რამოდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგით თქვენ განთავისუფლდებით ყელის ტკივილისგან, პირიდან უსიამოვნო სუნისგან და კბილის ნადებისგან. გაიგეთ როგორ…

დარწმუნებული ვარ ყველას გსმენიათ წყალბადის ზეჟანგის შესახებ და ერთხელ მაინც გამოგიყენებიათ ის. დღეს ჩვენ გასწავლით როგორ უნდა გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი კბილის გასათეთრებლად, პირიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორელად და ყელის ტკივილის დროს.

წყალბადის ზეჟანგი

 

წყალბადის ზეჟანგი ანტისპეტიკური, ანთების საწინააღმდეგო და კერატოლიტიური საშუალებაა. ის ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც მხოლოდ წყლისგან და ჟანგბადისგან შედგება. მისი შეძენა ურეცეპტოდ შეგიძლიათ და ხელმისაწვდომია ნებისმიერ აფთიაქში.

წყალბადის ზეჟანგისა და სოდის ნარევის საშუალებით თქვენ შეძლებთ კბილის სიყვითლის, კბილის ნადების, კბილებზე ქვების, პირიდან უსიამოვნო სუნის და ყელის ტკივილის მოშორებას.

 

როგორ გამოვიყენოთ წყალბადის ზეჟანგი?

 

კბილების გაწმენდა

კბილის ჯაგრისზე დააწვეთეთ 5-6 წვეთი წყალბადის ზეჟანგი და გაიწმინდეთ კბილები. პროცედურის შემდეგ აუცილებელია პირში წყლის კარგად გამოვლება.

კბილებიდან ნადების და ქვების მოსაშორებლად მოამზადეთ პასტა: საკვებ სოდას დაუმატეთ რამოდენიმე წვეთი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ პასტისებური მასა. ამ მასით კარგად გაიხეხეთ კბილები და შემდეგ გამოივლეთ თბილი წყალი. (ცხელი არა)

 

გაითვალისწინეთ!კბილებთან მისი ხშირად გამოყენება არაა რეკომენდირებული, რადგან საკმაოდ აგრესიული მჟანგავია. კვირაში მხოლოდ ერთხელ უნდა გამოიყენოთ, რომ თავიდან აირიდოთ კბილის ემალის ან ღრძილების დაზიანება.

 

ყელის ტკივილის მოშორება

პროცედურისთვის დაგჭირდებათ 2 ჭიქა თბილი წყალი.
ერთ ჭიქაში ჩააწვეთეთ რამოდეიმე წვეთი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი.
კარგად გამოივლეთ ყელში და პირის ღუში. (არ გადაყლაპოთ)
პროცედურის შემდეგ მეორე ჭიქა სუფთა თბილი წყალი გამოივლეთ, რომ წყალბადის ზეჟანგის ნარჩენები კარგად ჩამორეცხოთ.

ყელის ტკივილის პროცედურის შემდეგ თბილი წყლის გამოვლება აუცილებელია, რომ ლორწოვან გარსზე მისი მჟანგავი მოქმედება გავანეიტრალოთ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ 1 საათის მანძილზე არ მივიღოთ არც საკვები, არც სასმელი. ეს გაზრდის პროცედურის ეფექტურობას.

ეფეტურობისთვის ასევე კარგია, რომ წყალბადის ზეჟანგიანი სავლების გამოვლება გაგრძელდეს მინიმუმ ნახევარი წუთი, მაქსიმუმ 2-3 წუთი.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა უფრო ბევრი გაეცნოს ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
რამოდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგით თქვენ განთავისუფლდებით ყელის ტკივილისგან, პირიდან უსიამოვნო სუნისგან და კბილის ნადებისგან. გაიგეთ როგორ…
ექიმი სერგეი ბუბნოვსკი: აღიდგინეთ იმუნური სისტემა ძალიან მარტივად, სულ რაღაც 10–15 წამში…