გაიგეთ, როგორ გამოიყენოთ ცხენის წაბლი ვარიკოზის სამკურნალოდ. რეცეპტი იხილეთ აქ…

გაიგეთ, როგორ გამოიყენოთ ცხენის წაბლი ვარიკოზის სამკურნალოდ. რეცეპტი იხილეთ აქ...

დღეს გაგაცნობთ ცხენის წაბლის სამკურნალო თვისებებს. სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება მცენარის ყველა ნაწილი: ქერქი, ფოთლები და ნაყოფი.

ხალხურ მედიცინაში ძირითადად ნაყოფს იყენებენ. ცხენის წაბლი ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, შეგმატებთ ენერგიას და ეფექტურია ვარიკოზის სამკურნალოდ.

ნაყოფის შეგროვება ხდება სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდში, ყვავილებისა და ფოთლების მაისში, ხოლო ქერქის ოქტომბრის დასაწყისში.

გაიგეთ, როგორ გამოიყენოთ ცხენის წაბლი ვარიკოზის სამკურნალოდ. რეცეპტი იხილეთ აქ...

ცხენის წაბლი  (ლათ.  Aésculus hippocástanum) შეიცავს C, K, B1 ვიტამინებს და ბევრ ესცინს. ხალხურ მედიცინაში ის გამოიყენება თრომბების პროფილაქტიკისთვის, სისხლის გასათხელებლად და სისხლის მიმოქცევის დასაჩაქრებლად.

ცხენის წალისგან მზადდება მალამო, რომელიც ეფექტურია დამწვრობების, ჭრილობების, ნახეთქების და მოყინვების დროს.

ნამდვილ საგანძურად ითვება ცხენის წაბლის ნაყენი. სწორედ ეს საშუალება გამოიყენება ვარიკოზის სამკუნალოდ.

გაიგეთ, როგორ გამოიყენოთ ცხენის წაბლი ვარიკოზის სამკურნალოდ. რეცეპტი იხილეთ აქ...

ცხენის წაბლის ნაყენი

რეცეპტი 1:

 

დაგჭირდებათ:

– 100 გრ. დაქუცმაცებული წაბლი
– 1 ლ. არაყი

მომზადების წესი:

გაასუფთავეთ წაბლი და დააქუცმაცეთ შიგთავსი. 100 გრ. დაქუცმაცებულ წაბლს დაასხით 1 ლიტრი არაყი და დადგით ბნელ ადგილზე 7-10 დღე. აუცილებელია ყოველდღე ნაყენის შენჯღრევა. გამზადებული ნაყენი გადაწურეთ და გადაიტანეთ შუშის ჭურჭელში.

მიღების წესი:

უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ, 15 წვეთი ჭამადე 15-20 წუთით ადრე. ასევე შეიზილოთ პრობმლემურ ადგილებზე დღეში 2-ჯერ.

ეს ნაყენი დაგეხმარებათ შეშუპებისა და სიმძიმის მოხსნაში. ძალიან მალე გაგიქრობთ კრუნჩხვებს, რომელიც მოყვება ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას.

გაიგეთ, როგორ გამოიყენოთ ცხენის წაბლი ვარიკოზის სამკურნალოდ. რეცეპტი იხილეთ აქ...

რეცეპტი 2:

დაგჭირდებათ:

– 30 ცალი წაბლი
– 1 ლ. არაყი

მომზადების წესი:

ამჯერად წაბლის ქერქი გჭირდებათ. დააქუცმაცეთ 30 ცალი წაბლის ქერქი, დაასხით არაყი და დადგით ბნელ ადგილზე 14 დღის განმავლობაში. დღეში ერთხელ შეანჯღრიეთ. მიღებული ნაყენი გადაწურეთ და გადაიტანეთ შუშის ჭურჭელში.

მიღების წესი:

უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. 25 წვეთი გახსენით 50 მლ. წყალში.

მკურნალობის კურსი 3 კვირიანია, შემდეგ აუცილებელია ერთ კვირიანი შესვენება. ეს ნაყენი ეფექტურია ვენების ვარიკოზული გაგანიერების და ჰიპერტონიის დროს.

გაიგეთ, როგორ გამოიყენოთ ცხენის წაბლი ვარიკოზის სამკურნალოდ. რეცეპტი იხილეთ აქ...

ამ სამკურნალო საშუალების რეგულარულად მიღებისას თქვენ განთავისუფლდებით ვარიკოზისგან. რაღა თქმა უნდა ეს არ მოხდება 1-2 დღეში, თუმცა უკეთესობას მალევე იგრძნობთ.

გაითვალისიწნეთ! ნებისმიერი ხალხური რეცეპტის გამოყენებისას, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
გაიგეთ, როგორ გამოიყენოთ ცხენის წაბლი ვარიკოზის სამკურნალოდ. რეცეპტი იხილეთ აქ…
თევზის ქონის სარგებლობა