თუ თქვენს სამზარეულოში მოხვდა კარტოფილის სახამებელი, მაშინ ნუ შეინახავთ მას თვალისთვის მიუწვდომელ ადგილზე. იცოდით, რომ მისი გამოყენება არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ სხვა მიზნებისთვისაც შეიძლება? ამ სტატიაში წარმოდგენილმა ინფორმაციამ შესაძლოა ძალიან გაგაკვირვოთ კიდეც.
სახამელები დაჯილდოვებულია გასაოცარი თვისებებით, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის. ეს ნატურალური ფხვნილი აჩერებს სისხლდენას და შესაძლებელია გახდეს საუკეთესო გასართობი ბავშვებისთვის. ხალხურ მედიცინაში კი მას მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.
რისთვის იყენებენ სახამებელს?
1. სახამებლისგან მზადდება შესანიშნავი საშუალება ხელებზე ნაოჭების მოსაცილებლად. უბრალოდ დაასხით 1 ს.კ. ფხვნილს 1 ლიტრი ადუღებული წყალი და კარგად გადაურიეთ. ეს საშუალება უნდა გამოიყენოთ თბილ მდგომარეობაში.
2. სახამებლისგან შეგიძლიათ შვილებთან ერთად მოამზადოთ პლასტელინი. ამისთვის დაგჭირდებათ 2 ჭიქა სოდა, 1 ჭიქა სახამებელი და 250 მლ. წყალი. ინგრედიენტები კარგად უნდა გადაურიოთ ერთმანეთს. მასა გამოდის ფუმფულა და არააირი ზიანის მომტანი არაა თქვენი პატარასთვის.
3. კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, ჭამამდე 15 წუთით ადრე მიიღეთ 1 ს.კ. სახამებელი და დააყოლეთ 1/3 ჭიქა წყალი.
4. სახამებელს პუდრის მაგივრადაც იყენებენ ახალშობილებისთვის. ის კანის გაღიზიანებასაც კი აგვარებს.
5. გაციების, სურდოს და ხველების დროს გადაურიეთ ერთმანეთს 1/2 ჩ.კ. სახამებელი, 2 ცალი კვერცხის გული და 2 ს.კ. ნაღების კარაქი. ინგრედიენტები კარგად გადაურიეთ ერთმანეთს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიიღეთ 1/2 ს.კ. ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.
6. ეს საშუალება არაჩვეულებრივია მშრალი კანისთვის. გავსებულ აბაზანას დაუმატეთ 500 გრ. სახამებელი და 1 ს.კ. წიწვების ექსტრაქტი. ამ პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ კვირაში 2-3 ჯერ 15 წუთით.
7. თუ სახამებლით რეგულარულად დაამუშავებთ თქვენს ფეხსაცმელებს, ასე სამუდამოდ დაემშვიდობებით ფეხის უსიამოვნო სუნს და სოკოს.
8. სახამებელი ანგინისგანაც გაგანთავისუფლებთ. გამოივლეთ ყელში დღეში 3-5 ჯერ შემდეგი ხსნარი: 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1/2 ჩ.კ. სახამებელი და 3 წვეთი იოდი.
9. სახამებელი მცირე თერმული და მზის დამწვრობის დროს გაგანთავისუფლებთ ტკივილისგან. გადაურიეთ ერთმანეთს სახამებელი და წყალი ისე, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. წაისვით დაზიანებულ ადგილებზე.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!