ფრჩხილის სოკოს და სახსრების სამკურნალოდ, გამოიყენეთ კვერცხის მალამო.

დღეს გაგიზიარებთ კვერ­ცხი­სა და ძმ­რის მჟა­ვის­გან მალამოს მომზადების რეცეპტს, რომელიც სოკოსა და სახსრების ეფექტური სამკურნალო საშუალებაა. მისი მომზადება შეგიძლიათ სახლის პირობებში ძალიან მარტივად.

დაგჭირდებათ:
1 ცალი კვერცხი
70 %–იანი ძმრის მჟავა
ვაზელინი ან ნაღების კარაქი

მომზადების წესი:

200–250 გრამიან ქილაში მოათავსეთ კარგად გარეცხილი მთლიანი კვერცხი და დაასხით იმდენი ძმრის მჟავა, რომ კვერცხი მთლიანად დაფაროს. დაახურეთ თავსახური და დადგით 3–4 დღის მანძილზე ბნელ და გრილ ადგილზე. კვერცხის ნაჭუჭი დარბილდება, გაქრება და დარჩება მხოლოდ თეთრი აპკი. ამოიღეთ კვერცხი სითხიდან (სითხე გადაასხით) და გააცალეთ აპკი. ცილაც და გულიც გაჭყლიტეთ და გაატარეთ საცერში, რათა მიიღოთ ფაფისებური მასა. მიღებულ მასას გაურიეთ 1–2 ჩ.კ. ვაზელინი (ან კარაქი), რომ მიიღოთ მალამოს კონსისტენცია. (კარაქის შემთხვევაში, შესაძლოა ტანსაცმელი გაგიცხიმიანოთ, ამიტომ ჩვენ უფრო ვაზელისნ გირჩევთ) მალამო შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილზე.

კვერცხის მალამო ფრჩხილის სოკოს და სახსრების სამკურნალოდ

გა­მო­ყე­ნე­ბის წესი:

სახსრების ტკივილის დროს, მალამოს თხელი ფენა შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში დღეში 2–3 ჯერ.

ფეხისა და ფრჩხილის სოკოს შემთხვევაში მალამო დაზიანებულ ადგილებზე წაისვით  დილას და საღამოს.


რადგან მალამო შეიცავს ძმრის მჟავას და აქვს მძაფრი სუნი, გამოიყენეთ ფრთხილად. შესაძლოა გამოიწვიოს თვალების წვის შეგრძნება. ასევე შესაძლოა გამოიწვიოს კანის გამოშრობა, მაგრამ ეს საშიში არ არის. უბრალოდ შემდეგ შეიზილეატ ნებისმიერი დამატენიანებელი კრემი.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია
ფრჩხილის სოკოს და სახსრების სამკურნალოდ, გამოიყენეთ კვერცხის მალამო.
ამ პროდუქტმა თირკმელების ყველა პრობლემა მომიხსნა და საათივით აამუშავა ისინი