითხის გამოკვლევისას საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გადავაწყდი. როგორც ჩანს მხოლოდ მე არ მერევა ძილი ჭამის შემდეგ. ეს მოვლენა უკავშირდება ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირების გარკვეულ თავისებურებებს. უფრო დაწვრილებით ამ სტატიაში გიამბობთ.

რატომ გვინდა დაძინება საკვების მიღების შემდეგ

გაიგეთ, რატომ გვერევა ძილი საკვების მიღების შემდეგ და როგორ ვებრძოლოთ ამას
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ეს ჰიპოკსიის ბრალია, რასაც მძიმე საკვების მიღების შემდეგ ვეჯახებით. საქმე იმაშია, რომ საკვების გადამუშავებაზე ორგანიზმი ხარჯავს მაში მყოფი ჟანგბადის ნახევარს.

გარდა ამისა, სასარგებლო ნივთიერებების ასათვისებლად და უჯრედებში გადასანაწილებლად ორგანიზმის სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელ ორგანოებში. ამის გამო სისხლის მიწოდება შენელებულია სხვა ორგანოებისკენ, მაგალითად ტვინში.

ამის გამო ჩვენ ვდუნდებით  და იძულებული ვართ ნახევარი ძალით ვიმუშავოთ. შეგიმჩნევიათ ხომ, რომ მსუყე და მძიმე საკვების შემდეგ აზროვნებაც გვიჭირს. ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეგვიძლია თუ გავითვალისწინებთ რამოდენიმე წესს.

რა უნდა გავაკეთოთ საკვების მიღების შემდეგ მოდუნების თავიდან ასაცილებლად?

გაიგეთ, რატომ გვერევა ძილი საკვების მიღების შემდეგ და როგორ ვებრძოლოთ ამას
დავიწყოთ იქიდან, რომ არ არის აუცილებელი საკვების ერთბაშად მიღება. ორგანიზმს ბევრად გაუადვილებთ ამოცანას, თუ საკვების მიღების სიხშირეს მოუმატებთ, მაგრამ შეამცირებთ მის რაოდენობას. ასე სისხლის მიმოქცევას დაარეგულირებთ და ის თანაბრად გადაეცემა ყველა ორგანოს. ამის გამო თქვენ მთელი დღის მანძილზე იქნებით პროდუქტიული.

ჟანგბადის უკმარისობით რომ არ დაიტანჯოთ, სპეციალისტები საკვების მიღების დროს ოფისის დატოვებას გირჩევენ. თუ კარგია ამინდია, საკვები მიიღეთ სუფთა ჰაერზე და თუ გაქვთ შესაძლებლობა 5 წუთიანი გასეირნებაც მოიწყვეთ.

ჰიპოქსიის თავიდან ასაცილებლად ისწავლეთ სწორად სუნთქვა. ამაში ჰიპოქსიის ვარჯიშები დაგეხმარებათ. მაგალითად: შეიკავეთ სუნთქვა მშვიდად. შეკავებებს შორის გააკეთეთ 1-2 წუთიანი შესვენება. ვარჯიშის გაკეთება უზმოზე ჯობია.

გაიგეთ, რატომ გვერევა ძილი საკვების მიღების შემდეგ და როგორ ვებრძოლოთ ამას
იმისთვის, რომ არ ვიგრძნოთ დაღლილობა, ექიმები გვირჩევენ ხშირად ვისეირნოთ ფეხით. ეცადეთ შენობაში ყოფნისას ხშირად გაწმინდოთ ჰაერი. შეგიძლიათ ოთახში ისეთი მცენარეებიც დადოთ, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის გაწმენდას და ჟანგბადით გაჯერებას.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
გაიგეთ, რატომ გვერევა ძილი საკვების მიღების შემდეგ და როგორ ვებრძოლოთ ამას
ხახვი მიხაკით: რითია სასარგებლო ეს კომბინაცია