თმის ყოვედღიური ცვენა ნორმალურია, რადგან ამ დროს ხდება თავის კანის განახლება. თუმცა ყურადღების გამოჩენა მაინც გმართებთ, რათა არ გამოგრჩეთ თმის ცვენის სიხშირის გაკონტროლება.
თუ თქვენ ატყობთ, რომ თმა ძალიან დაგითხელდათ და თავის კანი გიჩანთ, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს – ტრიხოლოგს. მხოლოდ სპეციალისტი შეძლებს კომპლექსურად თქვენი პრობლემის მოგვარებას. თუ თქვენ გენეტიკურად ხართ მიდრეკილი სიმელოტისკენ, სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ ეფექტურ თმის ნიღაბს, ხოლო იქამდე გაგაცნობთ იმ მიზეზებს, რის გამოც იწყება თმის ცვენა.
რა არის თმის ცვენის ნიშნები?
- თავზე ჩნდება პატარ-პატარა სიმელოტის ნიშნები
- თმის დაბანის შემდეგ 15-20 ღერზე მეტი თმის ღერის დაკარგვა
- სავარცხელზე რჩება ჩვეულებრივზე მეტი თმა
- ხდება წარბების და წამწამების შეთხელება
- ქავილის და წიწკვნის შეგრძნება თავის კანზე
თმის ცვენის გახშირება ძირითადად მიუთითებს ორგანიზმში სერიოზული დარღვევის ან დაავადების არსებობაზე.
სიმელოტის გამომწვევი მიზეზები:
- გენეტიკა
- ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება
- ჰორმონალური ცვლილელები
- რადიაცია
- აუტოიმუნური დაავადებები
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
- სისხლის მიმოქცევის დარღვევა კისრის არეში
- ინფექცია ან პარაზიტების გამრავლება
- ოპერაციის არ ტრამვის ზემოქმედება
- არასწორი კვება ან ძალიან კაცრი დიეტა
- ვიტამინების ნაკლებობადეპრესია ან სტრესი
- წამლების მიღების შემდეგ უკუჩვენება
- ფეხმძიმობა
სიმელოტის პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია წელიწადში 2-ჯერ გამოიყენოთ სპეციალური თმის ძირების გასამაგრებელი ნიღაბი.
მომზადების და გამოყენების წესი:
1. დაანაკუწეთ 1 ცალი ხახვის ქერქი, დაამატეთ 1,5 ს.კ. მუხის ქერქი და დაასხით 2 ჭიქა წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 20 წუთი.
2. ამის შემდეგ ჩაყარეთ 1 ს.კ. მიხაკი და კარგად მოურიეთ. დადგით ნაყენი 3 საათით.
3. მიღებული ნაყენი გაფილტრეთ.
ყოველი თავის დაბანის წინ წაისვით 1,5 საათით თმის ძირებში. ეფექტის გასაუმჯობესებლად ნაყენი ოდნავ შეათბეთ და შემდეგ შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი. რეკომენდირებულია კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ გამოყენება.
ხახვი აზუერებს თმის ძირებს, მუზის ქერქი აღადგენს თმებს, ხოლო მიხაკი აჩქარებს თმის ზრდის პორცესს და ანიჭებს მას ბზინვარებას.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.