მკურნალი წაბლის ყვავილი. ამ საშუალების წყალობით საკმაოდ მძიმე დაავადებებს მკურნალობდნენ…

მკურნალი წაბლის ყვავილი. ამ საშუალების წყალობით საკმაოდ მძიმე დაავადებებს მკურნალობდნენ...

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე ხალხურ რეცეპტს, რომელსაც დაამზადებთ წაბლის ყვავილის საშუალებით. ადრე მისი წყალობით მკურნალობდნენ საკმაოდ მძიმე დაავადებებს.

 

ლეიკემია

მოათავსეთ ჭურჭელში 1 ს.კ. წაბლის გამომშრალი ყვავილები (მხოლოდ ყვავილები), დაასხით 200 მლ. წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება გადმოდგით და დააყენეთ 6–8 საათის განმავლობაში. მიღებული ნაყენი უნდა გადაწუროთ. დღიური დოზა მაქსიმუმ 1 ლიტრი ნაყენია. მთელი დღის მანძილზე უნდა მიირთვათ ყლუპ–ყლუპებად. მკურნალობის კურსი 15–20 დღიანია, შემდეგ აუცილებელია 10 დღიანი შესვენება. გაითვალისწინეთ! დოზირების შერჩევა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს გართულება კრუნჩხვების სახით.

თავის ტვინის სიმსივნე

ზემოთ ნახსენები ნაყენი ისევ და ისევ ინდივიდუალურად შერჩეული დოზირებით უნდა მიიღოთ.ის აღადგენს ცილოვან სტრუქტურას, კურნავს სისხლს და აღადგენს ორგანიზმის ბიოველს.

მკურნალი წაბლის ყვავილი. ამ საშუალების წყალობით საკმაოდ მძიმე დაავადებებს მკურნალობდნენ...

ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია

მოათავსეთ ჭურჭელში 6-8 ს.კ. მშრალი ნედლეული, დაასხით 1 ლ. წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე. წამოდურებისტანავე გადმოდგით და შეფუთეთ თბილად დილამდე. უნდა მიიღოთ ყოველ 1 საათში 1 ყლუპი.

ვენების გაგანიერება

1. ნაყენი.
მუქი ფერის შუშის ქილაში ჩაყარეთ 50 გრ. წაბლის გამომშრალი, დაასხით 0,5 ლ. არაყი და დადგით ბნელ ადგილზე 14 დღე.

2. მალამო.
მოათავსეთ ჭურჭელში 10 გრ. გვირილის ყვავილის ფხვნილი, 10 გრ. სალბის ფოთლების და ყვავილების ფხვნილი, 50 გრ. წაბლის გახეხილი ნაყოფი და 5 გრ. კარტოფილის სახამებელი. კარგად აურიეთ ინგრედიენტები და დაასხით 200 გრ. ქათმის ცხელი ქონი. მიღებული ნაზავი დადგით ორთქლის აბაზანაზე 2,5 საათით. მიღებული ნახარში დადგით მთელი ღამით დილამდე და დილით ისევ აადუღეთ. მასა ცხელ მდგომარეობაშივე უნდა გადაწუროთ და მოათავსოთ შუშის ქილაში. მალამოს შენახვა აუცილებელია მაცივარში.

გამოყენების წესი:
ნაყენი – დღეში 3–ჯერ, ნახევარ ჭიქა წყალსი გახსნილი 30 წვეთი ნაყენი ჭამამდე 20 წუთით ადრე.
მალამო – შეიზილეთ ვენებში დღეში 3–ჯერ.
კურსი არის 3–4 კვირიანი.

წაბლის ყვავილებისა და ფოთლების ნახარში

მოათავსეთ ჭურჭელში 100 გრ. გამომშრალი ყვავილებსა და ფოთლების ნაზავი, დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 3–4 საათი. მიღებული ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ ცხელ მდგომარეობაში. დღეში 3–ჯერ 25 მლ. ჭამამდე 15–20 წუთით ადრე.

მკურნალი წაბლის ყვავილი. ამ საშუალების წყალობით საკმაოდ მძიმე დაავადებებს მკურნალობდნენ...

ბუასილი

ახლად დაკრეფილი ფოთლებისსგან დაწურეთ წვენი. 1 ს.კ. წყალში გახსენით 25–30 წვეთი და მიიღეთ დღეში 2–ჯერ. ეს საშუალება ეფექტურია ჰემოროიდული კვანძების გაჩენისას და ფეხებზე ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას.

რევმატიზმი, ართრიტი

დაამზადეთ სპირტიანი ნაყენი. 1 ლ. არაყში მოათავსეთ 40 გრ. გამომშრალი წაბლის ყვავილები. დააყენეთ 10–14 დღის განმავლობაში და შემდეგ გადაწურეთ. უნდა შეიზილოთ რევმატული და ართრიტული ტკივილების დროს.

თრომბოზი

30 გრ.დაქუცმაცებული წაბლის ნაყოფისა და ყვავილების ნაზავს დაასხით 300მლ. არაყი და დადგით 1 კვირის მანძილზე ბნელ ადგილზე. დღეში 1–2 ჯერ შეანჯღრიეთ. მიღებული ნაყენი გადაწურეთ. უნდა მიიღოთ დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე 30 წვეთი.

მკურნალი წაბლის ყვავილი. ამ საშუალების წყალობით საკმაოდ მძიმე დაავადებებს მკურნალობდნენ...

უკუჩვენება!

წაბლის სამკურნალო საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ატონური ყაბზობა, ჰიპოციდური გასტრიტი, მენსტრუალური ციკლის დარღვევები ან შეკავება, სისხლის ცუდად შედედებადობა და თრომბოციტოპენია. მისი შინაგანად მოხმარება არ შეიძლება ჰიპოტონიის დროს. გაითვალისწინეთ! დოზის გადაჭარბება იწვევს კრუნჩხვებს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
მკურნალი წაბლის ყვავილი. ამ საშუალების წყალობით საკმაოდ მძიმე დაავადებებს მკურნალობდნენ…
ორთქლის აბაზანა და სახის კანის შესაშური ცვლილება